რამაზ სვანაძე: ბევრ ცვლილებას არ გავაკეთებთ - შეტევაში რამდენიმე ჩანაფიქრი გვექნება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის უკანასკნელ ტურში ესტონეთს უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე რამაზ სვანაძემ ისაუბრა, რომელიც ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში უხელმძღვანელებს:

"ნაკრების მწვრთნელობა მოულოდნელი და სასიამოვნო, საამაყო სიურპრიზი იყო, ნამდვილად არ ველოდი.

მადლობას გადავუხდი ვლადიმირ ვაისს და მის ბოლო პრესკონფერენციაზე კომენტარს არ გავაკეთებ, ეს სწორი არ იქნება.

ბევრ ცვლილებას არ გავაკეთებთ, ეს გუნდი 5 წელი იყო ერთად, შეტევაში, ბურთის კონტროლის მხრივ სწორი აქცენტები ისმებოდა.

ცვლილებებისთვის დრო არ გვაქვს, მხოლოდ შეტევაში გვექნება რამდენიმე ჩანაფიქრი და იმედია, გამოგვივა.

ჩემი მთავარი ამოცანა გუნდის განწყობის ამაღლებაა.
ნაკრების ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია და ხვალ მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ".

მკითხველის კომენტარები / 26 /
ლორია ტაბიძე ხოჭოლავა კვირკველია კაკაბაძე კვეკვესკირი კანკავა ზურიკო ყაზაიშვილი ლობჟანიძე და მიქელთაძეს ვნახავდი საქმეში (ქვილითაიას ტრავმა თუ არ აქვს)
KA
18 ნოემბერი 2020 14:20
2
არსებული სასტავიდან გამომდინარე ასეთ შემადგენლობას დავაყენებდი. 4-4-2. მაკარიძე-კაკაბაძე,ხოჭოლავა,დვალი,ტაბიძე,-აბურჯანია,დავითაშვილი,ნავალოვსკი,მიქელთაძე,-- და ლობჟანიძე,ლობჯანიძე
ვაისა
17 ნოემბერი 2020 22:06
24
კაი გადავცემთ ბიჭებს ძაან გაუხარდებათ!
გენიოსა
18 ნოემბერი 2020 02:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული