ვაისი: მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი

AutoSharing Option
სომხეთთან ერთა ლიგაზე წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა:

"კონტრაქტი დამთავრდა და გაგრძელება საჭირო აღარაა, ახალი მწვრთნელი უნდა მოვიდეს, ახალი სული მოიტანოს.

3 დღის წინ შეგვეძლო გმირები გავმხდარიყავით... დღეს შანსები შევქმენით და გოლი ვერ გავიტანეთ... შეტევაში კლასი გვაკლია...

ახალი არაფერია... მაკედონიისთვის გასვლაზე 3:1 უნდა მოგვეგო, საბოლოოდ 1:1 დამთავრდა.

დღეს 60 მეტრი ირბინა სომეხმა შემტევმა და არავინ შეხვდა. ასეთი შეცდომა ამ დონეზე არ შეიძლება.

5 წელი გავატარე აქ. ეს ორი თვე არ ყოფილა. მე გული ჩავდე ქართულ ფეხბურთში...
3 დღის წინ რაღაც საოცარს ველოდით, ევროპი ჩემპიონატს. ახლა ეს ტრაგედიაა, ჩემი ტრაგედიაა, ქართველების ტრაგედიაა...

ბიჭებს ვუთხარი, მე მივდივარ, თქვენ რჩებით, ეს ორი მატჩი უნდა მოვიგოთ, ჯგუფი უნდა მოვიგოთ-მეთქი... თუ გინდათ გაიზარდოთ, მაღალ დონეზე ასვლა... მაგრამ საკმარისი არ არის...

დაუჯერებელია, როცა ხედავ, რომ ნავალოვსკი აწეულია, ნახევარმცველმა მისი სივრცე არ უნდა დატოვო...

ადამიანს ორი შანსი შეექმნა და გოლი გაიტანა... ჩვენ იმდენი შესაძლებლობა გვქონდა და რა?!

თამაშის წინ ვუთხარი ბიჭებს, 100% ჩავდოთ და ვნახოთ, რა გამოვა... თითოეულ ფეხბურთელს ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი მასზე, როგორც მოთამაშეზე და როგორც ადამიანზე, რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარე.

მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი. ყველა მათგანი ნაკრების მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობს-მეთქი, ვერ ვიტყვი. მე, არაქართველმა ამ გუნდში ყველაფერი ჩავდე. ბევრს ვენდე და ყველამ ეს ნდობა ვერ გაამართლა. ვფიქრობ, ახლა გუნდში მყოფ რამდენიმე მოთამაშეს საქართველოს ნაკრებში ვეღარ იხილავთ.

ზოგ მოთამაშეს მეტი ნიჭი აქვს, ზოგს - ნაკლები, თუმცა იმ ნიჭიერზე ორჯერ მეტს მუშაობს.

საშინელი დღეები იყო. კიდევ ძნელი 2 დღე მელის, გუნდი ჩემს ბოლო შეხვედრაში უნდა გავიყვანო...

ჩემი ტრაგიკომედიაა, სომხეთს ოთხჯერ შევხვდი და სამჯერ წავაგე. ახლა ეს საქართველოს ტრაგედიაა... ტრაგედიაა კუთხურები, ტრაგედიაა ჯარიმები...

ძალიან ვწუხვარ თქვენ წინაშე, ქართველი ხალხის წინაშე, ბიჭების წინაშე. ყველა ტიროდა გასახდელში...

ნავალოვსკი ძალიან მიყვარს, კარგი ბიჭია, იმდენჯერ ვუთხარი, პირველ რიგში მცველი ხარ, მაგრამ ის ძალიან მოტივირებულია, უნდა ირბინოს, წინ წავიდეს, შეუტიოს, მაგრამ მარტო ნავალას შეცდომა არ ყოფილა ეს...

5 წელი უკვე წარსულია... ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი წავაგეთ ზედიზედ... იმედია, ჩემს ბოლო შეხვედრას მოვიგებთ.

მე წავალ, დაგლოცავთ, ახალ სამსახურს მოვძენი, თქვენ პროგრესი უნდა განაგრძოთ. ნიჭიერი მოთამაშეები გყავთ, საქართველოში არის ნიჭი...

5 წელი უმნიშვნელო არ ყოფილა... შემიყვარდა ეს ქვეყანა, ეს ხალხი, ის ადამიანები, ვინც მენდო. მინდოდა მოგება, მაგრამ...

საქართველო პატარა ქვეყანაა, ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს... ვენდე რამდენიმეს, მაგრამ მათ ეს ნდობა ვერ გაამართლეს. რას ვიზამთ, ახლა მე უმუშევარი ვარ... მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არ უნდოდათ.

ფეხბურთს მხოლოდ მინდორზე არ თამაშობ... ეს ნიშნავს, როგორ ცხოვრობ, როგორ ვარჯიშობ...

ძალიან ცუდი ქართულ ფეხბურთში ის არის, რომ ზოგიერთი მოთამაშე პოზიტიურ კრიტიკას ვერ იღებს... ჯაბა კანკავას გოლის გატანას ვერ დავავალებ, შემტევებმა უნდა გაიტანონ, საგოლე პასი გააკეთონ...

ვაკო და ოქრი ძალიან მიყვარს, მათ კლასი აქვთ, ნიჭი აქვთ, მაგრამ შეცდომებთან ერთად...

ჯაბა 34 წლისაა, მაგრამ 3-4 წელს კიდევ მაღალ დონეზე ითამაშებს. აქაა კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, უნიჭიერესი ბიჭები.

ხოჭოლავამ ბრწყინვალედ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ დღეს გეგონებოდა, ამხანაგურ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას. ხოჭო-მეთქი მეტი ემოცია, მეტი, მეტი...

ოქრი ბურთით საოცარი ფეხბურთელია. ვუთხარი, სადაც უნდა იყოს უფრო აქტიური, კართან, კართან და არა ფლანგზე.

დღეს კიდევ ერთი შანსი გავუშვით ხელიდან, გაგვეკეთებინა დიდი ნაბიჯი ქართულ ფეხბურთში... მაგრამ მოვა, უკეთესი დროება დაგიდგებათ...

არ ვიცი, იქნებ ზივზივაძისთვის უფრო მეტი ნდობა უნდა გამომეცხადებინა, ან სხირტლაძისათვის, არ ვიცი...".

მკითხველის კომენტარები / 124 /
ხოჭოზე რო ეგ თქვა უკვე აჭრილი და არაადეკვატურია ვაისი
ვიტო
16 ნოემბერი 2020 02:46
17
ვაის! რამდენი შესაძლებლობა გვქონდა? შენ სხვა თამაშს ხომ.არ უყურე შემთხვევით? კარებში რამდენჯერ დაარტყი?
რაგბის ფანი
16 ნოემბერი 2020 00:40
8
გათიშული იყო. ეტყობა ჯაფარამ დააბოლა.
.
16 ნოემბერი 2020 13:56
1
მაგარი ბიჭები მოდიან. კვარაცხელია! ჩაკვეტაძე! კოხრეიძე! ნინუა! დავითაშვილი! შენგელია! არაბიძე! აი ამ ბიჭებზე უნდა აგებულიყო ნაკრები! და არა დაუშვილი გვილია ქვილითაია და ასშშ! მოკლეთ რაც მოხდა ეს ძალიან დიდი სირცხვილი იყო! მომოვალში ნაკრებს ჭირდება ძლიერი მწვრთნელი! ძლიერი მწვრთნელი ძლიერი ნაკრებია! ვინმე უნდა მოინახოს ახალი და რაც მთავარია კაცი რომელიც იქნება საქართველოში და დააკვირდება ყველაფერს და არა გასტრალიორი ვაისის ნაირი რომელიც 4-დღით ადრე მოფრინავდა თამაშმდე! არცერთ შემთხვევაში აქცენტი არ უნდა გამახვილდეს ძველ მწვრთნელებზე! ერთდაიგივე წრეზე რომ არ ვიმოძრაოთ!
გურამი
16 ნოემბერი 2020 00:35
9
Chemo azrit 3-4 pexburteli garda yvela gasayrelia. Vcxovrob ukrainashi da maxsovs xocholava rogor mxecivit tamashobda chernomotecshi, rogorc ki gadavida shaxtarshi chaipusha da cols colze icvlis. Pulma gaapucha da imitoa skams rom axexineben. Male gaushveben magas sadme, da moishoreben tavidan.
David
16 ნოემბერი 2020 10:29
0
კიდევ ერთხელ მინდა ცალკე დავწერო თუ შეიძლება: ბატონო ვლადიმერ - გული არ გაიტეხოთ, მადლობა ყველაფრისთვის მაინც. კარგი კაცი ბრძანდებით, პატივს გცემთ და გგულშემატკივრობთ. უბრალოდ დროა ნამდვილად, რომ ახალი მწვრთნელი მოვიდეს. და ეს მწვრთნელი, ჩემი გადმოსახედიდან იმედია იქნება ჭიაბრიშვილი და არა არველაძე, ან ვინმე ნაცნობობით დანიშნული
გადასარევი გიორგი
16 ნოემბერი 2020 02:43
13
ეს გასასამართლებელი საბუთი არ არის. თქვენ უნდა გცოდნოდათ, ცალკეულად ყველა ფეხბურთელის პასუხისმგებლობა და ისეთები უნდა გამოგეყვანათ მოედანზე. ესეც ხომ ჩვენს კომპეტენციაში არ შედის.
ვაისა-ს!
16 ნოემბერი 2020 13:20
1
ვაისი საკმაოდ კვალიფიციური მწვრთნელია და ამის დასტურად მისი მიღწევებიც მოწმობს მშობლიურ სლოვაკეთში, მაგრამ ის არ არის მართალი ადამიანი და თუ რატომ, შევეცდები განვმარტო: ვაისი კონკრეტული დავალებით მოვიდა ნაკრების მწვრთნელად, მას უნდა ჩამოეყალიბებინა ბრძოლისუნარიანი, მაგრამ არასტაბილური და არაპროგნოზირებადი გუნდი, გაეჩინა იმედის განცდა და ეჩვენებინა ნახევარ შედეგი. რაც ძალიან კარგად შეასრულა, ახლაც კი ფინალში განცდილი ფიასკოს შემდეგ, გუნდს შანსი აქვს მეორე ჯგუფი მოიგოს და გულშემატკივრების ნაწილს შერჩა იმედი, რომ როგორმე იქნებ მსოფლიოს ჩემპიონატს წაეპოტინოს ნაკრები, რომ სდომოდათ ფეხბურთის მესვეურებს და ეცლიათ ვაისისთვის, ევროპაზე საქართველო ითამაშებდა. ვაისმა უპოვა ნაკრებს გასაღები და როცა ზემდგომებს სჭირდებოდათ ნაკრებს ფსიქოლოგიურადაც კარგად განაწყობდა და ტაქტიკურადაც გამართულ ფეხბურთს ათამაშებდა, მაგრამ ჩავარდნებით, ერთი ტაიმი დაფრინავდა ნაკრები, მეორე ტაიმში ფეხბურთთან მიახლოვებულ სპორტს ათამაშებდა. ქმნიდა არასტაბილურ სურათს, რომ გულშემატკივარს მეტი არ მოეთხოვა, არ ამუშავებინებდა გუნდს კომბინაციებს და სტანდარტულებს, რადგან თუ ამ კომპონენტებს დაუმატებ საქართველოს ნაკრებს, რეალურად ძლიერი ნაკრები გამოდის და ასეთ გუნდ ს არავინ აპატიებდა ფინალში მაკედონიის დონის ნაკრებთან კაპიტულაციას. ეს ის ნაკრებია, რომელმაც ჯგუფში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა და თითქმის აბსოლუტური შედეგი დადო დ ჯგუფში. ეს იმ უნიათო ფეხბურთელების ნაკრებია, რომელმაც აჯობა ავსტრიას სტუმრად და მოგებაც კი შეეძლო,გოლი არ გაუშვა ესპანეთთან, ირლანდიასთან, დანიასთან,მაგრამ სამივე შეხვედრში გაუშვა მაკედონიასთან. ამ ჩამოთვლილ თამაშებში, არ თამაშობდა კვარაცხელია, როგორც მახსოვს არც ჩაკვეტაძე, შენგელია, სწორედ ჯიღაური, დაუშვილი, მერებაშვილი და მსგავსი ფეხბურთელები იცავდნენ მაშინ ნაკრების ღირსებას. წინა კომენტარშიც აღვნიშნე და ისევ გავმეორდები: საქართველოს შესწევდა ძალა, მინიმუმ გოლი არ გაეშვა თამაშიდან და საქმე მიეყვანა თერთმეტმეტრიანების შესრულებამდე, მაგრამ ეს გეგმებში არ შედიოდა სამწუხაროდ. პანდევი მას შემდეგ რაც მან საგოლე კომბინაცია წამოიწყო, დადგა საჯარიმოში და ისე დაელოდა შეტევის დასრულებას, რომელიც გოლად თვითონვე აქცია, ამ დროს მას ხელს არავინ უშლიდა, დაცვა ჩამოშლილი იყო, საერთოდ საცოდავი საყურებელი იყო ბიჭების მდგომარეობა. არ მახსოვს ბოლოს როდის ჩავარდა ასე ნაკრების დაცვა. ყველა ზომა იქნა მიღებული, რომ გაუფერულებულიყო ფინალური შეხვედრა, თბილისს ჰყავს მერად თანამედროვე ქართულო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სახელოვანი და ტიტულოვანი ფეხბურთელი, რომელმაც ფაქტიურად სათავე დაუდო ამ მარცხს, როცა პირიქით უნდა ყოფილიყო. პარადოქსია, მაგრამ ყოფილმა ფეხბურთელებმა პოლიტიკის კეთება დაიწყეს და პოლიტიკურ თამაშებს გადააყოლეს უკვე მერამდენედ ფეხბურთი. მიზანმიმართულად არ დაუშვეს მაყურებელი სტადიონზე, იმის ნიშანწყალიც არ ჩანდა, რომ ასეთი მნიშვნელობის მატჩი იმართებოდა, წაართვეს საქართველოს ზეიმის უფლება და გამოღვიძება არ აცალეს.
ძალიან ნიშანდობლივია ვაისის კომენტარები და მინიშნებები, რომელიც ფაქტიურად პროგნოზირებდა, რომ ჩვენ ფინალში ვმარცხდებოდით და წინასწარ დაგვემშვიდობა, საქართველოს ნაკრები ნაცემი დადიოდა სტადიონზე და ვაისი გარინდული თვალს ადევნებდა, როგორ გვავლებდა მუსრს მაკედონია. ადამიანურად შემეცოდა ვაისიც და ფეხბურთელებიც.

P.S

ფაქტია, რომ ფეხბურთი ყველაზე პოპულარული და მასიური სპორტია, რომელიც ხანდახან პოლიტიკასაც აკეთებს და ეკონომიკასაც, ქართველებისთვის კი უფრო მეტიც შეიძლება ეროვნული გამოღვიძების და მომავალი გამარჯვებების ბიძგი გამხდარიყო. მაგრამ მავანს ეგ არ აწყობდა და თუ რატომ ალბათ ბევრი ახსნა შორს წაგვიყვანს. არ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც გარე ქვეყნებმა იმუშავეს, რომ საქართველო ისევ მაჩანჩალებში დარჩენილიყო, თუმცა არც უმაგისობა იქნება, აი შიდა პოლიტიკურ ინსთებლიშმენტს (პოზიციას, თუ ოპოზიციას) კი ნამდვილად არაფერში სჭირდება სამშობლოს ირგვლივ გაერთიანებული საზოგადოება, რომელიც ისე იოლად სამართი და დასაბრიყვებელი აღარ იქნება...
არქიფო სეთური. ეს ჩემი გუშინდელი კომენტარია, რომელიც არ გამომიქვეყნეთ
16 ნოემბერი 2020 01:26
7
ეხლა გინდ შაიტანე და გინდ გამაიტანე ოო მაშ
არაფერი გეშველებათ
16 ნოემბერი 2020 01:03
2
გაიტანეთ რა ეს კაცი! მე პასუხისმგებლობა მაქვს, ზოგ ფეხბურთელს არაო?! უდონოა როგორც პროფესიონალურად ასევე პიროვნულად. შენს ხელში არ არის მერე რატომ იძახებ? ვინ რა ფორმაშია არ იცი, ტაქტიკა არ იცი, თამაშის რიტმი არ იცი, ყოველ თამაშში რომ 9 ფეხბურთელი არ უნდა ცვალო და ნაკრების ბირთვი უნდა შეკრა არ იცი, ცვლილებების მერე გუნდი უარესი ხდება და ყოველთვის გოლს ვუშვებთ (მაკედონიასთან გასატანი 92 წუთზე გააკეთე თორემ მანდაც გაუშვებდი). უკვე მეორედ თუ მესამედ მესმის ამისგან ფეხბურთელებზე საყვედური, მწვრთნელისგან რომელსაც სომხეთისთვის არ მოუგია არც 4 თამაშში არ ამ "უპასუხისმგებლო" ქართველებით და არ მისი სლოვაკებით. ამას რომ ნამუსი ქონოდა ნაკრები აღარ უნდა გამოეყვანა. ფედერაცია სად პოულობთ ამისთანებს - ქეცბაია გვამადლიდა თავს იმდენი წელი და ახლა ეს.
???
16 ნოემბერი 2020 13:45
13
ვაისმა სხვა დანარჩენზე მეტი გააკეთა ერთი ნაბიჯზე იყო ევროპა. ამას ყველაფწერ უნდა აწონ დაწონა. ის აღიარებს შეცდომებს და წავა მაგრამ აქ ვინც რჩება ისინი რას აპირებენ სამომავლოდ?რამე დასკვნები გააკეთეს? ტოტალიზატორი რო ჩაატარებს ეროვნულ ჩემპიონატს რა დონეზე და წინსვლაზეა საუბარი კი ეტყობა ჩვენ გუნდებს რას შვებიან ევრო ტურნირების მატჩებში (სრული კატასტროფა). სანამ არ დალადგება ქვეყანა ასე იქნება სპორტიც. ნორმალურ ქვეყანაში ბელორუსიიდან მაკედონიამდე ფეხბურთით უნდა ეცხოვრა ქვეყანას რომ ევროპაზე ვითამაშებდით. იგრძნობოდა რამე მსგავსიი??? კი ვხედავთ რაც ხდება.
777
16 ნოემბერი 2020 11:48
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული