ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.
როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.
საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.
ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.
მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.
თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)
საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)
სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)
მაგრამ, რაცარუნდა იყოს, ესე ერთმანეთის ლანძღვა და გინება არაა სწორი. ესე შორს ვერ წავალთ.
ერთი მოგება და ვაღმერთებ ნაკრებს, ჩავარდნა გვაქვს და მიწასთან ვასწორებთ. ან რა საშინელი კომენტარებია, რაუბედურებაა..
ჩვენზე უარესებიც დამართნიათ ტოპ გუნდებს, ისეთები რომ ისტორიას არ ახსოვს. დამშვიდდით, დაწყნარდით..
5 თამაშიდან არცერთი არმოუგიათ და არიყო დრო რომ მოეგოთ? ყველა კონტრშეტევაზე დაგვიჭირეს და გაგვიტანეს კიდეც. კიდევ კაი, მეტი რომ არ გავუშვით და მთლად სამარცხვინო ანგარიში არ დაფიქსირდა.
და კიდევ.. რაზეც არცთუ ისე ბევრი ამახვილებს ყურადღებას:
B დივიზიონში რომ გადავსულიყავით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს შემდეგ(სადაც შანსები ნულია, თამამად ვთქვათ)
მომდევნო წელს უკვე ევროპის საკვალიფიკაციოზე, იცით რა გუნდები შეგვხვდება? ვინ მოგვცემს მანდ პირველ ადგილს, მითუმეთეს ისე ფინალის გასვლის შანს.
ასერომ, ცოტა რეალისტები ვიყოთ, ზუსტად იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ - C დივიზიონი, თანაბარი გუნდები და ევროპაზე გასვლის მომავლის შანსი უკვე ახალ მწვრთნელთან.
ამხელა შეურაცხყოფა მოგვაყენეთ მთელ საქართველოს.
ასეთ პრინციპულ მატჩს აგებთ, ამის მერე
ათიდან ათი რომ მოვუგოთ სომხებს,
ხომ იცით რომ, ამ მატჩს მუდმივად წამოგვაძახებენ და მაგათი პირიდან ვერ ამოვალთ ათ წლობით, რატომ აძლევთ სალაპარაკოს სომხებს.
ამ წაგებით 1997 წელს მოგებულ 7:0 გადაუსვით ხაზი.
წადი ერთი თქვენი უთავმოყვარეო ბრიყვები .....