ვაისი: მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი

AutoSharing Option
სომხეთთან ერთა ლიგაზე წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა:

"კონტრაქტი დამთავრდა და გაგრძელება საჭირო აღარაა, ახალი მწვრთნელი უნდა მოვიდეს, ახალი სული მოიტანოს.

3 დღის წინ შეგვეძლო გმირები გავმხდარიყავით... დღეს შანსები შევქმენით და გოლი ვერ გავიტანეთ... შეტევაში კლასი გვაკლია...

ახალი არაფერია... მაკედონიისთვის გასვლაზე 3:1 უნდა მოგვეგო, საბოლოოდ 1:1 დამთავრდა.

დღეს 60 მეტრი ირბინა სომეხმა შემტევმა და არავინ შეხვდა. ასეთი შეცდომა ამ დონეზე არ შეიძლება.

5 წელი გავატარე აქ. ეს ორი თვე არ ყოფილა. მე გული ჩავდე ქართულ ფეხბურთში...
3 დღის წინ რაღაც საოცარს ველოდით, ევროპი ჩემპიონატს. ახლა ეს ტრაგედიაა, ჩემი ტრაგედიაა, ქართველების ტრაგედიაა...

ბიჭებს ვუთხარი, მე მივდივარ, თქვენ რჩებით, ეს ორი მატჩი უნდა მოვიგოთ, ჯგუფი უნდა მოვიგოთ-მეთქი... თუ გინდათ გაიზარდოთ, მაღალ დონეზე ასვლა... მაგრამ საკმარისი არ არის...

დაუჯერებელია, როცა ხედავ, რომ ნავალოვსკი აწეულია, ნახევარმცველმა მისი სივრცე არ უნდა დატოვო...

ადამიანს ორი შანსი შეექმნა და გოლი გაიტანა... ჩვენ იმდენი შესაძლებლობა გვქონდა და რა?!

თამაშის წინ ვუთხარი ბიჭებს, 100% ჩავდოთ და ვნახოთ, რა გამოვა... თითოეულ ფეხბურთელს ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი მასზე, როგორც მოთამაშეზე და როგორც ადამიანზე, რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარე.

მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი. ყველა მათგანი ნაკრების მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობს-მეთქი, ვერ ვიტყვი. მე, არაქართველმა ამ გუნდში ყველაფერი ჩავდე. ბევრს ვენდე და ყველამ ეს ნდობა ვერ გაამართლა. ვფიქრობ, ახლა გუნდში მყოფ რამდენიმე მოთამაშეს საქართველოს ნაკრებში ვეღარ იხილავთ.

ზოგ მოთამაშეს მეტი ნიჭი აქვს, ზოგს - ნაკლები, თუმცა იმ ნიჭიერზე ორჯერ მეტს მუშაობს.

საშინელი დღეები იყო. კიდევ ძნელი 2 დღე მელის, გუნდი ჩემს ბოლო შეხვედრაში უნდა გავიყვანო...

ჩემი ტრაგიკომედიაა, სომხეთს ოთხჯერ შევხვდი და სამჯერ წავაგე. ახლა ეს საქართველოს ტრაგედიაა... ტრაგედიაა კუთხურები, ტრაგედიაა ჯარიმები...

ძალიან ვწუხვარ თქვენ წინაშე, ქართველი ხალხის წინაშე, ბიჭების წინაშე. ყველა ტიროდა გასახდელში...

ნავალოვსკი ძალიან მიყვარს, კარგი ბიჭია, იმდენჯერ ვუთხარი, პირველ რიგში მცველი ხარ, მაგრამ ის ძალიან მოტივირებულია, უნდა ირბინოს, წინ წავიდეს, შეუტიოს, მაგრამ მარტო ნავალას შეცდომა არ ყოფილა ეს...

5 წელი უკვე წარსულია... ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი წავაგეთ ზედიზედ... იმედია, ჩემს ბოლო შეხვედრას მოვიგებთ.

მე წავალ, დაგლოცავთ, ახალ სამსახურს მოვძენი, თქვენ პროგრესი უნდა განაგრძოთ. ნიჭიერი მოთამაშეები გყავთ, საქართველოში არის ნიჭი...

5 წელი უმნიშვნელო არ ყოფილა... შემიყვარდა ეს ქვეყანა, ეს ხალხი, ის ადამიანები, ვინც მენდო. მინდოდა მოგება, მაგრამ...

საქართველო პატარა ქვეყანაა, ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს... ვენდე რამდენიმეს, მაგრამ მათ ეს ნდობა ვერ გაამართლეს. რას ვიზამთ, ახლა მე უმუშევარი ვარ... მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არ უნდოდათ.

ფეხბურთს მხოლოდ მინდორზე არ თამაშობ... ეს ნიშნავს, როგორ ცხოვრობ, როგორ ვარჯიშობ...

ძალიან ცუდი ქართულ ფეხბურთში ის არის, რომ ზოგიერთი მოთამაშე პოზიტიურ კრიტიკას ვერ იღებს... ჯაბა კანკავას გოლის გატანას ვერ დავავალებ, შემტევებმა უნდა გაიტანონ, საგოლე პასი გააკეთონ...

ვაკო და ოქრი ძალიან მიყვარს, მათ კლასი აქვთ, ნიჭი აქვთ, მაგრამ შეცდომებთან ერთად...

ჯაბა 34 წლისაა, მაგრამ 3-4 წელს კიდევ მაღალ დონეზე ითამაშებს. აქაა კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, უნიჭიერესი ბიჭები.

ხოჭოლავამ ბრწყინვალედ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ დღეს გეგონებოდა, ამხანაგურ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას. ხოჭო-მეთქი მეტი ემოცია, მეტი, მეტი...

ოქრი ბურთით საოცარი ფეხბურთელია. ვუთხარი, სადაც უნდა იყოს უფრო აქტიური, კართან, კართან და არა ფლანგზე.

დღეს კიდევ ერთი შანსი გავუშვით ხელიდან, გაგვეკეთებინა დიდი ნაბიჯი ქართულ ფეხბურთში... მაგრამ მოვა, უკეთესი დროება დაგიდგებათ...

არ ვიცი, იქნებ ზივზივაძისთვის უფრო მეტი ნდობა უნდა გამომეცხადებინა, ან სხირტლაძისათვის, არ ვიცი...".

მკითხველის კომენტარები / 124 /
რაც შეხეება - ნაკრების თამაშს-ა შ კ ა რ ა იყო-ე რ ო ვ ნ უ ლ ი აღტკინება შემართება -თავდადება ა რ ჩანდა, უბრალოდ ფეხბურთელები არც დარბოდნენ... - დაძუნძულებდნენ შ ე შ ი ნ ე ბ უ ლ ი - დაფრთხალი კურდღლებივით, ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან დაცლილები- მ ხ ს ნ ი ლ ე ბ ი...რაც ხელისუფლება და სახელმწიფო, ის სპორტში ვითარება- ,,განვითარება,,(!)- ა რ არსებობს ა ღ ტ კ ი ნ ე ბ ა - შემართების გარეშე სპორტი და სპორტის განვითარება! (დღევანდელ თამაშსი -იბრძოდა მხოლოდ ლიბჟანიძე, კანკავა, ხოჭოლავა!) , მაგრამ ასე-რ ო დ ე მ დ ე, ასე უ ღ ი რ ს ა დ ?!
გლახუნა
16 ნოემბერი 2020 17:19
4
რა-არ ვერ გავიგეთ ქართველობამ ( სიბრიყვე მართლა გენეტიკური პრობლემა ხომ არა გვაქვს და ამიტომ ხომ ა რ ვტრიალებთ ერთი და იგივე წრეზე - უპერსპექტივოდ ?!) -ამ შემთხვევაში - ფედერაცია (და არა მარტო ფეხბურთის)- ფედერაცია რომ შეიცვალოს- უნდა შ ე ვ ც ვ ა ლ ო თ - ხელისუფლება, არსებული კრემლის სპეც-სტრუქტურების მიერ დასმული -ხელისუფლება - რეალურად გუბერნატურა,რომლის ფ უ ნ ქ ც ი ა თავიდანვე იყო და არის და რომელმაც 2012 წლიდან ეტაპობრივად და მიზანმიმართულად დააუსუსურა: სახელმწიფო ინსტიტუტები, სახელმწიფო სტრუქტურუბი, გაძარცვეს სახელმწიფო ბიუჯეტი, მით მიზანმიმართულად ააღორძინეს კორუფცია, კრიმინალი, ნეპოტიზმი...მით ჩამოშალეს ეკონომიკა, უკიდურესდად გააღატაკეს ერი- უპერსაპექტივო გახადეს - შედეგად მიზანმიმართულად ა ხ შ ო ბ ე ნ სწორად ეროვნულ ა ღ ტ კ ი ნ ე ბ ა ს,ანუ წარმატება -მუდმივი პროგრესირებისათვის შ ე მ ა რ თ ე ბ ა ს ...რაც უკვე ა შ კ ა რ ა დ აისახება სპორტში-ც, სპორტის ყ ვ ე ლ ა სახეობაში-ც (დეფერაციები ერთ-ერთ ფინანსურ-კრიმინალურ კლანებად აქციეს- რომელიც ემორჩილება - სახელისუფლებო - კრემლის მიერ შექმნილი-მართულ და კონტროლირებად ივანაშვილების - ფინანსურ კრიმინალურ კლანს და რომელ პროგრესსა და წარმატებაზე უნდა ველოდით-ო დ ე ს მ ე (?!)) ...და თუ ამას კიდევ, დღესაც -ვერ ვგებულობთ-ა რ გვესმის (?!)- დავრჩებით არსებულ ჭ ა ო ბ შ ი,ხო, სპორტში- რაღაც აქა-იქ გამონათებებით (ქართველთა ნიჭის შედეგად) და ა რ ა სპორტის კ ო მ პ ლ ე ქ ს უ რ ი პროგრესი -წარმატებებით...მართლა გ ვ ი ჭ ი რ ს ამის გაგება ?! -მართლა გვგონიათ, რომ სპორტი და სპორტში წარმატებები -ხელისუფლება,პოლიტიკიაზე ა რ არის დამოკიდებული ?!-პ.ს. ძალიან მტკივნეულად განვიცდი- რაგბი არ დაგვიკნინონ და დროზე არის საჭირო - დასავლურ რაგბის სამყაროსთან კ ი დ ე ვ უფრო მ ჭ ი დ რ ო თანამნშრომლობა- პარტნიორობის- გაძლიერება, მხოლოდ გამძლავრება!
გლახუნა
16 ნოემბერი 2020 17:12
5
ეს არის გლახის ნაამბობი. ქართველების გენეტიკურ სიბრიყვეზე რა გითხრა, მაგრამ შენ რომ ბრიყვი ხარ, ეგ ნაღდია! კრემლის არა მანჯურიის დასმული ხელისუფლება, ე.ი. 2012 წლიდან დაიწყო ქართული სპორტის ნგრევა? ,,სპორტის ყ ვ ე ლ ა სახეობაში-ც (დეფერაციები ერთ-ერთ ფინანსურ-კრიმინალურ კლანებად აქციეს- რომელიც ემორჩილება - სახელისუფლებო - კრემლის მიერ შექმნილი-მართულ და კონტროლირებად ივანაშვილების - ფინანსურ კრიმინალურ კლანს და რომელ პროგრესსა და წარმატებაზე უნდა ველოდით-ო დ ე ს მ ე (?!))" სანამ მაგ სირეგვნეს დაწერ, იქნებ ისიც გაიხსენო, როდის იყო და ვინ და რატომ ათქმევინა გიორგი ნემსაძეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე უარი? მიშას გაფიცებ რა!
მამუკა
17 ნოემბერი 2020 00:39
0
გლახუნა ხარ თუ ბაში-აჩუკი, ნამდვილად არ არის აქ პოლიტიკაზე და ხელისუფლებაზე მსჯელობის ადგილი,მაგრამ რადგან ამხელა მონოლოგი მიგიძღვნია ამ თემისთვის, ერთს კიდევ გკითხავ, როგორ ხდება ნეტავ, ის ,,არსებული კრემლის სპეც-სტრუქტურების მიერ დასმული -ხელისუფლება", რომლებიც თურმე ,,მიზანმიმართულად ა ხ შ ო ბ ე ნ სწორად ეროვნულ ა ღ ტ კ ი ნ ე ბ ა ს,ანუ წარმატება -მუდმივი პროგრესირებისათვის შ ე მ ა რ თ ე ბ ა ს ...რაც უკვე ა შ კ ა რ ა დ აისახება სპორტში-ც, სპორტის ყ ვ ე ლ ა სახეობაში-ც", შექმნა სარაგბო ინფრასტრუქტურა (ჯერ მარტო ავჭალის სარაგბო სტადიონი და ბაზა, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ), ააშენეს უეფას სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ბათუმში, თბილისში უნივერსიტეტის ქუჩაზე აშენებს კალათბურთის სასახლეს, სადაც ევროპის ჩემპიონატის მატჩები უნდა გაიმართოს, ხოლო 2012 წლამდე არსებულმა ხელისუფლებამ, რომელიც შენი აზრით ქართული ეროვნული სულის აღტკინებაზე ზრუნავდა დღენიადაგ გააუქმა ფიზკულტურის ინსტიტუტი, დაანგრია და გაყიდა ავლაბრის საფეხბურთო სტადიონი (ქეთევან წამებულზე) და დღეს კორპუსი დგას იქ, მტკაველ-მტკაველ გაყიდა იპოდრომის ტერიტორია?! მიპასუხე ერთი რა, მიშას და მშობლიურ პარტიას გაფიცებ!
მამუკა
17 ნოემბერი 2020 09:15
0
Masea xalxo mase aba qecbaia ro gamovida pirdapir etershi da tqva niravin nu mirekavt is atamashe da es atamashe tyuili ki artqva da magis gamo wavida ro shexeda ra uargiso sitvaciac iyo kacma kviprosis gundi chempionta liga atamasha martla zaan magari treneria mara am mtaceblebis xelshi verafers gaxda yvela tavis shvili da zmakacis shvili undoda ro etamashenina imito aris kai dgeshi qartuli fexburti
Xvicha
16 ნოემბერი 2020 10:44
0
გრიშა რომ დავნიშნოთ ნაკრების მწვრთნელად?
Irakli
16 ნოემბერი 2020 15:50
2
Vaisi mgonia ro didi zarmaci kacia-tavisi xelfasidan uxdis asistentebs albat 2 kacs 3-4000(bomba xelfasia slovaketistvis) isini kide shromoben da metoqes swavloben susti da dzlieri mxareebit..aqedan gamomdinare vaisi ayenebs sastavs,ogond roca shecvlebia sachiro mere azrze araa
Levani
16 ნოემბერი 2020 10:33
3
ხარაიშვილისთვის და აბურჯანიასთვის და დებილი შოთობანა არ უნდა გეთამაშა მაკედონიასთან, მაგრამ მაგას თავისი მოსახვედრი მოხვდება აუცილებლად. როცა უინტელექტო ხარ იმდენი თავმოყვარეობა მაინც უნდა გქონდეს ასეთ უმნიშვნელო თამაშში ჩუმად მაინც იყო.
ddgfdf
16 ნოემბერი 2020 20:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული