კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
მე მათგანი ვარ ვინც შეგნებულად შეწყვიტა ვაისის კრიტიკა. ვთვლიდით აქ ბევრნი რომ არ იყო ამის დრო. ნაკრებს გვერდში დგომა უნდოდა და არა ვაისის კრიტიკა. არაფრიდან შეგვრჩა ისევ არაფერი და დაკარგული დიდი დრო. ამაზე პასუხისგებლობა ფედერაციამ უნდა აიღოს და გადადგეს კობიაშვილი. წავიდეს პარლამენტში და თავი დაანებოს ფევბურთის მართვას. მან სრული ნეპოტიზმი დაამყარა ფეხბყრთის ფედერაციაში და საქმე ნული. საკლუბო ფეხბურთი ნული, ნაკრების შედეგები ნული. ცალკეული ფეხბურთელების გამონათება რომ არა ესეც არ იქნებოდა. ამაზე ფსკერი სადღაა ვიკითხავთ და გეტყვით. იქ სადაც დინამომ დაწია ქართული საკლუბო ფეხბურთის დონე, ეს ალბათ ნაკრების ხვედრიც გახდება სანამ ფეხბურთში ნეპოტიზმი მძვინვარებს და მხოლოდ ჩვენ ფულის განიავებაში არიან.
G.LA
15 ნოემბერი 2020 23:08
0
ბიჭებო მაგარი იდეა მაქვს და ჟურნალისტებმაც იქნებ ამიბათ მხარი.. ჩვენს უნამუსო უსისრცხვილო გუნდს დავარქვათ და ამის მერე მოვიხსენიოთ... საქართველოს საქათმეთა ნაკრები!!!
ყველას ეხება
15 ნოემბერი 2020 23:07
0
მიქელთაძე (არ გაქვს კლასი ) ნავალოვსკი (დაბერდი დაცვაში ვერ ასწრებ ჩამოსვლას) მაკარიძე ( სულ მეშინია შენსკენ ბურთი რომ მოდის არ ხარ ნაკრების დონე ) გრიგალავა ( წონა ) ყაზაიშვილი ( პენსიონერ ლიგის ეგოისტი ფეხბურთელი ხარ სისწრაფე დაკარგული ) ლობჟანიძე ელგუჯა ( არ უნდა ითამაშო ნაკრებში! არ გაქვს კლასი ) კაჭარავა ( თეორიულად თუ იცი მაინც თავმდამსხმელი რას აკეთებს ? ) ჯიღაური ( საერთოდ რაა შენი პოზიცია ? სადმე კარგად თამაში შეგიძლია ? ) - გეხვეწებით ბიჭებო - რომელიმე ვაისის ნაირმა დასირებულმა თუ გამოგიძახათ ქართველობას გაფიცებთ უარი უთხარით!!!
კრაზანა
15 ნოემბერი 2020 23:07
1
სანამ გულს არ გაგვიხეთქავენ, მანამდე არ დაშლით ამ ნაკრებს?
სულ მცირე კომპენსაცია მაინც გვეკუთვნის გულშემატკივრებს. ამათი ყურება ჩვენი გმირობაა!
დავით 67
15 ნოემბერი 2020 23:06
0
შეცდომებს უშვებდა ვაისი მუდამ, თუმცა, დღესაც რომ ვუყურებ ფეხბურთელების მოქმედებებს, აი რა გინდა რომ ქნა ასეთი ფეხბურთელებით... მართლა...
ზუზუ
15 ნოემბერი 2020 23:06
1
ფარჩაკების დოღი)) უბრალოთ მაგრათ მცხვენია.
ლაშა
15 ნოემბერი 2020 23:05
0
ამათი უთავმოყვრო ...
კოტე
15 ნოემბერი 2020 23:05
0
თავმოყვარეობა და პატრიოტიზმი ნოლი, ამბიცია იცოცხლე... პარლამენტარებად და მინისტრებად მოგვევლინებიან ცოტა ხანში, როგორც მათი წინა უვარგისი თაობა... ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ჟურნალისტები ხელს აფარებთ ამ მოძველბიჭო ელემენტებს. იკითხეთ ერთი ნაკრების რამდენი ფეხბურთელია ნასამართლევი ან ნარკოტიკის მოხმარებაზე გამოვლენილი. ყველაფრის მკადრებლები არიან
ჯარჯი
15 ნოემბერი 2020 23:05
0
ვაის წადი!
ის 79 დისლაიქის ავტორი დამენახეთ! მტრებო!
რაგბის ფანი
15 ნოემბერი 2020 23:05
1
ღმერთო დენი წავიდოდეს...გადავრთე მაგრამ მაინც გადმოვრთე და ოპ...ვაგებთ. ჩავრჩით და ეგ არი..
ზესტაფდონი
15 ნოემბერი 2020 23:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული