საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლევან შენგელიამ, რომელმაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაპირისპირება კორონავირუსის გამო გამოტოვა, სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართა.
შენგელია ქართული ფეხბურთის ქომაგს იმედგაცრუებისთვის ბოდიშს უხდის, თუმცა მომდევნო ორი მატჩის მნიშვნელობასა და იმ განწყობაზე საუბრობს, რომელიც საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებელია.
"გამარჯობა, ყოველთვის ვერიდებით მოქმედი ფეხბურთელები საჯაროდ აზრის დაფიქსირებას, რაც ჩემი აზრით სწორია. მაგრამ, ეხლა ისეთი სიტუაციაა, მეც მინდა ქართველ გულშემატკივარს ვუთხრა, პირველ რიგში ბოდიში, რომ ოცნება ვერ ავიხდინეთ. რაც შეეხება ჩემს სათმქელს, ესეთ რთულ სიტუაცია თქვენი მხარდაჭერა და გამხნევება ძალიან გვჭირდება. რა
თქმა უნდა, ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია.
ძალიან მალე გავა დრო და ისევ გვექნება საშუალება, მივიდეთ ის გადამწყვეტ თამაშამდე, რაც მაკედონიასთან გვქონდა. ამისთვის მომზადება უნდა გავაგრძელოთ და არ უნდა გადავდოთ. ხვალ და კიდევ სამ დღეში გვაქვს მნიშვნელოვანი თამაში. იმ შემთხვევაში თუ იგივე მხარდაჭერა არ იქნება, რაც მაკედონიასთან იყო, ეს ფეხბურთელებს თამაშს გაურთულებს.
ნაკრებმა განვითარება უნდა გააგრძელოს, ამის ფონზე კი მომავალში, იმედგაცრუებების მინიმუმამდე დაყვანას მოვახერხებთ. სხვა გზა არაა, ვერ დავნებდებით და ეს გულისწყვეტა ბევრი სიხარულით უნდა შეიცვალოს!!" - განაცხადა შენგელიამ.