კვეკვესკირი: რასაც ამდენი წელი ვაშენებდით, ერთი ხელის მოსმით დავანგრიეთ

AutoSharing Option
ესტონეთთან ერთა ლიგის მე-6 ტურის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრა:

"გუნდის სახელით ვლაპარაკობ. პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი ვლადიმირ ვაისს, დიდი სამუშაო გასწია ამ 5 წელში. თუმცა, სამწუხაროდ, მისი მოღვაწეობა ცუდად დასრულდა. ალბათ, ახლა გულშემატკივარს კარგი არაფერი ახსოვს მასზე, თუმცა გავა დრო და მის მოქმედებებს გარკვეულ ასპექტში დადებითად შევაფასებთ. თუნდაც ჩემთვის ბევრი უსწავლებია.

გარკვეული პრობლემები ყველა გუნდში არის. განწყობას რაც შეეხება, გუნდს ეს აქვს. დღევანდელი მდგომარეობით, გუნდში პრობლემა არ არის, პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ფეხბურთელებმა, სამწვრთნელო შტაბმა,
რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვაშენებდით, ერთი ხელის მოსმით დავანგრიეთ და ახლა ყველაფერს თავიდან ვიწყებთ.

ჩვენ კრიტიკისთვის მზად ვართ, დამსახურებული კრიტიკაც მივიღეთ.

ვაისის კიდევ ერთ ნათქვამს რაც შეეხება, ცხადია, მომავალში ზოგს არ გამოიძახებს მწვრთნელი და ეს ბუნებრივია.

მაკედონიასთან მატჩში პრობლემა ფსიქოლოგიური იყო. შესაძლოა, ზოგიერთმა ფეხბურთელმა წნეხს თავი გაართვა, თუმცა ყველამ ეს ვერ მოახერხა. გულშემატკივრები, პრესა, ჩვენ დიდი მოლოდინით ვიყავით.

თავად ფაქტი, რომ ასეთ მნიშვნელოვან მატჩს ვთამაშობდით, დადებითია. მომავალში კი ბევრი უნდა ვიშრომოთ, რათა ასეთი დატვირთვის შეხვედრების სათამაშოდ 30 წელი ლოდინი არ მოგვიწიოს.

ყველა შევთანხმდით გუნდში, რომ არასდროს ვიწუწუნებდით დანაკლისზე: კვარაზე, ჩაკვეზე, კიტეიშვილსა და შენგელიაზე. ვიცოდით, რომ მაკედონია ძლიერი იყო, ვიცოდით ჩვენი შესაძლებლობები.

ის ფეხბურთელები, ვინც გვაკლდა, ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებს სულ თამაშობენ. ვიცოდით, თუ პირველ გოლს ვერ გავიტანდით, მაკედონიას თავდაჯერება შეემატებოდა.

არც ერთ ფეხბურთელს მატჩის შემდეგ ხელი სხვისკენ არ გაუშვერია. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რადგან შესაძლებლობათა მაქსიმუმი ვერ გავაკეთეთ. გულშემატკივარი ისე დაგვხვდა, იმდენი შეტყობინება მივიღეთ.

ქართული ფეხბურთი ამ მარცხით არ დასრულებულა და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უკეთესი მომავალი გველის".

მკითხველის კომენტარები / 39 /
საერთოდ ვერ ვიყენებთ ჯარიმებს და კუთხურებს,ელემენტარულად საჯარიმოში ვერ ვაწვდით ბურთს! ეს ერთი-ერთი უდიდესი მინუსი გვაქვს! ალბათ უკვე დროა ნინუა შევაჩვიოთ ნაკრებს,რომ ეს კომპონენტი ცოტა მაინც გავაუმჯობესოდ!
gabo
17 ნოემბერი 2020 18:34
0
ქუსლით თამაში არ დაგავიწყდეთ თუ კაცი ხარ! რა გიკვირთ ფედერაციაში საერთოდ ხვდებიან რასთან აქვთ საქმე?
გიო
17 ნოემბერი 2020 18:44
0
აღდგომა და ხვალეო. ვაისის ნასწავლი არ გაიშვას. კარგად გამოჩნდა რაც გასწავლათ, ერთ თამაშში 1500 პასი უკან და მერე იმის ყურება როგორ გაყავს დრო ლორიას პირველი წუთებიდანვე. მაკედონია თუ ძლიერია, მაშ მართლა ძლიერებთან როგორ უნდა გეთამაშათ რომც გასულიყავით? მოკლედ, მთელი გუნდის სახელით ლაპარაკს, ჯობია საკუთარი სახელით ისაუბრო. ჯაბა უნდა ლაპარაკობდეს ყველას სახელით. ეს დედოვშჩინა რო ვერ ამოიძირკვა რა. მოედანზე ყველა თანაბარია, მიუხედავად სახელისა და სტაჟისა, რადგან ერთ დიდ მიზანს ემსახურებით, საქართველოს გამარჯვებას! იმედია ესტონეთთან მაინც არ შეირცხვენთ თავს. მაღალი ბურთები ვერ გამოაქვთ საჯარიმოდან, ჩვენზე ბევრად დირკა დაცვა ყავთ. მაკედონიას ლამაზი გოლი გაუტანეს. იმედია გაითვალისწინებთ. წარმატებები ბიჭებს!
ტარტაროზი
17 ნოემბერი 2020 17:52
2
თანამედროვე ფეხბურთში საყრდენი კარგი პასით უნდა გამოირჩეოდეს რაც ამასაც და კანკავასაც ძალიან უჭირს, მარტო კაცის დაჭერა არაა საქმე!! მომავალში ნინუას ვხედავ ამ პოზიციაზე და იმედია მოუმატებს ეგ ბიჭი!!
zaza
17 ნოემბერი 2020 17:07
1
კანკავაზე ენა როგორ გიბრუნდებათ?
რაგბის ფანი
18 ნოემბერი 2020 02:18
3
როცა მოგების ჟინი არგაქვს და ისე თამაშობ თუ გამოვა გამოვა და თუ არა გკიდია ეგაა პრობლემა წაგება კიარა ბლიად
Shpiki
17 ნოემბერი 2020 21:20
1
ყოველთვის ვესწრები საქართველოს ნაკრების თამაშს ან მინიმუმ პირდაპირ ტრანსლაციას ვუყურებ ქომაგი ვარ და ვიქნები მუდამ მაგრამ.

საშინელი სანახავია იმ თამაშის ყურება როცა არანაირი შემართება და ბოლომდე ბრძოლა არ იგრძნობა.

როცა ხედავ შენი ქვეყნის რჩეულ 11 ფეხბურთელს, როგორ აბითურებს მაკედონიელი და სომეხი.

არ მჯერა, რომ მათი დამარცხება არ შეგეძლოთ უბრალოდ ყველა ფიქრობდით გოლს რო გაიტანდით, როგორ აღგეგნიშნათ, ალბათ ყველას გინდოდათ მატჩის გმირი გამხდარიყავით და ამ ფიქრებში გუნდურობა დაკარგეთ.

და ბოლოს ყველაზე ქომაგი დაზარალდა

ვაისი წავიდა აიღო ხელაფასი და კიდე მადლობა უნდა გადაუხადოთ გაწეული სამსახურისთვის.

ფედერაციაში ეძებენ მწვრთნელს, რომელიც ისევ მართვადი იქნება და უბრალოდ ხელფას აიღბს და დანარჩენს ისევ თვითონ დააკომპლექტებენ

თქვენ კიდე გამოხვალთ და ესტონეტთანაც ისევ ისე ითამაშებთ, როგორ მაკედონიასთან და სომხეთთან

ჩვენ დავრჩებით ისევ გამწარებულები ტელეეკრანებთან.
ქომაგი
17 ნოემბერი 2020 17:16
3
იმედია არ გაიმეორებს ვაისის შეცდომას სომხეთთან ორივეჯერ დააყენა ჯიღაური მარჯვენა მცველად და სამწუხაროდ ორი გოლი მის კისერზეა! არადა ტაბიძე სკამზე დატოვა,არარაფერს ვამბობ კაკაბაძეზე რომელიც ასევე სკამზე იყო! არაა ჯიღაური დამცველი და ვერ მიხვდა ვაისი რომ ეს ექსპერიმენტი არ ამართლებდა! ნავალოვსკიც არ არის საიმედო დამცველი. მოკლედ ბევრი შეცდომა დაუშვა ვაისმა.მაკედონიის მატჩიდან ამდენი ცვლილება დიდი შეცდომა იყო!
gabo
17 ნოემბერი 2020 16:49
4
რატომ იყო ამდენიტაქტიკური წუნი მაკედონიასთან შეხვედრაში და ბოლო წუთებზე გაკეთებული შეცვლები ? ხომ ვიცით რომ ჩვენს უპატრონო ქვეყანაში ყველაფერი მოსულა თუ საკუთარ კარებში ორი ბურთის "შემთხვევით" გამტანი დღეს ქვეყნის სასახელო პიროვნებაა მაშინ ვაისიც უნდა დავნიშნოთ ენერგეტიკის თუ არა თავდაცვის მინისტრად მაინც, (აბა თავდასხმის მინისტრად არაფრად ივაგებს და)ხო არც მაკედონია იტყოდა რამ
დენიმე მილიონის გადახდაზე , უცხო ქვეყნის მოქალაქე კი არა საკუთარ დედას აგინებს ბევრი ჩვენი თანამემამულე არაკაცი, ეხხ! ფულზე იყიდება ყველაფერი ამ ქვეყანაში და ტოტალიზატორის მაზავშიკები ? დაინტერესდა კი ვინმე რა ხდება , ვინ იხეირა ჩვენი მარცხით ?
???
17 ნოემბერი 2020 18:47
13
ამათ მართლა ჰგონიათ, რომ რამეს აშენებდნენ? ან ჩაკვეტაძე იგებდა მარტო, ან ხვიჩა. დანარჩენები 20 წუთში იღლებით.
რაგბის ფანი
18 ნოემბერი 2020 02:12
1
ლეჩხუმში სოფელ ჩხუტელში ბიჭები უფრო კარგად თამაშობენ ფეხბურთს ვიდრე საქართველოს ნაკრები
lechxumeli
17 ნოემბერი 2020 23:32
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული