"არასდროსაა კმაყოფილი თამაშით და უნდა, რომ მეტი გააკეთოს" - რას ჰყვება ხვიჩა კვარაცხელიას მამა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისა და ყაზანის "რუბინის" შემტევი ნახევარმცველი, რუსეთის პრემიერლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (2019-20 წ.) ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივრებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ მას. მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2019 წლის 7 ივნისს შედგა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, გიბრალტარის წინააღმდეგ. სულ ცოტა ხნის წინ, 2020 წლის 14 ოქტომბერს კი ერთა ლიგაზე მან თავისი პირველი გოლი გაიტანა ნაკრების მაისურით, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, რის შემდეგაც შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულ
და და... სოციალური ქსელები კვარაცხელიას გვარმა და გახარებული გულშემატკივრების ოვაციებმა ააჭრელა...

ხვიჩას მამა, თავადაც პროფესიონალი ფეხბურთელი - ბადრი კვარაცხელია შვილის კარიერაზე გვესაუბრება. მისი აზრით, ფეხბურთელი არასდროს უნდა იყოს კმაყოფილი საკუთარი თამაშით და მუდმივად ვითარდებოდეს. ხვიჩასაც დიდ მიზნებამდე დიდი გზა აქვს გასავლელი...

Sportall.Ge


ბადრი კვარაცხელია:
- სიარული დაიწყო თუ არა, ბურთი სულ თან ჰქონდა (იცინის). მე ბაქოში ვმუშაობდი და პირველად სწორედ იქ მივიყვანე ხვიჩა ფეხბურთზე, პატარების გუნდში 7-8 წლის ბავშვებთან ერთად ვარჯიშობდა, თვითონ 5-6 წლის გახლდათ. მერე უკვე იყო თბილისი: "ოლიმპიკი", "ავაზა", "დინამო" და ა.შ. ძალიან შრომისმოყვარე ბავშვი დღეში 2-3-ჯერ ვარჯიშობდა. დილით ადრე, 6 საათზე "დინამოს" ბაზაზე ვარჯიშზე მიდიოდა, 9-ზე კი - სკოლაში. 10-12 წლის ბავშვისთვის ეს იოლი არ არის.

- ალბათ, კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ფეხბურთელობას სერიოზულად უნდა მიჰყოლოდა და ეს მისთვის სტიმულიც იყო, არა?
- კი, რა თქმა უნდა, ძალიან მოწადინებული იყო. მისი ამოცანა სწორედ ის გახლდათ, რომ ფეხბურთი ეთამაშა და ახლაც ეს მიზანი აქვს, მეტს მიაღწიოს, დიდი ფეხბურთი ითამაშოს. ვნახოთ, რა გამოგვივა.

- როგორც მამა, მისი შედეგებით კმაყოფილი ხართ? როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი, რაიმე რჩევებს თუ აძლევთ? მისი "მთავარი მწვრთნელი" ცხოვრებაში, ალბათ, ყოველთვის თქვენ იყავით...
- სიმართლე გითხრათ, ახლა მაინცდამაინც არ ვერევი. პატარა რომ იყო და მერეც, 15-16 წლის, დავსხდებოდით და ყველაფერს განვიხილავდით, რა შეცდომები ჰქონდა და რა უნდა გამოესწორებინა. ახლა უკვე გამოცდილი, პროფესიონალი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ჰყავს, ვინც უკეთეს რჩევებს მისცემს, თუ საჭირო იქნება. მე არ მინდა, ჩავერიო. ჯობია, ერთ მწვრთნელს დაუჯეროს, შეცდომები მან გააანალიზებინოს, მიუთითოს. ხვიჩა ძალიან კმაყოფილია მასთან მუშაობით.

- თქვენი შვილის ბოლოდროინდელ თამაშებს როგორ შეაფასებთ?
- შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ საკმაოდ თვითკრიტიკულია, არასდროსაა კმაყოფილი თამაშით და უნდა, რომ მეტი გააკეთოს. წინსვლისა და პროფესიული ზრდისთვის ეს კარგია და მეც ვეთანხმები. მეტი შეუძლია, მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს, მეტი უნდა მოინდომოს. ფეხბურთელი თუ თავისი თამაშით კმაყოფილი იქნება, ეს მისთვის ცუდია. ხვიჩას კიდევ ბევრი აქვს სამუშაო. წამყვანი ფეხბურთელი რომ გახდება და დიდ გუნდში ითამაშებს, მაშინ ვიქნები კმაყოფილი. ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. გააგრძელეთ კითხვა





ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 16 /
ჯანი არ მოგაკლოს ღმერთმა, შრომისმოყვარეობა და თავმდაბლობა. კოვზით ნაგროვებ ხალხის სიყვარულს ნუ გადაყრი ნიჩბით სხვებივით. ყოვეთვის მაქსიმუმი დადე მინდორზე .ხანმოკლეა ფეხბურთელის კარიერა და სულ გახარებული ყოფილიყავი შენც და შენი ქვეყანაც შენი წარმატებული კარიერით.
პ.ს. წიგნები იკითხე თავისუფალ დროს ყოველთვის გამოგადგება.
ქართველი
12:43 17-11-2020
0
ხვიჩა ბაბუ ძალიან მიყვარხარ,შენ ფეხებს ვენაცვალე,შენ გულიან თამაშს ვენაცვალე,მინდა სულ ჯამრთელი ყავდე შენ მშობლებს და მთელ საქართველოს,შენ მარტო კარგი ფეხბურთელი კიარა უკეთილშობილესი ქართველი ვაჟკაცი ხარ,ამის თქმის საფუძველს მაძლევს შენი ქველმოქმედება,მინდა,რომ დიდი ფეხბურთი ითამაშო შენ ამის ყველანაირი მონაცემები გაქვს,უფალი გიფარავდეს ყოველთვის და გიკვალავდეს გზას შენი დიდი მიზნების განხორციელებაში,მე კი ყოველთვის ვილოცებ შენი ჯანმრთელობისთვის და წარმატებებისთვის.
ნიკოლოზი
18:38 16-11-2020
0

სიახლეები პოპულარული