კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
აუ რა ძაან შორს ვართ რა ფეხბურთისგან..... ამდენ მილიონებს ფედერაცია რაში იღებს.... აი ეგაა ნაცნობმეგობრობით და ქართულ ჯიგრულ პონტში რო მოხვდები ნაკრებში....
duta
16 ნოემბერი 2020 09:07
3
ძროხამ იწველა, იწველა მერე ფეხი კრა და დააქცია! ასე იყო ჩვენი ნაკრების საქმე!
მწრთვნელი
15 ნოემბერი 2020 23:55
2
ესაა დღევანდელი საქართველო დამარცხებული, შეურაცხყოფილი, თავლაფდასხმული მეტის ღირსიც ვართ,ოცდაათი წელია გაყალბების გარეშე არჩევნები ვერ ჩაგვიტარებია, უწიგნურების და წერა-კითხვის უცოდინარებისაა დღეს ქართული ფეხბურთი და მთლიანად საქართველო...რას დაგვამსგავსეს მეგობრებო! ჯალათი ძალოვნები, ხმებისმამაშა მასწავლებლები, შპანა ფედელაციაში, სულგაყიდული პოლიტიკოსები და რაც მთავარია ხუთ კილო კარტოფილზე გაყიდული ერი, ჩვენ არ ვართ გამარჯვებების ღირსი ჩვენ კობახიძის ღირსი ვართ.
ტეტე
16 ნოემბერი 2020 00:48
8
დიდი წარმოდგენა გქონია, უმრავლესობა კობახიძის ღირსიც არაა,უარესს იმსახურებს
გია
16 ნოემბერი 2020 06:29
1
გამოვიდა ქართული ნახირი , მოძოვეს ბალახი, ჩაიჯვეს და აყროლებულები გავიდნენ
მწარე სიმართლე
15 ნოემბერი 2020 23:59
2
ყველაზე ზედგამოჭრილი და მაგარი კომენტარი!
დავით 67
16 ნოემბერი 2020 00:37
1
ამ დალოცვილმა სომხებმა აზერბაიჯანს მისცეს მთელი ყარაბაღი და მოეცათ ჩვენთვის ერთი თამაში რა მოხდებოდა რო ატირებენ ჩვენ ბიჭებს. ვერ ხედავენ როგორი დაბეჩავებული და დაჩმორებულები არიან? უფრო სწორად ჩაჯ...ები. ტფუი.....
ზურა
15 ნოემბერი 2020 23:46
11
ნათელში იყოს ჩვენი ნაკრები
ეეეეეხ
15 ნოემბერი 2020 23:32
2
ნამეტანი გულკეთილი ნაკრები გვყავს, ნაწყენს არ შვებს სტუმარს ქვეყნიდან
CESKO
16 ნოემბერი 2020 00:18
2
ს ფ ფ - ს კრეტინო მესვეურებო! ხომ ჩააფურთხეთ სულში მთელ საქართველოს, ჩვენი პატივისცემა არ მოგაკლდებათ აწი.....................................
დ.დ.
15 ნოემბერი 2020 23:41
3
ნამუსი არა გაქვთ? ფედერაცია მთელი შემადგენლობით უნდა გადადგეს.
Status quo
15 ნოემბერი 2020 23:20
0
მათხოვრები ფულს ვშოულბთ და შენ ძმაო ტანში ხომ არ გძმარავს?
goga
15 ნოემბერი 2020 23:43
0
თუ ატყობთ, რომ გვეკაიფებიან. ნებისმიერ გუნდში არსებობს ძირითადი ბირთვი, როცა რამე კორექტივი შეგაქვს არ ცვლიან მთელ შემადგენლობას ანუ 9 კაცს, შეგიძლია გააძლიერო კონკრეტული რგოლი. ე.ი კაცი თამაშის მსვლელობისას ცოცხალი თავით ცვლილებას არ აკეთებს, როცა ასეთი პრინციპული მატჩი იყო გადასარჩენი და მეორე პრინციპულ მატჩში სულაც დაშალა ნაკრები და სახე აახია. შეუთამაშებლები ვინ სად გარბოდა ვერ გაარკვევდი, სულაც მაგარი იგროკები, რომ ყოფილიყვნენ ვერაფერს გააწყობდნენ ნებისმიერ მეტოქესთან. გასაკვირია დიდი ანგარიშით, რომ არ წავაგეთ. ამ 5 წლის განმავლობაში უმეტესად ერთი და იგივე ფეხბურთელებს ენდობოდა და იმათ არ ათამაშებდა კომბინაციურ ფეხბურთს და ჩამოშლილ ნაკრებს რა კომბინაცია უნდა გაეთამაშებინა. ერთი სიტყვით გაათახსირა ფეხბურთელები და ნაკრები და წავიდა. ახია ჩვენზე, მართლა ტრაგიკომედიაა.
არქიფო სეთური
16 ნოემბერი 2020 01:00
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული