კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
ვაისი .......
ჯვაროსნები
15 ნოემბერი 2020 23:03
1
რა ბე ლიგაში გადასვლა, ვაფშე ცე-შიც რა გვინდა? თქვენც იმას უყურეთ რასაც მე? უბანში ბიჭები არ ვართ ესეთი დაბალი კლასის, ეს რა იყო ღმერთო! ნავალოვსკიმ 100-დან 100 პასი გააფუჭა ესეთი არაფერი მინახავს მართლა. ან ჯიღაურს ნაკრებში კი არა ფეხბურთში რა უნდა საერთოდ? გვილია უკვე კი არ რეგრესირებს, ელემენტარულად ვეღარც აზროვნებს! კატასტროფა მოკლედ. გია გრიგალავა კიდე თამადაა სუფთა
Superman
15 ნოემბერი 2020 23:03
0
სამარცხვინოები,ეგღა გვაკლდა კიდევ სომხებთან სამარცხვინო მარცხი,თითქოს სარშანდელი არარატთან არ კმაროდა. არ ვიცი რა ვთქვა მე საშველსაც ვერ ვხედავ.ამათ არაფერი ეშველება. უკვე ჩვენზე სუსტებიც გვჯობნიან. დეგრადაცია სახეზეა,
გია
15 ნოემბერი 2020 23:03
0
აი რატომ არ უნდა იყოს ფედერაციის პრეზიდენტი დეპუტატი და პოლიტიკური ფიგურა. ეს კორექტულად ვწერ თორე ისე გულში უფრო მკაცრი სეფასება მაქვს. როგორც ოქრიასვილმა თქვა ჩავი..ით. მაგრამ უფრო სწორი რომ ვიკო ჩაიჯ..ს. ნუ რა ვთქვა არ ვიცი.
joko
15 ნოემბერი 2020 23:03
0
უბრალოდ სირცხვილსაც თავისი ზღვარი აქ.....
d.b.v
15 ნოემბერი 2020 23:02
0
ვაისი დასცინის ქართველ ერს. ეს კაჩი მგონი ერთობა და ამ გართობაში ვუხდით ფულს
იაგო
15 ნოემბერი 2020 23:01
2
ბ დივიზიონის ლუზრებეი და ჩმორები ხართ თქვენ!
giorgi
15 ნოემბერი 2020 23:01
0
თუ ძმა ხართ მითხარით, ფეხბურთელები ხართ, ჰოკიჯოხელები, ბალერინები, მოდელები თუ ,,,,, ნამუსი ნული, ჯიგარი მინუს 8, იმნაირები 179%........
???????????????
15 ნოემბერი 2020 23:01
0
გაბრექილი ჭიაბრიშვილი ჯერ კიდევ ერევან არარატისგან სუნით დადის და ეხლს ნაკრებს აკლდა ეს,,
lado
15 ნოემბერი 2020 23:01
0
Adamiani bayerns da dortmunds utans regularulad))) Da saqartvelos nakrebs ro gautanda eg isedac ashkara iyo)))
John Wick
15 ნოემბერი 2020 23:01
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული