კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
კატასტროფა არა ეს რეალობაა არ იყვნენ კვარაცხელია და ჩაკვეტაძე და მომენტსაც ვერ ქმნიდნენ სამწუხაროდ ამათ მეტი არ შეუძლიათ და აქ ვიღაცამ კომენტარებში გვარამიაზე დაწერა კარგით ეს ადამიანი აქ მაინც რა შუაშია
Tk
16 ნოემბერი 2020 12:06
2
ბიჭები ცდილობდნენ, მაგრან არ იცოდნენ რა უნდა ექნათ. რა, უკეთესი ფეხბურთელები ყავდათ სომხებს? არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ ყველამ იცოდა როდის რა უნდა ექნა, ყველამ იცოდა თავისი ადგილი. მწვრთნელმა მოამზადა კარგად. ფსიქოლოგიურადაც მოამზადა უკეთ და ფიზიკურადაც. ტაქტიკაშიც აჯობა ვაისს და სტრატეგიაშიც. რამდენჯერ მიაწოდეს ბურთი მეკარეს და ჩვენ რამდენჯერ მივაწოდეთ. 700-მდე პასი გავაკეთეთ, სომხებმა სულ რაღაც 265. და რა ხეირი რო? რა ხეირი რომ ბურთის ფლობა 68-32 % გვქონდა? რამდენჯერ დავარტყით კარის ჩარჩოში? თამაში მწვრთნელმა მოიგო, იმიტომ რომ ესპანელი გაცილებით ჭკვიანია რუს ვალოდიაზე. ვოვამ კარგად შეასრულა რაც დაავალეს მთელი ამ წლების განმავლობაში, ისევე როგორც მთავრობამ. მორიგი ტრიუკი ჩაგვიტარა კრემლმა, თანაც ჩვენივე ხელით და ჩვენივე ფულით. ის ქვეყანა, სადაც ხმა 20-30 ლარად იყიდება, მეტის ღირსი არც არის.
ონისე
16 ნოემბერი 2020 00:30
14
ჩვენი ნაკრების საქმე ესეთია. ცალკე აღებული ჩვენი ფეხბურთელების სატამაშო უნარები უკეთესია ვიდრე მათი თამაში ნაკრებში. სხვა სიტყვებით, ფსიქოლოგის სამუშაოა აქ აუცილებელი არა მარტო ფეხბურთის 'ტრენერის'.
გიორგი
16 ნოემბერი 2020 00:17
5
გვილია, ნავალოვსკი, ჯიღაური, კანკავა-ეს პირველი გოლის დამნასავეები. ლობჟანიზე და აბუ , გეთამაშებიათ
leo
15 ნოემბერი 2020 23:36
0
რატო არ აქვეყნებ წინა კომენტარს? რა არ მიგწონს სიმართლე?
თორნიკე
15 ნოემბერი 2020 23:16
1
ეხლაც ნიკა მელია და კახა ალადაშვილიაა დამნაშავეებიი?
lechxumeli
15 ნოემბერი 2020 23:08
1
გინებაზე ხსნილია...
სააკაძე
15 ნოემბერი 2020 22:59
0
ჯერ იყო და ვუის გავეყარეთ და ვაისს შევეყარეთ.აწი როგორ იქნება ჩვენი საქმე?!ორჯერ დაგვიხეთქეს გულები,სამაგიეროდ,ესტონეთთან აღარ ვინერვიულებთ (დაგვინდეს აშკარად).დაცვა არ გვივარგა,არც თავდასხმა,ზონებს ვერ ვკეტავთ,პოზიციებს ვკარგავთ,მინდორზე ყველაზე მეტს ვსრიალ-ვგორავთ,ძალისმიერ თამაშში გვჩაგრავენ,მეტოქის მეკარის შეწუხებას ვერიდებით და საკუთარს ვუგორებთ მოწინააღმდეგის ნახევრიდან წამოღებულს,ისიც - უმეტესად მოწინააღმდეგეს ჩუქნის,მეტოქეს საუკეთესო პასებს მოთამაშეებიც ხშირად აძლევენ და ასე შემდეგ.მოკლედ,კიდევ კარგად გადავრჩენილვართ.რა არის ეს?ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში ჩვენს გარდა.ნუთუ საქართველოში და ქართველებში (მანდამაინც ეროვნებით ქართველს არ ვგულისხმობ,ყველა მიყვარს და პატივს ვცემ,ვისაც საქართველო და ქართველები ნამდვილ ქართველებივით რომ უყვარს),დავანებოთ ოცდაორსა და თუნდაც თერთმეტს,ექვსი კარგი ფეხბურთელის ნახვა და მოყვანა არ შეიძლება ამ ეტაპზე?კარგ თამაშთან ერთად მეტოქის შიში და რიდი რომ არ ექნება?მხოლოდ თავის კლუბში რომ არ გამოსხამს ფრთებს?კარში დასარტყმელის დროს დაარტყას,თანაც სწორად,პასის დროს პასი გააკეთოს და ისიც ნორმალური?
თამაზ
16 ნოემბერი 2020 01:42
2
ფეხბურთელებს ნუ ლანძღავთ, შეგრცხვეთ ხალხო. ნაკრების ფეხბურთელები არიან დღეს განტევების ვაცები, გადატეხეს მათზე ჯოხი. ის მაინც გაიხსენეთ რას თამაშობდა ქეცბაიას ხელში ნაკრები, როგორც კი შეცვალეს მწვრთნელი, ნაკრები უკეთ ათამაშდა, თუმცა იგივე ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ეს რაც გააკეთა დღეს ვაისმა, კიდევ ერთი მოწმობაა იმისა, რომ შეთქმულებაა და მეტი არაფერი. გადაუარა ნაკრებს და მიდის. კიდე კარგად ითამაშეს ბიჭებმა, საერთოდ გარეწარი ყოფილა ვაისი
არქიფო სეთური
16 ნოემბერი 2020 01:14
34
Ezos pexburti bevrad Kai sayurebelia vidre amati goraoba mindorze ..wadit ra saxlshi wadit xo xedav ro pexburti ara tqveni saqme
Ggg
16 ნოემბერი 2020 02:09
0
ვაისი ნელ-ნელა კარგ გუნდს აყალიბებს და მალე შედეგი გვექნება.
...
16 ნოემბერი 2020 00:37
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული