კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
ამ ყველაფრის მერე ხვალ ფედერაციასთან თუ არ შევიკრიბეთ და კობიაშვილს თავის საძმაკაცოსთან ერთად გადადგომა არ მოვთხოვეთ, ჩათვალეთ რომ ღირსები ვართ იმისა რასაც ვიღებთ!!!!
ბესო
15 ნოემბერი 2020 23:12
2
რავიცი, ამაზე ფსკერი რა უნდა არსებობდეს. არ დავიწყებ ტრადიციულ 'ფეხბურთი უნდა აიკრძალოს'-ბოდიალს - მაინც არ და ვერ აიკრძალება ფეხბურთი, მაგრამ მე რომ დღევანდელი ნაკრების ფეხბურთელი ვყოფილიყავი - ყაზაიშვილიან-კვეკვესკირიანა სანაკრებო კარიერას დავასრულებდი ბოდიშის ნიშნად, ხოლო ფედერაციის პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი - გადავდგებოდი, მაგრამ სადაა ეგრე.
rasa
15 ნოემბერი 2020 23:12
0
გოლის გამტანი არავინაა, დაცვა ნული, ნახევარდაცვა ტრიბუნაზე დარბოდა მოედნის ნაცვლად, ერთმა კაცმაც არ უნდა ითამაშოს ნაკრებში კი არა, საერთოდ ფეხბურთი..........
ვაისი ჯადოქარი კი არ არის, მკვდრებისგან გუნდი შექმნას
15 ნოემბერი 2020 23:12
0
გარდა იმისა რომ აზრზე არაა შეცვლების ვაისი,მაგარი უიღბლოც არის!
სიმართლე
15 ნოემბერი 2020 23:11
0
როგორც ვიცი ფეხბურთის ფედერაციის მუშაობის ხარისხს ნაკრების წარმატებებით ზომავენ და ჩვენი ნაკრების ასეთი გაბითურების შემდეგ კობიაშვილმა და მისმა ბიუჯეტის ყლაპია კლასტერმა ,ნუთუ არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე და არ უნდა გადადგნენ? თუ სანამ ოცნების ხელისუფლება იქნება,მანამ უნდა თქვლიფონ ხალხის ბიუჯეტი?
mamulo
15 ნოემბერი 2020 23:11
0
საშინელება, კატასტროფა, აბურჯანია საერთოდ ძააან შორსა, დავითაშვილზე მცდარი წარმოდგენა მქონია, გვილია 0! კანკავა საერთოდ არ იყო სათამაშებელი, ჯიღაური აღარააა საჭირო. ყაზაიშვილი, პაპუნაშვილი, კაჭარავა, ერთი ქვაბია, გრიგალავა არა ნაკრების დონის, მაკარაძე არასტაბილურია, / ნავალოვსკი იბრძოლა და ნორმალურად გამოიყურებიდა , მაგრამ დაცვა ჩავარდა და მაგის ბრალიცა, ლობჟანიძე კარგად უტევდა, მეორე ლობჯანიძესაც არაუშავდა ასე თუ ისე, ნუ მოკლედ ვაისი გასაშვებია და მიდის კიდეც! ღრუბლებიდან დავეშვით, უფროსწორად დავენარცხეთ მიწაზე , თან ისე რო კაი ხანი ვერ აგვფხიკავს ვერავინ!!! ეს მუჯირი კობიაშვილი , უნდა დაიხურონ ქუდი და უნდა წავიდნენ, კობიაშვილი ხო იძახდა პასუხისმგებლობას მე ვიღებ ჩემ თავზეო , ცხადაზეს რო უშვებდა და რო არიადარია ყველაფერი თავის ჭკუაზე! ხოდა პასუხისმგებლობა ის იქნება დაწეროს განცხადებაა და დააახვიოს თავის ძმაბიჭებთან ერთად მაქედან! ფედერაცია რო გახადეს საბირჟაო ადგილად! ჩემპიონატი ნოლი! ნაკრები ნოლი! ეს დაფინანსება სად მიდის ეს ფული , კაცმა არ იცის, რა ხელფასზე მუშაობენ ეს ხალხი გაგვაგებინეთ ერთი, რაში ვუხდით ფულს? ან რამდენი იხარჯებაა ფედერაციის თანამშრომლებზე, მოკლედ ყველაფერი , აბსოლიტურად ყველაფერი განადგურებულუა ქართულ ფეხბურთში!!!!
Vasili
15 ნოემბერი 2020 23:11
0
შეიძლება ვაისი არ არის მაღალი დონის მწვრთნელი, მაგრამ სანამ ჩვენ პრობლემას მხოლოდ მწვრთნელში დავინახავთ, მანამ არაფერი გვეშველება.
სანამ ბავშვთა საფეხბურთო სკოლებში ფეხბურთელების აღზრდას არ მივხედავთ, არ იქნებიან კვალიფიციური მწვრთნელები, რომლებიც ბავშვებს ბურთის გაჩერებას, დრიბლინგს, პასს, კარში დარტყმას და სხვა ნიუანსებს ასწავლიან, აზრი არ აქვს ნაკრების მწვრთნელების ცვლას. ბოლო-ბოლო ტოპ მიულერი და ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდნენ ნაკრებს და ვერაფერი ქნეს.
პ.ს.
და კიდევ, ამ ფეხბურთის ფედერაციაში ვინმემ მაინც აკეთეთ თქვენი საქმე ნორმალურად. უკვე მერამდენე თამაშია ფეხბურთელები სრიალებენ მოედანზე და ეს ვერ მოგიგვარებიათ. საერთოდ პატრონი ყავს ფეხბურთს საქართველოში???
პატრიოტი
15 ნოემბერი 2020 23:11
1
კობიაშვილი წადი და გაიყოლე შენი ძმებიი..ფუუ შენი
reso
15 ნოემბერი 2020 23:10
0
ესაა ჩვენი მაქსიმუმი. უჯიგრო და უჟილკო ვითომ ფეხბურთელები ვითომ ფედერაცია და ვითომ მწვრთნელი. ნამუსი თუ აქ ფედერაციის უმაღლეს მენეჯმენტს. დღესვე უნდა გადადგნენ. არც ერთ შემთხვევაში ახალი მწვრთნელი არ უნდა იყოს არც ჭიაბრიშვილი და არც ცეცაძე. თავზე გადაგვიარეს მაკედონია არ გვეყოფოდა და ეხლა სომხეთიც დაემატა. წადით ნაკრებიდან თქვე უნამუსებო და გზა მიეცით იმათ ვისაც ჟილკა მაინც აქვს და ქვეყანა უყვარს. გვილია კანკავა ვაკო პაპუნა აბურჯანია ჯიღაური აღარ უნდა გააკარო ნაკრებს. ასევე კაშია
თორნიკე
15 ნოემბერი 2020 23:10
0
ჩვენი საფეხბურთო ნაკრები პირდაპირ ასახავს ჩვენს მდგომარეობას, საერთოდ ყველა სფეროში. პოზიტივს და იმედს ვერსან ვერ ვხედავ სამწუხაროდ, მომავალში უარესი იქნება.
კვარა
15 ნოემბერი 2020 23:10
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული