კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
ჩაალაგეთ ჩემოდანი ფედერაციამ და ვაისთან ერთად სხვაგან სცადეთ ბედი. 
გილოცავთ, თქვენი "მოღვაწეობის" 5 წლის თავზე მივიღეთ უუნარო, უსახური და უპერსპეკტივო ნაკრები, მომავლის გარეშე. სტადიონების მშენებლობა თუ მიგაჩნიათ მარტო საქმედ, მაშინ გადაინაცვლეთ სამშენებლო სექტორში და ფეხბურთს თავი დაანებეთ. 
WTF
15 ნოემბერი 2020 23:14
1
იმ სტადიონების აშენებაშიც ფულს აკეთებენ, ხომ არ ფიქრობ რომ ეს ფეხბურთის ან ქვეყნის სიყვარულით მოსდით?..
zaza
16 ნოემბერი 2020 00:05
1
საქართველოს ნაკრები არის ჩმორების ჯოგი.
გიო
15 ნოემბერი 2020 23:14
0
აბა იბლატავეთ ეხლა ფედერაციის ვირთხებო.
kaxi
15 ნოემბერი 2020 23:14
0
აბა იბლატავეთ ეხლა ფედერაციის ვირთხებო.
kaxi
15 ნოემბერი 2020 23:13
0
კი არ დამარცხდა, არამედ დაუთმო. დაუთმო რადგან სომხებს უფრო აქვთ შანსი გასვლისა ამ ჯგუფიდან ვიდრე ჩვენ და ამ მათ შანს სტიმულიც სჭირდებოდა, ჩვენი დამარცხებისა. თან სომეხ ერს დღეს მართლა სჭირდება, თუგინდ სულ პატარა სიხარულიც. ეს იმას ჰგავს, როდესაც ცნობილი 9 აპრილის გამო, სომხებმა რე გვეთამაშეს ერევანში...
ავაზა
15 ნოემბერი 2020 23:13
20
მემგონი 22 წელს ზემოთ ვინც არის არავინ არ უნდა გამოიძახონ აწი ნაკრებში . მთელი ცხოვრებაა ფეხბურთი მიყვარს ფეხბურთით ვცოცხლობ და მემგონი ეს ნაკრები ფეხბურთს მაზიზღებს
ტოტტი
15 ნოემბერი 2020 23:13
0
ეს რა ქენით ბიჭო?

ამხელა შეურაცხყოფა მოგვაყენეთ მთელ საქართველოს.

ასეთ პრინციპულ მატჩს აგებთ, ამის მერე
ათიდან ათი რომ მოვუგოთ სომხებს,
ხომ იცით რომ, ამ მატჩს მუდმივად წამოგვაძახებენ და მაგათი პირიდან ვერ ამოვალთ ათ წლობით, რატომ აძლევთ სალაპარაკოს სომხებს.
ამ წაგებით 1997 წელს მოგებულ 7:0 გადაუსვით ხაზი.

წადი ერთი თქვენი უთავმოყვარეო ბრიყვები .....




ზაზა
15 ნოემბერი 2020 23:13
2
მმუუჯირრო შე იდიოტო უწიგნურო ქომაგებსაც რომ ყოფ,ვვერ გიტანთ თქვენი უწიგნური გაუნათლებელი ამკარტავანი .....
ზვიად
15 ნოემბერი 2020 23:12
0
როდის უნდა დამთავრდეს ეს სირცხვილი... არარატ არმენია, კლასვიკი თუ კლაკსვიკი, ახლა კი სომხეთი. დაიწყება ახალი ციკლი და გაიბრიქებიან ისევ აქაური გამოთაყვანებულები, აგდებულად დაუწყებენ ყურებას მაკედონიისნაირ გუნდებს, სომხეთზე ხომ ლაპარაკიც არაა. ერთი სფერო არაა სადაც დაგვრჩა სიამაყის საფუძველი. მე პირადად ჩაჩმორებული დავდივარ და შეურაცჰყოფილი. დაგვცინიან ხალხო, დაგვცინიან სომხები, აზერებიც. ალბათ ღირსი ვართ, არცერთი საზოგადოება არ იმსახურებს იმაზე მეტს რაც აქვს...
levani
15 ნოემბერი 2020 23:12
1
პარლამენტში ჩვენი ნაკრები სასწრაფოდ .
Geo
15 ნოემბერი 2020 23:12
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული