ვაისისა და ნაკრების ტრაგედია, ანუ წარუმატებელი უვერტიურა

AutoSharing Option
ასე ახლოს იყო საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლასა და ერთა ლიგაზე B დივიზიონში გადასვლასთან და 3 დღეში ყველაფერი დასამარდა. მეხის გავარდნას ჰგავდა ხვიჩა კვარაცხელიას კორონავირუსით დაინფიცირებაზე გავრცელებული ცნობა, რადგან გიორგი ჩაკვეტაძის არყოფნაში მთელი იმედები მასზე იყო დამყარებული. ამ გუნდში ახლა ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი გახლდათ ლევან შენგელიას გამოკლებაც. ვიღაცამ სცენაზე როიალი უნდა აიტანოს, ვიღაცამ ამ როიალზე ნაწარმოები შეასრულოს. ორივე საჭიროა, ამტანიცა
და შემსრულებელიც. თუ უხეშად ვიტყვით, ჩვენ პიანისტის გარეშე დავრჩით და რა გასაკვირია, რომ კონცერტი ჩავარდა. თუმცა, არსებულ სიტუაციაშიც კი შეიძლებოდა არ ჩავარდნილიყო.

საკმაოდ ჭკვიანი მწვრთნელია ვლადიმირ ვაისი, ერთი ნაკლი აქვს მხოლოდ - შეცვლებს აგვიანებს და მიხვდა, კვარაცხელიას გამოკლება რას ნიშნავდა. 5 წელი ამ ფეხბურთელებთან მუშაობდა და მშვენივრად უწყის, ვინ ვინ არის, ვის რისი შნო და მარიფათი აქვს, გაქცევა როგორ უჭირთ და კარში ზუსტად დარტყმა. ბოლო 7 მატჩში "ჯვაროსნებმა" (5 ერთა ლიგაზე და ევროპირველობის ნახევარფინალსა და ფინალში) 7 გოლი გაიტანა, აქედან 3 პენალტით და 1 კვარაცხელიამ. მხოლოდ 3 გოლი გაიტანეს 7 მატჩში კვარაცხელიას გარდა ფეხბურთელებმა თამაშიდან და იმ 3-დან 1 ხვიჩას პასით გაიტანა კაჭარავამ. 2 თერთმეტმეტრიანი ხვიჩამ მოიპოვა. გუნდს არ ჰყავს სწრაფი შემტევი, შემქმნელი ფეხბურთელი. ამიტომ არ უხსნიდა დანა პირს ვაისს მაკედონიასთან წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.

არც მაკედონიისა და სომხეთის გუნდები არიან ვარსკვლავებით დაკომპლექტებულნი - საქართველოსთან ერთად ეს სამეული საშუალოზე დაბალი კლასისაა. მარტივად ავხსნათ: არის A, B, C და D ლიგები. საქართველოს ნაკრები D ლიგიდან C ლიგაში გადავიდა. მოდით, საგნებს თავისი სახელები დავარქვათ - ეს დიდწილად ჩაკვეტაძის დამსახურება იყო, რადგან ჩვენს მეტოქეებს არ ჰყავდათ მისი დარი მოთამაშე. გამოგვაკლდა გიორგი, თუმცა გამოჩნდა კვარაცხელია და მაინცდამაინც გადამწყვეტ მომენტში დაინფიცირდა. თითქოს განგებამ სპეციალურად ასე ინება და ჩვენს გუნდს მთელი ნაშრომი ერთბაშად წყალში ჩაეყარა.

შეიძლებოდა თუ არა არსებულ ვითარებაში ბოლო 2 შეხვედრის მოგება? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. პირველ 2 თამაშში ვაისის კრებულმა პირწმინდად დაჯაბნა მაკედონია და მესამეშიც შეეძლო გამარჯვება, მაგრამ გაშვებულმა გოლმა ისე არია, რომ თამაშის დალაგება ვერ მოახერხა. მყისებრ მოიშალა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მძიმე შრომის შედეგად მიღწეული სათამაშო დისციპლინა. მოწინააღმდეგემ გამოცდილების ხარჯზე მოიგო, რადგან რაც უნდა იყოს, მისი რამდენიმე ფეხბურთელი ჩვენსაზე უკეთეს გუნდებში თამაშობს, თორემ როგორც გუნდი, არაფერ განსაკუთრებულს არ წარმოადგენს - სადაც 37 წლის გორან პანდევი მეგავარსკვლავია. რაც შეეხება სომხეთთან წაგებას, ჩვენი ნაკრები უკვე დემორალიზებული გავიდა მოედანზე და გამოჩნდა, რომ ვაისს სულ ტყუილად უკიჟინებდნენ ზოგიერთი ფეხბურთელის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას. ბევრს მიეცა ბოლო მატჩში თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ნათლად დავინახეთ, როგორ ფორმაშიც იმყოფებიან. ჩვენ კი სულ უცხოური კლუბების ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს ვადანაშაულებთ, რომ ქართველ ლეგიონერებს შანსს არ აძლევენ, ზოგიერთი ქვეყანა მათი საფეხბურთო სასაფლაოა და ა.შ. რომელი კლუბის ხელმძღვანელი და გუნდის მწვრთნელი არ მისცემს გასაქანს კარგ ფეხბურთელს? ვინაა საკუთარი თავისა და ჯიბის მტერი? თემას გადავუხვევ და ერთ ფაქტს აღვნიშნავ - რამდენიმე ლამის ორმეტრიანი ცენტრალური მცველი გვყავს. თქვენ გახსოვთ სტანდარტულებისას მათ მიერ გატანილი გოლი? გოლს თავი დავანებოთ, კარში დარტყმული თუ გახსენდებათ?

სომხეთთან მატჩის წინ კამერამ ახლო პლანიდან ვაისი რამდენჯერმე დააფიქსირა. სახე ჰქონდა წაშლილი. ის ასეთი არასოდეს მინახავს, განწირულს ჰგავდა. მან იცოდა, რაც ელოდა.

და დავრჩით ევროპირველობის გარეშე, ჩავრჩით C ლიგაში. ამ ლიგაში დარჩენა კი შესაძლოა, პრაქტიკული თვალსაზრისით უარესი სულაც არ იყოს. ახლა მთავარია, რა იქნება მომავალში, ვის დანიშნავენ მწვრთნელად, რა დღეში ჩავაგდებთ მას პირველივე წარუმატებლობისას და აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება, ის უცხოელი იქნება თუ ქართველი. აგრესია უცბად წამოვა (მით უმეტეს, საქმეში პოლიტიკაც ჩაერია), რამეთუ ასე იყო აქამდე და ასე იქნება მომავალშიც. ეს ცხადზე ცხადია. სამწუხაროდ, უახლოეს რეზერვშიც არ ჩანან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებს რეალურად გააძლიერებენ. არავინ იცის, ჩაკვეტაძე როდის ჩადგება ფორმაში, იმედისმომცემი გიორგი არაბიძეც გაქრა საფეხბურთო რადარებიდან. იქნებ გიორგი მიქაუტაძის ჩვენს გუნდში თამაშზე დაყოლიება მოახერხოს ფედერაციამ და ახალი გუნდის მშენებლობა დაიწყოს. თუმცა, რაც უნდა მაღალი დონის სპეციალისტი ჩავუყენოთ ნაკრებს სათავეში, შემოქმედი ფეხბურთელების გარეშე ვერაფერს მიაღწევს. ქართული ფეხბურთი კი შემსრულებლების, “თამაშის გამკეთებლების“ მწვავე დეფიციტს განიცდის. ერთი-ორის გარდა, ამჟამად მხოლოდ როიალის სცენაზე ამტანები გვყავს...

მკითხველის კომენტარები / 35 /
მოდი ყველაფერს ვაისს ნუ დავაბრალებთ, ფეხბურთელი ნაკრებში უნდა მოდიოდეს მომზადებული, მაკედონიასთან კვირკველიას და კაშიას თამაში რას ჰგავდა საერთოდ, ელემენტარული ბურთის გაჩერება და პასის მიცემა არ შეუძლიათ, ასევეა დვალიც, ნუ გრიგალავა კიდე ცალკე თემაა.თითოეულ მათგანს ეტყობა ვინ თამაშობს და ინ კიდე სკამს ხეხავს კლუბში,ისინიც კი ვინც ძირითადში თამაშობენ საშუალოზე დაბალი დონის კლუბებში არიან.რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას გარეშე ჩვენი ნაკრები არის მალტის და ანდორას დონის
mamuka
17 ნოემბერი 2020 21:27
3
იმედია დაბეჭდავთ. 2 დღე გაძელით მხოლოდ და წავიდა ისევ ვაისის გამართლება, ანუ ფარულად ფედერაციის ბანდის გამართლება, მეცოცხე მელიასთან დაეხმარეთ მაგათ, თორემ ამ შეკვეთილი სტატიებით ჩვენ აზრზს ვერ შეგვაცვლევინებთ, 5 წელიწადში არცერთი დამუშავებული კომბინაცია თუ სტანდარტი, პატივცემულო სტატიის ავტორო, თქვენთან მაქვს კითხვა, დამისახელეთ 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე თუნდაც ერთი ნაკრები რომელსაც საბერძნეთის ნაკრებზე უარესი შემადგენლობა ჰყავდა
llcl
17 ნოემბერი 2020 18:52
10
ლატვიაა ბაბუს ფილტვო
too muchIQ
18 ნოემბერი 2020 12:15
0
Ყაზახეთი და ლატვია პირველ სართუკზე ცხოვრობენ და იმიტომ აშეძლეს როიალის ატანა ასე თუ ისე უპრობლემოდ.აი პირველი სართულის მერე კი ჭირს ატანა,ცოდნა უნდა მოსახვევში რა დაროგორ,რამდენი კაცი წინ და რამდენი უკან და ა.შ.
კახა ქ.
17 ნოემბერი 2020 18:14
2
თქვა ამ კაცმა ბოლო პრესკონფერეციაზე და ვერ ხვდებით,რომ ვერ წყვეტდა ამა თუ იმ ფეხბურთეკების გამოძახებას თვითონ.მაონცდამაინც პირდაპირ და სახელები და გვარებით ხომ არ იტყოდა,ამასაც გააჩნია რაღაც ეთიკა და ბოლობოლო ფულს ესენი უხდიდნენ.არა ერთ მაგითს მოვიყვან--რა დამსახურებით იქნა გამოძახებული მიქელთაძე ბოლო შეხვედრებში,რით დაამახსოვრა ან მოაწონა მწვრთნელებს თავი,როცა თვეებია აუტსაიდერ როტორში ზამენაზე ზის,რატო არ გაგიჩნდათ კითხვა ჟურნალისტებს.თქვენი ბრალიცაა რომ აქამდე მოვედით.ერთი ხმა არ ამოგიღიათ და ყველაფერი რომ მორჩა,მერ მაგრები ხართ,წაქცეულს რო წიხლი მიაყოლოთ.თქვენ რომ უფრჯ მკაცრები და სამართლიანები ყოფილიყავით,იქნებ რაღაც შეცვლილიყო და ვერ გაებედათ ამათუ იმ ფეხბურთელების მოწვევა.მაგრამ.....ლევან, ის მაინც გვითხარი,ზივზივაძე მელიას საარჩევნო შტაბის წევრი ხომ არ არის?გვეცოდინება მაინც არ გამოძახების მიზეზი.
კახა ქ.
17 ნოემბერი 2020 18:09
0
სტატიაში მცდელობაა ანალიზის, რაც მისასალმებელია. მაქვს ჩემი მოსაზრებები: მე მგონია, შეიძლებოდა სწორად შერჩეული შემადგენლობით უკეთესი თამაში, თუმცა ეს ეყოფოდა, თუ არა მოგებას, ძნელი სათქმელია. თამაშის დღეს ბატონმა მურთაზ ხურცილავა, ბრძანა, მთავარი აქცენტი უნდა გაგვემახვილებინა პანდევზე, რომელზედაც მაკედონიელები აწყობენ თამაშს. სამაგიეროდ მოწინააღმდეგე გუნდმა გააკეთა. კვირას არ ყოფნისას პიანისტის იყო ოქრო და მასზე გადაიტანეს აქცენტი, ორი სამი ფეხბურთელის გარემოცვაში იყო გამუდმებით ცენტრალურ ხაზთანაც კი, ამ დროს რომ სწრაფი ლობჟანიძე ყოფილიყო მეორე ფრთაზე, თამაში გაიშლებოდა და თამაში სხვა სახეს მიიღებდა, ეს ფეხბურთელი ბევრი ხიფათი შემქმნელია სომხეთთან თამაშშიც გამოჩნდა, მანამდე გეხსომებათ მისი თამაში და გოლი გაცილებით მაღალი კლასის დანიის გუნდთან. ასე, რომ ამ თამაშისთვის არც მწვრთნელი აღმოჩნდა მზად, ის უფრო შეშინებული ჩანდა მოთამაშეებზე.
გიზოგ
17 ნოემბერი 2020 18:06
1
უშუალოდ ამ სტატიას არ ეხება, მაგრამ ერთი რაც მომხვდა თვალში - მინდა გაგიზიაროთ.
ფეხბურთელები მონდომებულები არ იყვნენო - წერს ბევრი. ასე არ ვფიქრობ, მონდომება და განწყობა იყო, მაგრამ ვერ აჯობეს მაკედონიას. წინა ორ თამაშში უპირატესობა გვქონდაო - არ დაგვავიწყდეს, ორივეჯერ მოთამაშე გაუგდეს.
მონდომებას რაც შეეხება - ნავალოვსკი იყო ზემონდომებული სომხებთან. სულ იყო შეტევაში იმდენად, რომ ფრთაზე დავითაშვილმა ადგილი ვერ მოიპოვა და ვერ ითამაშა. ვაისმაც თქვა - ნავალოვსკი დაცვაში ვერ დავაბრუნეო.
არ აკლდათ მონდომება, მაგრამ სომხეთთან ფსიქოლოგიურად იყვნენ დათრგუნულები, მაკედონიამ სამწუხარო კლასით გვაჯობა. მაკედონიის ფეხბურთელებზე და ისტორიაზე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ იუგოსლავიის სკოლა იყო მაინც და ეს სკოლა მარტო ფეხბურთში კი არა, კალათბურთში, ხელბურთსი და წყალბურთშიც აძლევს შედეგებს იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკებს, მათ შორის პატარებსაც.
სკოლა საქართველოშიც შესანიშნავი გვქონდა ფეხბურთში, მაგრამ სამწუხაროდ გავანადგურეთ, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ და არა მარტო სპორტში.
არჩი
17 ნოემბერი 2020 17:26
2
ვაისმა თქვა მე, რომ წავალ 5 ფეხბურთელს ნაკრებში აღარ გამოიძახებენო.

ვაისმა თქვა ზოგიერთი ფეხბურთელი ბოლომდე არ იხარჯებაო.

ვაისმა თქვა ალბათ ბუდუ ზივზივაძისთვის უნდა მიმეცა შანსიო

რატო არ ინტერესდებით ჟურნალისტები

1 ვინ არის ის 5 ფეხბურთელი?
2 რომელი ფეხბურთელი არ იხარჯება ბოლომდე?
3 რატო არ მისცა ბუდუ ზივზივაძეს შანს და არის თუ არა კიდე მსგავსი დაჩაგრული ფეხბურთელები?

ამით რატო არ ინტერესდებით? ან რატო არ მოიწვიეთ ვაისი არცერთ გადაცემაში?
ქართველ ჟურნალისტებს
17 ნოემბერი 2020 17:22
0
ნახეთ, მაკედონიელები რომელ ჩემპიონატებში რა კლუბებში თამაშობენ და შეადარეთ, საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა კლუბებს. იტალიის სერია "ა"-ში, ძირითად შემადგენლობებში რომ სამი ფეხბურთელი ჰყავთ, ამით ყველაფერია ნათქვამი და ამოწურული. ასე რომ, 0:1 წაგება ძალიან კარგი შედეგია. სხვა საქმეა, რომ უკეთესი გვინდა, მაგრამ ამ "გვინდა"-ს უფრო მაღალი დონის შემსრულებლები სჭირდება. საქართველოს ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელი თამაშობდა სერია "ა"-ში, კალაძე "მილანში", მორჩა და გათავდა. საქართველოს ნაკრების მინიმუმ 3 ფეხბურთელი რომ ითამაშებს იტალიის სერია "ა"-ს გუნდების ძირითადში, ამავე დროს, სხვები ინგლისის "პრემიერლიგაში" და ესპანეთის "ლა ლიგაში", მაშინ დაისახეთ მიზნად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ვაისის ამ ნაკრებმა პროგრამა მინიმუმი მაშინ შეასრულა, როცა ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. ბელორუსიის დამარცხებით კარგი შედეგი დადო. უბრალოდ, მეტი ვეღარ შეძლეს და მაქსიმალურ, ანუ ფანტასტიკურ შედეგს ვერ მიაღწიეს. კვარაცხელიასა და ჩაკვეტაძეს დღეის მდგომარეობით საშუალო ევროპული დონის ფეხბურთელებადაც არ მივიჩნევ. თუ თავდაუზოგავად ივარჯიშებენ, შესაძლოა, 2-3 წელში ასეთებად იქცნენ და შემდეგ კიდევ გაუმჯობესდნენ. წარმატება ყველას.
ირაკლი
17 ნოემბერი 2020 17:03
6
ისე მე ის უფრო მაწუხებს გაღმერთებულის ჩამოგდება და წიხლის დაჭერა, რა მაგრად გვეხერხება ხოლმე. თამაშის წინ ჩვენი კომენტარები და თამაშის მერე, რომ გადახედო იფიქრებ სულ სხვადასხვა გუნდის ქომაგები არიანო.
ერთი იმაზე შევთანხმდეთ, რომ რასაც ბოლო პერიოდში მივაღწიეთ სერიოზული შედეგია. არ აქვს მნიშვნელობა კვარა იყო, თუ ჩაკვე მაგის შემქმნელი. მთლიანი გუნდი იღებდა მონაწილეობას თავისი მწვრთნელიანად (განსაკუთრებით) ამ წარმატებებში (და სამწუხაროდ წარუმატებლობაშიც).
ვაისს ჰქონდა მართლა თავისებური და ხშირად არასწორი გადაწყვეტილებები, მაგრამ მაგისი არანაკლები დამსახურებაა ევროპაზე გასვლასთან ერთ ! ნაბიჯში, რომ ვიყავით.
ამიტომაც მადლობა ვაისს გაწეული სამუშაოსთვის. ეხლა მთავარია სწორად აარჩიონ მწვრთნელი და ახლიდან დავიწყოთ წარმატებულ გზაზე მყარად სიარული.
პ.ს ამ წაგების მთავარ შემოქმედათ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას ვაბრალებ. ანალოგიური დაემართათ ბელარუსებს და შემდეგ ჩვენ.
ხალხი ორად როცაა გაყოფილი ფეხბურთი ისე ვერ გაგაერთიანებს, როგორც ერთად მყოფი ხალხი გაიყვანს თავის გუნდს ევროპაზე (თუ მსოფლიოზე).
nk
17 ნოემბერი 2020 16:52
4
"შეიძლებოდა თუ არა არსებულ ვითარებაში ბოლო 2 შეხვედრის მოგება? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. პირველ 2 თამაშში ვაისის კრებულმა პირწმინდად დაჯაბნა მაკედონია და მესამეშიც შეეძლო გამარჯვება, მაგრამ გაშვებულმა გოლმა ისე არია, რომ თამაშის დალაგება ვერ მოახერხა. მყისებრ მოიშალა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მძიმე შრომის შედეგად მიღწეული სათამაშო დისციპლინა."- ისე ძაან მაინტერესებს სად ნახა სტატიის ავტორმა დისციპლინა ან დალაგებული თამაში ან ამ გუნდის მიერ 1 დამუშავებული კომბინაცია მაინც ან ტაქტიკა თუ სტრატეგია ... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ეს ჟურნალისტები ისევ რადიოს ეპოქაში არიან ჩარჩენილები
ირაკლი
17 ნოემბერი 2020 16:19
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული