კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
ვაისი მაგარია. იმდენი თქვენი.
arabika
15 ნოემბერი 2020 23:33
2
ამხ. კ ა ლ ა ძ ე ! შენს სამ კრეტინ ძმაკაცს რომ ჩაუგდე ხელში ქართული ფეხბურთი, აიღე პასუხისმგებლობა და მოაშორე ეს სამი იდიოტი, თუ არა და შენ მოშორდი აქაურობას. იმას მაინც თუ ხვდები, იმ კრეტინ ნაციონალებს, რომ გაუხაზირე ერთი ზედმეტი ადგილი პარლამენტში. დაავიწყე ხომ,სომხებს ყარაბახი! მთელი საქართველლო მიხუინს უქიცინებს კუდს და ახლა შენ და შენი ნაძირალა ძმაკაცებიც შეუერთდით მათ კუდის ქიცინს. დღევანდელი დღე, მარტო ორი კი არა, ერთდროულად შენი პირადი ათასობით გოლია საკუთარი სამშობლოს კარში.ყოჩაღ! ბრავო! ასე გააგრძელე კარლოევიჩ!
დ.დ.
15 ნოემბერი 2020 23:33
7
ეს მაფიოზა სასტავი რომ მოსაშორებელია გასაგებია მარა შენც რომ ვერ დგეხარ მთლად სწორ რელსებზე იასნია.
აპრუწუწუ
16 ნოემბერი 2020 01:41
0
აი თურმე რა არის ტუალეტში ჩარეცხვა
ლევანი
15 ნოემბერი 2020 23:33
0
დამაწყდა ნერვები აღარ შემიძლია, რაღა ვქნა აღარ ვიცი, საერთოდ არ ვუყურო და როგორ გინდა ნაკრები თამაშობს, ვუყურებ და დამენგრა ჯანმრთელობა, არ ვიცი კიდევ რამდენ თამაშს გაუძლებს ეს ოხერი გული... თან როგორ არ მინდა რამე ცუდი ვთქვა ფეხბურთელებზე, მაგრამ ისიც ვეღარ გავიგე ვისი ბრალია და ვისზე გავბრაზდე... ბოლოს და ბოლოს იმ დასკვნამდე მივდივარ რომ ისევ მე ვარ დამნაშავე, ისევ ჩემ თავზე უნდა გავბრაზდე და ისევ ჩემს თავს უნდა მოვთხოვო, რომ შევძლო და ნაკრების თამაშს ვუყურო ისე, როგორც მალტის, გიბრალტარის, ლიხტენშტეინის ან ფარერების გულშემატკივარი აკეთებს ამას და მხოლოდ იმით ვიყო ბედნიერი, რომ ჩემი პატარა ქვეყნის ჰიმნი გაჟღერდება ხოლმე თამაშის წინ...
გულმტკივარი
15 ნოემბერი 2020 23:32
0
ნათელში იყოს ჩვენი ნაკრები
ეეეეეხ
15 ნოემბერი 2020 23:32
2
კიდე კაირგი აზერბაიჯანელებს არ შევხვდით თორემ რაც სომხებს უქნეს ის მონაგონი იქნებოდა))))) უთავმოყვარეო ერო !!!
სირცხვილია
15 ნოემბერი 2020 23:32
0
ვაი ვაი ვაი ვაი ვაი ვაი ვაი უი უი ჩემი ძმა იყოოო ცხონებული მიშველეეეეეთ,,
ვაიიიიი
15 ნოემბერი 2020 23:31
0
ვაი ვაი ვაი ვაი ვაი ვაი ვაი უი უი ჩავა ჩემი ძმა იყოოო ცხონებული მიშველეეეეეთ,,
ვაიიიიი
15 ნოემბერი 2020 23:30
0
აი, თურმე რატო არ აკეთებდა ვაისი ცვლილებებს
zuka
15 ნოემბერი 2020 23:28
2
ფსკერი, სირცხვილი, უთავმოყვარეო კაცუნების ,,სბროდი". ზოგადად ოცნებას შეგაძულებენ კაცს.
მამუკა
15 ნოემბერი 2020 23:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული