კვეკვესკირი: რასაც ამდენი წელი ვაშენებდით, ერთი ხელის მოსმით დავანგრიეთ

AutoSharing Option
ესტონეთთან ერთა ლიგის მე-6 ტურის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრა:

"გუნდის სახელით ვლაპარაკობ. პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი ვლადიმირ ვაისს, დიდი სამუშაო გასწია ამ 5 წელში. თუმცა, სამწუხაროდ, მისი მოღვაწეობა ცუდად დასრულდა. ალბათ, ახლა გულშემატკივარს კარგი არაფერი ახსოვს მასზე, თუმცა გავა დრო და მის მოქმედებებს გარკვეულ ასპექტში დადებითად შევაფასებთ. თუნდაც ჩემთვის ბევრი უსწავლებია.

გარკვეული პრობლემები ყველა გუნდში არის. განწყობას რაც შეეხება, გუნდს ეს აქვს. დღევანდელი მდგომარეობით, გუნდში პრობლემა არ არის, პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ფეხბურთელებმა, სამწვრთნელო შტაბმა,
რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვაშენებდით, ერთი ხელის მოსმით დავანგრიეთ და ახლა ყველაფერს თავიდან ვიწყებთ.

ჩვენ კრიტიკისთვის მზად ვართ, დამსახურებული კრიტიკაც მივიღეთ.

ვაისის კიდევ ერთ ნათქვამს რაც შეეხება, ცხადია, მომავალში ზოგს არ გამოიძახებს მწვრთნელი და ეს ბუნებრივია.

მაკედონიასთან მატჩში პრობლემა ფსიქოლოგიური იყო. შესაძლოა, ზოგიერთმა ფეხბურთელმა წნეხს თავი გაართვა, თუმცა ყველამ ეს ვერ მოახერხა. გულშემატკივრები, პრესა, ჩვენ დიდი მოლოდინით ვიყავით.

თავად ფაქტი, რომ ასეთ მნიშვნელოვან მატჩს ვთამაშობდით, დადებითია. მომავალში კი ბევრი უნდა ვიშრომოთ, რათა ასეთი დატვირთვის შეხვედრების სათამაშოდ 30 წელი ლოდინი არ მოგვიწიოს.

ყველა შევთანხმდით გუნდში, რომ არასდროს ვიწუწუნებდით დანაკლისზე: კვარაზე, ჩაკვეზე, კიტეიშვილსა და შენგელიაზე. ვიცოდით, რომ მაკედონია ძლიერი იყო, ვიცოდით ჩვენი შესაძლებლობები.

ის ფეხბურთელები, ვინც გვაკლდა, ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებს სულ თამაშობენ. ვიცოდით, თუ პირველ გოლს ვერ გავიტანდით, მაკედონიას თავდაჯერება შეემატებოდა.

არც ერთ ფეხბურთელს მატჩის შემდეგ ხელი სხვისკენ არ გაუშვერია. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რადგან შესაძლებლობათა მაქსიმუმი ვერ გავაკეთეთ. გულშემატკივარი ისე დაგვხვდა, იმდენი შეტყობინება მივიღეთ.

ქართული ფეხბურთი ამ მარცხით არ დასრულებულა და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უკეთესი მომავალი გველის".

მკითხველის კომენტარები / 39 /
მართლა მაგარი კაცი ხარ!!
wbc
17 ნოემბერი 2020 16:31
15
კვეკვესკირი ზედმეტად შემორჩა ყაზახეთს, მიმაჩნია რო იქედან ასევე კანკავა, ესეც უნდა წამოვიდეს.
ziko
18 ნოემბერი 2020 14:41
0
არაუშავს ბიჭებო თქვენ ყველაზე მეტად ხართ გულდაწყვეტილები თუმცა მაგით ტრაგედია არ უნდა შევქმნათ წინ კიდევ ბევრი ფინალი გველოდება. მადლობა ვაისს გაწეული შრომისათვის და იმ წარმატებისათვის რაც მან მოუტანა ჩვენს გუნდს .
Gio
18 ნოემბერი 2020 11:07
0
კარგი საყრდენი, გუნდის ნახევარია, მის ირგვლივ იწყობა გუნდი, რაც უფრო ძლიერია საყრდენი, მით უკეთესია გუნდი, კარგად გამოიყურებოდი, მაგრამ უფრო მეტია საჭირო, ფლანგები ისეთი გვეყოლება, რომ დიდი შედეგის მოტანა შეგიძლიათ, კიდევ მოვა გაზაფხული, ც ლიგას მოვიგებთ და მანდ ვიქნებით.
კვეკვეს
18 ნოემბერი 2020 01:19
0
Qomagi bodishi dislaiki damechira-martali xar
Levani
17 ნოემბერი 2020 18:11
3
მემგონი ჯაბას წასვლის მერე ნაკრებს ახალი და მაგარი კაპიტანი ჰყავს...!
თემო
18 ნოემბერი 2020 02:10
3
საქართველოს ნაკრები ყოველთვის ინდივიდუალური მოთამაშეების გუნდი იყო, ის ძველი ნაკრებიც კი თუ რაიმე წარმატებებს მიაღწია ცალკეულ მატჩში, მაგ. მსოფლიოს მესამე პრიზიორ ბულგარეთთან, ძირითადად ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე და არა გუნდური თამაშის ხარჯზე. დაგვაკლდა შემსრულებლები და ჩამოიშალა ხუხულასავით. მაკედონიასთან მატჩზე, შეტევა რაც გვყავს, ვხედავთ, ისე მძიმედ ამუშავებდნენ ბურთს მოწინააღმდეგეს საჯარიმოსთან, ფეხბურთს თამაშობდნენ თუ რაგბს, ვერ ვიგებდი. სტანდარტულებიდან რაიმე ხიფათი (გოლზე აღარ ვლაპარაკობ) 0, ჩაწოდებები 0, 2 ზუსტი პასი არ გამოსდიოდათ, შესაბამისად მაკედონიაც და სომხეთიც პრესინგს მიმართავდნენ და დადიოდნენ ჩვენები ბატებივით, პასს თუ ვერ აძლევ, ინდივიდუალურად თუ ვერ ატყყუებ, ჩაწოდებას ვერ ასრულებ, აბა რაღას თამაშობ, ავტოგოლის იმედზე იყვნენ?
გიორგი
18 ნოემბერი 2020 11:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული