ვაისი: მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი

AutoSharing Option
სომხეთთან ერთა ლიგაზე წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა:

"კონტრაქტი დამთავრდა და გაგრძელება საჭირო აღარაა, ახალი მწვრთნელი უნდა მოვიდეს, ახალი სული მოიტანოს.

3 დღის წინ შეგვეძლო გმირები გავმხდარიყავით... დღეს შანსები შევქმენით და გოლი ვერ გავიტანეთ... შეტევაში კლასი გვაკლია...

ახალი არაფერია... მაკედონიისთვის გასვლაზე 3:1 უნდა მოგვეგო, საბოლოოდ 1:1 დამთავრდა.

დღეს 60 მეტრი ირბინა სომეხმა შემტევმა და არავინ შეხვდა. ასეთი შეცდომა ამ დონეზე არ შეიძლება.

5 წელი გავატარე აქ. ეს ორი თვე არ ყოფილა. მე გული ჩავდე ქართულ ფეხბურთში...
3 დღის წინ რაღაც საოცარს ველოდით, ევროპი ჩემპიონატს. ახლა ეს ტრაგედიაა, ჩემი ტრაგედიაა, ქართველების ტრაგედიაა...

ბიჭებს ვუთხარი, მე მივდივარ, თქვენ რჩებით, ეს ორი მატჩი უნდა მოვიგოთ, ჯგუფი უნდა მოვიგოთ-მეთქი... თუ გინდათ გაიზარდოთ, მაღალ დონეზე ასვლა... მაგრამ საკმარისი არ არის...

დაუჯერებელია, როცა ხედავ, რომ ნავალოვსკი აწეულია, ნახევარმცველმა მისი სივრცე არ უნდა დატოვო...

ადამიანს ორი შანსი შეექმნა და გოლი გაიტანა... ჩვენ იმდენი შესაძლებლობა გვქონდა და რა?!

თამაშის წინ ვუთხარი ბიჭებს, 100% ჩავდოთ და ვნახოთ, რა გამოვა... თითოეულ ფეხბურთელს ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი მასზე, როგორც მოთამაშეზე და როგორც ადამიანზე, რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარე.

მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი. ყველა მათგანი ნაკრების მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობს-მეთქი, ვერ ვიტყვი. მე, არაქართველმა ამ გუნდში ყველაფერი ჩავდე. ბევრს ვენდე და ყველამ ეს ნდობა ვერ გაამართლა. ვფიქრობ, ახლა გუნდში მყოფ რამდენიმე მოთამაშეს საქართველოს ნაკრებში ვეღარ იხილავთ.

ზოგ მოთამაშეს მეტი ნიჭი აქვს, ზოგს - ნაკლები, თუმცა იმ ნიჭიერზე ორჯერ მეტს მუშაობს.

საშინელი დღეები იყო. კიდევ ძნელი 2 დღე მელის, გუნდი ჩემს ბოლო შეხვედრაში უნდა გავიყვანო...

ჩემი ტრაგიკომედიაა, სომხეთს ოთხჯერ შევხვდი და სამჯერ წავაგე. ახლა ეს საქართველოს ტრაგედიაა... ტრაგედიაა კუთხურები, ტრაგედიაა ჯარიმები...

ძალიან ვწუხვარ თქვენ წინაშე, ქართველი ხალხის წინაშე, ბიჭების წინაშე. ყველა ტიროდა გასახდელში...

ნავალოვსკი ძალიან მიყვარს, კარგი ბიჭია, იმდენჯერ ვუთხარი, პირველ რიგში მცველი ხარ, მაგრამ ის ძალიან მოტივირებულია, უნდა ირბინოს, წინ წავიდეს, შეუტიოს, მაგრამ მარტო ნავალას შეცდომა არ ყოფილა ეს...

5 წელი უკვე წარსულია... ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი წავაგეთ ზედიზედ... იმედია, ჩემს ბოლო შეხვედრას მოვიგებთ.

მე წავალ, დაგლოცავთ, ახალ სამსახურს მოვძენი, თქვენ პროგრესი უნდა განაგრძოთ. ნიჭიერი მოთამაშეები გყავთ, საქართველოში არის ნიჭი...

5 წელი უმნიშვნელო არ ყოფილა... შემიყვარდა ეს ქვეყანა, ეს ხალხი, ის ადამიანები, ვინც მენდო. მინდოდა მოგება, მაგრამ...

საქართველო პატარა ქვეყანაა, ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს... ვენდე რამდენიმეს, მაგრამ მათ ეს ნდობა ვერ გაამართლეს. რას ვიზამთ, ახლა მე უმუშევარი ვარ... მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არ უნდოდათ.

ფეხბურთს მხოლოდ მინდორზე არ თამაშობ... ეს ნიშნავს, როგორ ცხოვრობ, როგორ ვარჯიშობ...

ძალიან ცუდი ქართულ ფეხბურთში ის არის, რომ ზოგიერთი მოთამაშე პოზიტიურ კრიტიკას ვერ იღებს... ჯაბა კანკავას გოლის გატანას ვერ დავავალებ, შემტევებმა უნდა გაიტანონ, საგოლე პასი გააკეთონ...

ვაკო და ოქრი ძალიან მიყვარს, მათ კლასი აქვთ, ნიჭი აქვთ, მაგრამ შეცდომებთან ერთად...

ჯაბა 34 წლისაა, მაგრამ 3-4 წელს კიდევ მაღალ დონეზე ითამაშებს. აქაა კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, უნიჭიერესი ბიჭები.

ხოჭოლავამ ბრწყინვალედ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ დღეს გეგონებოდა, ამხანაგურ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას. ხოჭო-მეთქი მეტი ემოცია, მეტი, მეტი...

ოქრი ბურთით საოცარი ფეხბურთელია. ვუთხარი, სადაც უნდა იყოს უფრო აქტიური, კართან, კართან და არა ფლანგზე.

დღეს კიდევ ერთი შანსი გავუშვით ხელიდან, გაგვეკეთებინა დიდი ნაბიჯი ქართულ ფეხბურთში... მაგრამ მოვა, უკეთესი დროება დაგიდგებათ...

არ ვიცი, იქნებ ზივზივაძისთვის უფრო მეტი ნდობა უნდა გამომეცხადებინა, ან სხირტლაძისათვის, არ ვიცი...".

მკითხველის კომენტარები / 124 /
რასაც აქ ვაისი ამბობს ყველაფერი გულითაა ნათქვამი და ყველაფერში ვეთანხმები.
გუგა
16 ნოემბერი 2020 13:53
4
ვაისმა სხვა დანარჩენზე მეტი გააკეთა ერთი ნაბიჯზე იყო ევროპა. ამას ყველაფწერ უნდა აწონ დაწონა. ის აღიარებს შეცდომებს და წავა მაგრამ აქ ვინც რჩება ისინი რას აპირებენ სამომავლოდ?რამე დასკვნები გააკეთეს? ტოტალიზატორი რო ჩაატარებს ეროვნულ ჩემპიონატს რა დონეზე და წინსვლაზეა საუბარი კი ეტყობა ჩვენ გუნდებს რას შვებიან ევრო ტურნირების მატჩებში (სრული კატასტროფა). სანამ არ დალადგება ქვეყანა ასე იქნება სპორტიც. ნორმალურ ქვეყანაში ბელორუსიიდან მაკედონიამდე ფეხბურთით უნდა ეცხოვრა ქვეყანას რომ ევროპაზე ვითამაშებდით. იგრძნობოდა რამე მსგავსიი??? კი ვხედავთ რაც ხდება.
777
16 ნოემბერი 2020 12:02
7
ვაისმა მიიყვანა ევროპამდე გუნდი თუ უეფას მოიფიქრა ისეთი სქემა მკვდრადშობილი ნაკრებებისთვის, რომ რამენაირად მოხვდნენ ჩემპიონატზე? ეს სქემა რომ ყოფილიყო ბოლო 30 წლის მანძილზე, დარწმუნებული ვარ ეხლანდელ 1 ნაბიჯზე არაერთხელ მივიდოდით
გიორგი
16 ნოემბერი 2020 12:26
3
ზოგიერთი საერთოდ არ ფიქრობს და ისე წერს კომენტარებს,როგორ უნდა დაეყენებინა სომხებთან , დემორალიზებული და განადგურებული ბიჭები?! საერთოდ სამარცხვინოდ გადაგვივლიდნენ სომხები ,დააყენა ის ვისაც საკმარისი კლასი აქვს და მორალური მხნეობა , მაგრამ ჩაისვარეს! უმრავლესობა "პონტის" გამო თამაშობს ნაკრებში , საერთოდ მეეჭვება იცოდეს საქართველო რა არის,2000 წლის დაბლა თაობა საერთოდ მოშორდეს უნდა ნაკრებს ,მათ სისხლში არ დუღს სამშობლო ისე როგორც კვარაცხელიას და ჩაკვეტაძის სისხლში,ზურიკო არ იყო ფორმაში,ნინუაც გვყავს და კიდევ სხვებიც,მოვა დრო და უძლიერესი იქნება მათი ნებისმიერი თამაში , იმიტომ რომ ნიჭიც აქვთ ,შრომაც იციან და გულიც უძგერთ ქართულად.ამიტომ გული გაიმაგრეთ და მოთმინებით იყავით,მალე ჩვენც ვიზეიმებთ დიდ ბრძოლებში გამარჯვებას .
დევკალიონი
16 ნოემბერი 2020 04:28
9
რა განადგურებული ბიჭები რეებს ამბობ?სომხებამ ორი დღის წინ ომი წააგეს,შენთვისაა უმტკივნეულო ის თემა თორე ყველა სომეხი დანგრეულია მორალურად და დამცირებულად გრძნობენ თავს!დაგახიენ ბურთი თავზე.რამ გაანდაგურა ეს ბიჭები?ბალერინები არიან თუ მებრძოლი სპორტსმენები?წააგენ და ამათვის მოეგოთ.თუ რა ვქნათ ეხლა სარეაბილიტაციო კურსები დავუფინანსოთ?
ბექა
16 ნოემბერი 2020 11:56
2
სამწუხაროდ ამ დამცირებასაც გადავყლაპავთ, დამარცხებულის მენტალიტეტი გვაქვს.უწიგნურების, გაყიდულების, შპანების ხელშია დღეს ქართული ფეხბურთი და მთლიანად საქართველო...ეჰ რას დაგვამსგავსა შუშის სასახლეში მყოფმა არქიფო სეთურმა.
დანტე
16 ნოემბერი 2020 02:39
13
დანტე ხარ თუ მეფისტოფელი, ყველაფერში პოლიტიკა რომ არ გარიო, არ შეიძლება? შუშის სასახლემდე ხომ შენმა მზემ ვარსკვლავებს ვწყვეტდით რა!
mamuka
16 ნოემბერი 2020 13:08
0
რახან პოლიტიკა გამოურიე, ერთსაც გეტყვი. შუშის სასახლე და მსგავსი სისულელეების წერას, იქნებ იმაზე დაფიქრდე, რომ სომხეთში მიტინგები იმართება და ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ, იმის გამო, რომ ყარაბახშუი ომი წააგო, ფაქტიურად კაპიტულაციას მოაწერა ხელი და ის ტერიტორიები დაკარგა, რომლებიც არც არასოდეს ყოფილა სომხეთი, თბილისში და ბათუმში კი მიტინგებზე ,,მიშა დაბრუნდიო" პლაკატები გამოიტანეს და იმ კაცს უხმობენ, რომლის პრეზიდენტობისა და მთავარსრდლობის დროსაც დაიკარგა ოფიციალურად საქართველოს ტერიტორიის 1/3! ალბათ ეს არის მენტალური სხვაობა! ხოდა ილაპარაკეთ ახლა შუშის სასახლე და მსგავსი სირეგვნეები შენ და სხვა მიშამოყვარულებმა!
mamuka
16 ნოემბერი 2020 13:56
0
2 წლის წინ იყო გასაგდები ვაისი. კობიაშვილიც გასაგდებია.
ქ. გ.
16 ნოემბერი 2020 01:08
5
კობიაშვილი თავის შანტრაპასთან და კრახი კალაძესტან ერთად გასაგდებია ს ა ს წ რ ა ფ ო დ!
giorgi
16 ნოემბერი 2020 16:26
0
ვაისი იყო გასაშვები, კობიაშვილი გასაგდები. კარგად გვახსოვს, როგორ მოვიდა ფედერაციაში.
გიორგი
16 ნოემბერი 2020 14:24
0
ვაისი რომ უშეცდომო არ ყოფილა და მნიშვნელოვანი ტაქტიკური-შეცვლების მხრივ არაკომპეტენტურობა გამოიჩინა არაერთხელ - ეგ ფაქტია და ყველა თანხმდება მეტნაკლებად, მაგრამ იმას რა უნდა ვუყოთ ჩვენი ფეხბურთელების პატრიოტიზმი ტრაფარეტულობით რომ ამოიწურება და მეტი არაფრით? კოკაინი და სიგარეტი რომ უფრო კარგია ვიდრე თუნდაც 10%-ით მეტი 'დიხანიე'?
rasa
16 ნოემბერი 2020 01:07
1
ადამიანურად კი გვეცოდები მაგრამ ვერ გაპატიებთ, ვერც შენ და ვერც ფეხბურთელებს,ფედერაციას ხომ საერთოდ.
დავით 67
16 ნოემბერი 2020 01:06
4
შე კაი კაცო თუ მაგდენი იცოდი სასტავი ვერ დააყენე!? 5 წელი ერთი ინტერვიუ არ ჩაგიწერია და გულშემატკივარს არ შეხვედრილხარ! 5 წელია დატასაობ მარტო ნაკრების თამაშებზე იმის მაგივრად რომ საქართველოში ყოფილიყავი და ჩვენი ჩემპიონატის ბიჭებიც გენახა, მეორე სასტავიც შეგეკრა და ამოსარჩევიც ბევრი გექნებოდა! აქამდე, ჩაკვეტაძემ, კვარაცხელიამ და შენგელიამ რომ მოგიყვანა ეხლა მიხვდი!? უთამაშებელ მოთამაშეებს რატომ იძახებ საერთოდ ნაკრებში და მითუმეტეს სასტავში აყენებ! მოთამაშეებს პოზიციებს უცვლი თან იცი, რომ თავიანთ კლუბებში სხვა ადგილებზე თამაშობენ! შეცვლებზე აღარ ვლაპარაკობ! ბოლო ბოლო მთავარი მწვრთნელი ხარ შენ უნდა დააყენო თამაში!
მწრთვნელი
16 ნოემბერი 2020 01:18
3
ეს ვაისი ფედერაციას, რომ აქებს სულ ვერ გავიგე ხელფასი და პრემია, რომ არ დაუკავონ იმოტომაა?
გამოდი და პირდაპირ უთხარი ყველა ფეხბურთელს ვინ რა მიქარა, ერთი ადგილის მოთამაშეები ჩვენთანაც მრავლადაა.
ფედერაცია წადი, ვერ ხვდებით, რომ უკვე ხალხი ვერ გიტანთ!
ქომაგი
16 ნოემბერი 2020 10:16
1
ვინც არ მოეწონა კითქვა მაგრამ საბა რომ შეექო არ იქნებოდა ცუდი. ყველაზე მაგრად ითამაშა და მგონია მხარი რომ აებათ სხვებს უფრო მაგრად ითამაებდა. ნავალოვსკი დვალს ნამდვილად ჯობდა. ისე კანკავასი მიკვირს რატომ არ ,,კაპიტნობს'' მხოლოდ თამაშით კაპიტნობა არ გამოვა მაგან უნდა მისცეს მუხტი და მითითებები მითუმეტეს გამოცდილია და ყველა პატივს სცემს
ნიკა
16 ნოემბერი 2020 08:43
1
კანკავამ თავის დრო მოჭამა. აღარ გვჭირდება დაბორკილი ფეხბურთელები. სწრაფებია საჭირო!!
მიდი გელა!
16 ნოემბერი 2020 13:09
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული