კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
სასწრაფოდ გადადგეს ფედერაციის ხელმძღვანელობა და ფინანსური აუდიტი მოხდეს ფედერაციის საქმიანობის. ლევან კობიაშვილს და მის მოშავო გაგების ფედერაციის გაუნათლებელ გუნდს უკვე მორალური უფლებაც არაა აქვს დარჩნენ.

ახლაც ცემეთ გულშემატკივრები, მერე გამოდით და ირიბად ისაუბრეთ პოლიტიკურ კუთვნილებაზე.
პრაგმატისტი
15 ნოემბერი 2020 23:10
0
მომავლის იმედით, ყველაფერი კარგად იქნება არაუშავს, მაგრამ ერთი კია რომ 29 წელია მომავლის იმედით ვარ და მოვესწრები ნეტავ?
Zurs
15 ნოემბერი 2020 23:10
1
ყველაფერში მართალია ვაისი, რა შეცვლების გაკეთებას ითხოვთ, ნამუსი არაა.
hhh
15 ნოემბერი 2020 23:09
3
სრული იგნორის ღირსები ხართ! საერთოდ არანაირი კომენტარის ღირსებიც აღარ ხართ. ისევე უკომენტაროდ უნდა დარჩეს ყველა ნიუსი ქართული ფეხბურთის შესახებ როგორც ტაილანდის ეროვნული ჩემპიონატის მეორე დივიზიონის მატჩებისა. სულ კარგად ბრძანდებოდეთ მე წავედი. ჩემი დროის არცერთ წუთადაც აღარ ღირს ქართული ფეხბურთი.კიდე აქეთ გვადანაშაულებთ მაინც და კარგად იყავით ძმებო. აგორეთ ბურთი ჭამეთ ფული და იყავით. ისევე მაინტერესებს თქვენი ამბები დღეიდან როგორც სიერა ლეონეს ფეხბურთი. კარგად
იბერია
15 ნოემბერი 2020 23:09
0
ფეხბურთი შემაზიზღეს დამეგლიჯა ნერვები.
დამაწყდა ნერვები
15 ნოემბერი 2020 23:09
0
ლომების ნაკრები
shoxi
15 ნოემბერი 2020 23:09
1
ვაისის ჩამომყვანი უნდა ათრიო ქუჩაში ქეჩოთი
ოთო
15 ნოემბერი 2020 23:08
2
კატასტროფაა კალაძე და კობიაშვილი
???
15 ნოემბერი 2020 23:08
0
ერთი ფეხბურთელი მაინც რომ იყოს ნაკრებში თამაშის ღირსი ხმას არ ამოვიღებდი. ეს ნახირი ან ხელფასს რაში იღებს ან იმათ ტვინში ჩამახედა ვინც რაიმე გუნდში ათამაშებს ამ ხროვას................
მოსიარულე მკვდარ-ლეშების საცოდაობა............
15 ნოემბერი 2020 23:08
0
ეხლაც ნიკა მელია და კახა ალადაშვილიაა დამნაშავეებიი?
lechxumeli
15 ნოემბერი 2020 23:08
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული