კვეკვესკირი: რასაც ამდენი წელი ვაშენებდით, ერთი ხელის მოსმით დავანგრიეთ

AutoSharing Option
ესტონეთთან ერთა ლიგის მე-6 ტურის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრა:

"გუნდის სახელით ვლაპარაკობ. პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი ვლადიმირ ვაისს, დიდი სამუშაო გასწია ამ 5 წელში. თუმცა, სამწუხაროდ, მისი მოღვაწეობა ცუდად დასრულდა. ალბათ, ახლა გულშემატკივარს კარგი არაფერი ახსოვს მასზე, თუმცა გავა დრო და მის მოქმედებებს გარკვეულ ასპექტში დადებითად შევაფასებთ. თუნდაც ჩემთვის ბევრი უსწავლებია.

გარკვეული პრობლემები ყველა გუნდში არის. განწყობას რაც შეეხება, გუნდს ეს აქვს. დღევანდელი მდგომარეობით, გუნდში პრობლემა არ არის, პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ფეხბურთელებმა, სამწვრთნელო შტაბმა,
რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვაშენებდით, ერთი ხელის მოსმით დავანგრიეთ და ახლა ყველაფერს თავიდან ვიწყებთ.

ჩვენ კრიტიკისთვის მზად ვართ, დამსახურებული კრიტიკაც მივიღეთ.

ვაისის კიდევ ერთ ნათქვამს რაც შეეხება, ცხადია, მომავალში ზოგს არ გამოიძახებს მწვრთნელი და ეს ბუნებრივია.

მაკედონიასთან მატჩში პრობლემა ფსიქოლოგიური იყო. შესაძლოა, ზოგიერთმა ფეხბურთელმა წნეხს თავი გაართვა, თუმცა ყველამ ეს ვერ მოახერხა. გულშემატკივრები, პრესა, ჩვენ დიდი მოლოდინით ვიყავით.

თავად ფაქტი, რომ ასეთ მნიშვნელოვან მატჩს ვთამაშობდით, დადებითია. მომავალში კი ბევრი უნდა ვიშრომოთ, რათა ასეთი დატვირთვის შეხვედრების სათამაშოდ 30 წელი ლოდინი არ მოგვიწიოს.

ყველა შევთანხმდით გუნდში, რომ არასდროს ვიწუწუნებდით დანაკლისზე: კვარაზე, ჩაკვეზე, კიტეიშვილსა და შენგელიაზე. ვიცოდით, რომ მაკედონია ძლიერი იყო, ვიცოდით ჩვენი შესაძლებლობები.

ის ფეხბურთელები, ვინც გვაკლდა, ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებს სულ თამაშობენ. ვიცოდით, თუ პირველ გოლს ვერ გავიტანდით, მაკედონიას თავდაჯერება შეემატებოდა.

არც ერთ ფეხბურთელს მატჩის შემდეგ ხელი სხვისკენ არ გაუშვერია. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რადგან შესაძლებლობათა მაქსიმუმი ვერ გავაკეთეთ. გულშემატკივარი ისე დაგვხვდა, იმდენი შეტყობინება მივიღეთ.

ქართული ფეხბურთი ამ მარცხით არ დასრულებულა და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უკეთესი მომავალი გველის".

მკითხველის კომენტარები / 39 /
წრეშიბურთი მაინც ითამაშეთ ბლაიდ თუ მაინცდამაინც უნდა ითამაშოთ ნერვებს მაინც აღარ დაგვაგლიჯავთ
Papa
17 ნოემბერი 2020 21:32
3
კუში მაკედონიის მოგებაზე რამდენი იყო
კუში
17 ნოემბერი 2020 19:05
3
ამათ რაც შეეძლოთ და ითამაშეს, სუსტ გუნდებს აჯობეს და გავიდნენ, მაგასა ეძახიან აშენებულს. ამას ისიც დაემატა, რომ გადამწყვეტი ორი შეხვედრა სახლში უნდა გვეთამაშა და ამ დროს უცბად წარმოიდგინა ყველამ, რომ მაღალი მიზნებისთვის შეეძლოთ ბრძოლა. ეს თქვა კიდეც გიორგი დევდარიანმა ერთერთ გადაცემაში. მაკედონია არ იყო დაუძლეველი ბარიერი, მაგრამ ეპიზოდებში რასაც დავაკვირდი, ბურთს ერთი შეხებით ათამაშებდნენ, აპრიორი უბურთოდ ჩვენზე ბევრს მოძრაობდნენ, ავად თუ კარგად სტანდარტები და კონტრშეტევები ჩვენზე უკეთესად გამოსდიოდათ და რაც ყველაზე მთავარია, საგოლე მომენტები ჩვენზე ნაკლები ჰქონდათ და თითქმის ყველა გამოიყენეს. მწვრთნელზე საერთოდ არ მინდა რამე ვთქვა, მაგრამ იმათმა მწვრთნელმაც აჯობა ჩვენსას - 3 თამაშში კარგად შეგვისწავლა - 2 თამაშში კაცნაკლულებმა მოგება არ დაგვანებეს და ბოლოს გადამწყვეტ შეხვედრაში სულაც სახლში მოგვიგეს. აქედან დასკვნა - ჩვენი ფეხბურთელები საშუალოზე დაბალ დონეზე ასპარეზობენ და ასე წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია. უბრალოდ ყველაზე დიდი პარადოქსი ის არის, რომ დამნაშავეს მუდმივად ვეძებთ მწვრთნელში და არა უდაბლეს სათამაშო კულტურაში
: )))))))
18 ნოემბერი 2020 02:31
2
Cecxlis mokideba dizeli da garemos dabindzureba warsuls chabarda,awi elektroze gadadit. Mere ityvit magal dzabvaze varto
Levani
17 ნოემბერი 2020 17:12
0
ბრატ ყურში ხო არ ხარ, კანკავა ეგეთი სახით( როჟით) რატოა სულ? ვალი გვაქ? თუ?
vaxo
17 ნოემბერი 2020 16:02
14
Ise vaisi gaakritikes sportalshi cnobiladzem da dvalishvilma da ver davetanxmebi-kakabadze ro avida golis momentshi jabam daazgvia-ogond rato daeca miwaze es ver gavige,daje kakabamac chamoaswro da jaba gadaazgvia,dacva srulad adgilze iyo da mwvrtnels ver davabraleb ro golis momentshi taqtikurad gamogvichires-klasit,3pasis gadabmit gadzvrnen..vaisis brali kashias sastartoshi dayenebaa,sxv araferi
Levani
17 ნოემბერი 2020 17:16
2
გულწრფელად ვამბობ,საერთოდ არ მაინტერესებს დღეს რას იზავს საქართველო.სომხეთ-მაკედონიის თამაში გაცილებით მეტ ინტერესს იწვევს ჩემთვის ვიდრე თქვენი ამხანაგური რაღაც...დარწმუნებული ვარ ასეთ განწყობითაა დღეს გულშემატკივართა 80 პროცენტი.მოახერხეთ და სამ დღეში,შინ საშუალოზე დაბალი დონის გუნდებთან ყველაფერს აზრი დაუკარგეთ,მეტიც თავი შეაზიღეთ ხალხს.ფა.რჩ.აკ.ები
Master
18 ნოემბერი 2020 11:17
1
სანამ ამ ბ და c დივიზიონებს მოიგონებდენ საქართველოში ხან იტალია ჩამოდიოდა ხან ინგლისი ნაკრებიც გამოცდილებას იღებდა ისევ ის ჯობდა მაინც ვერ გავედით ევროპაზე და
givi
18 ნოემბერი 2020 00:00
2
საბჭოთა დროს არ იყო ისეთი ცენზურა როგორც აქ არის კომენტარების გაშვებისას.
$$$
18 ნოემბერი 2020 09:58
0
Vaa gadaireva kaci raa. Kaco tqven ra daangriet xalxno mogigo im kacma da gajoba xom, cudia magari vinerviule magram esetia samcuxaro realoba da unda mivigot am etapze es.
Milani
17 ნოემბერი 2020 19:26
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული