კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
დ ლიგიდან ვერ გავედით და ვერც ც ლიგიდან გავალთ და მითუმეტეს ვერც ბ დან.. ყველაზე მაგარი შანსი ახლა იყო, მაგრამ თურმე ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლეს.. ქვეშეფსიები..
Ok.
16 ნოემბერი 2020 08:36
2
სირცხვილი არ არი ხალხო? აღარც კი გცხვენიათ ხომ? სომხეთან სახში წაგება იქნებოდა? სულ რომ უკეთესი გუნდი იყოს ხომ არსბობს ბრძოლა, თავმოყვარეობა, ზამასკა და ჟილკა ბოლობოლო? ეგეც არ გვაქვს, ფეხბურთი დიდი ხანია მოკვდა საქართველოში. დაჯექით ეხლა და ვისაც გეხებათ ეს დასახეთ მწავალწლიანი გეგმა, ბავშვთა ფეხბურთიდან დაწყებული ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერებით გაგრძელებული, გააცანით ხალხს და თავჩაუღუნავად დაიწყეთ მიზანმიმართული შრომა, და ტყუილ იმედს ნუღარ აძლევთ ხალხს სანამ საფუძვლიანად არ ეშვლბა ფეხბურთს რომ ხალხს გული არ დაწყდეს, გვეცოდინება რომ 5-10წელი არაფერს არ უნდა ვლოდოთ.
გივი ალაფიშვილი
16 ნოემბერი 2020 00:11
4
ვაისი მაგარია. იმდენი თქვენი.
arabika
15 ნოემბერი 2020 23:33
2
კომენტარები 0 40 წუთის შემდეგ აან არავინ წერს ან ყველა იგინება? და თუ იგინებიან რატომ ბლოკავთ?
antaress
15 ნოემბერი 2020 23:27
1
ეს რა დღეში ჩაგვაგდეთ ბიჭოო!!!
ქომაგი
15 ნოემბერი 2020 23:16
2
ვაის! თქვი რა: ან არ ვარგიხარ და შენი ბრალია ყველაფერი, ან ფეხბურთელები არ გიჯერებენ და ვინც შენს მერე მოვა ალბათ გაითვალისწინებს, ან გარედან ერევიან შენს საქმიანობაში და გვეცოდინება. შენ არ იცი ქართველების ფსიქოლოგია და რატომ გინდა გლანძღონ შენი სიცოცხლის ბოლომდე, ბოლო-ბოლო 5 წელი ხარ ჩვენთან და რა ვეღარ შეგვისწავლე. ცოდაოდენი პატივი უნდა გამოიჩინო გულშემატკივრის მიმართ და სიმართლე თქვა!!!!!
KQ
15 ნოემბერი 2020 23:48
3
ამას ხო მოხერხება უნდოდა.მთელი დაცვის და მეკარის შეცვლა ვის გაუგია,ექსპერიმენტებს ატარებს ტიპი.კაშია და დვალი უნდა შეეცვალა მარტო.ისე მარტო ვაისის ბრალიც რომ არაა,დღესაც გამოჩნდა.დავითაშვილი არაფრად ვარგოდა და რომც შემოეყვანა მაკედონიასთან ვერაფერს იზავდა,ლობჟანიძეს კი ოქრიაშვილს ვერ ამჯობინებდა ვერანაირად,თან დღესაც გამოჩნდა რომ ბოლო შეცვლებმა პირიქით ავნო გუნდის თამაშს და რო არ გაეკეთებინა ეს შეცვლები,ალბათ არ წავაგებდით.სხვა რესურსი ნამდვილად არ იყო მაკედონიასთან და არც დღეს,თუმცა კაკაბაძე და კვირკველია მაინც რო დაეყენებინა დღეს,დარწმუნებული ვარ მინიმუმ არ წავაგებდით.დასკვნა ერთი შეიძლება გამოვიტანოთ.ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას გარეშე ჩვენი დონე ნულია.ასეთი გუნდით ევროპის ჩემოიონატზე გასვლა მართლა სასწაული იქნებოდა.ვაისი ვერ შეცვლიდა ვერაფერს,კადრები წყვეტენ ყველაფერს...საფეხბურთო კადრები კი დღესდღესდღეობით სამწუხაროდ ძალიან ცოტა გვყავს.
master
15 ნოემბერი 2020 23:23
6
ესაა ქართულ ჯიგრულ პონტში მიდგომის ბრალი მხოლოდ. რა შუაშია აქ პოლიტიკა ადამიანს უნდა ქონდეს კაცობა და პატრიოტიზმი და რომელს აქვს ფედერაციაში ეგ? და ფეხბურთელებსაც მერე ნუ მოთხოვთ თავდადებას. ჩვენზე ბევრად კარგათ იციან რა სიბინძურეები ხდება. სამწუხაროა მაგრამ როგორც ილია იტყოდა გმირზე მეტი მოღალატე გვყავს და ესაა ჩვენი ქვეყნის მუდმივი პრობლემა.
მართალი
16 ნოემბერი 2020 14:02
4
არაფერია სანერვიულო,ესტონეᲗᲗანაც წავაგებᲗ და დავბრუნდებიᲗ CლიგაᲨი,იქიდან ყველას მოვუგებᲗ ისევ და კვლავ გაგვიᲩნდება Შანსი ევროპაზე გასვლის.Შემდეგ უკვე უნდა ვᲗხოვოდ მავსნᲗ,რომ არ გაგვიყიდონ გადამწყვეტი მატᲩი....
ზურა
16 ნოემბერი 2020 09:15
12
ხოო მაშინ ყველაფერი კარგად ყოფილა.
ზურას-ს
16 ნოემბერი 2020 12:08
0
სისულეებს სანამ დაწერ ცხრილს ჩახედე, 2 ქულა აქვს ესტონეთს და ჩვენ 6, მოგებაზე 3 ქულაა, 2 + 3
ზურას
16 ნოემბერი 2020 10:34
0
გრიგალავა, კაშია, ნავალა, ჯიღა, გვილია, ლობჯანიძე, ქვილითა, ბიჭებო მადლობა რომ დაიხარჯეთ ნაკრებისთვის, მაგრამ თავი დაგვანებეთ და წადით ნაკრებიდან, თან გაიყოლეთ მუმუ! მოდის ახალი თაობა, მაკარა, დვალი, ტაბიძე, ხოჭო, კაკაბა, ლოჩოშვილი, აბუ, ლობჟანიძე, კვარა, ჩაკვე, ზურიკო, მიქაუტაძე, დაემატება ოქრი, ჯაბა, ვაკო კიდე გამოჩნდებიან ახალი ბიჭები და დავიწყოთ ახალი გუნდის შენება. კობი შეეშვი კალაძის და პოლიტიკოს დევნას და საქმე აკეთე ან წადი შენც ფეხერაციიდან!!!
c
16 ნოემბერი 2020 00:40
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული