ესტონელთა მწვრთნელი: ქართველები უტევთ, მომენტებს ქმნით, თუმცა ევროპის ტოპ დონისთვის მეტია საჭირო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ესტონეთის ეროვნული გუნდის დამრიგებელმა კარელ ვოოლაიდმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

"ეს ნაკრებთა უმაღლესი დონეა და შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა ფეხბურთელებს განვითარებაში შევუწყო ხელი. ჯგუფში მაინც ბოლო ადგილზე გავალთ, მაგრამ გვსურს გამოსვლა მოგებით დავასრულოთ.

მე ვნახე, როგორ დახვდნენ თქვენს ფეხბურთელებს მაკედონიასთან მატჩის წინ, ვუყურებ თქვენი ფეხბურთის ისტორიის ამსახველ ფოტოებს. ასეთ მდგომარეობაში იყო ესტონეთი 2012 წელს, როცა ირლანდიელებს ვეთამაშებოდით. ჩვენთანაც დიდი მოლოდინი ჰქონდა ხალხს.

ვლადიმირ ვაისმა კარგი სამუშაო გასწია, თუმცა ახლა თქვენს გუნდში დიდი იმედგაცრუებაა. ეს
გასაგებიც არის, მაგრამ გუნდს უნდა ენდოთ, ცხოვრება გრძელდება. არც ესტონეთს უდგას კარგი დრო.

სტადიონზე ვიყავი, როცა ესტონეთმა საქართველოს 3:0 მოუგო. მაშინ საქართველო საუკეთესო ფორმაში არ იყო, მოტივაციაც აკლდა. ქართველები უტევთ, მომენტებს ქმნით, თქვენ მაღალი დონის ფეხბურთელები გყავთ, თუმცა ევროპის ტოპ დონისთვის მეტია საჭირო. კვარაცხელიამ ჩვენთან საოცრად ითამაშა, ოქრიაშვილიც ძალიან კარგი ფეხბურთელია.

ახლა ოპტიმალური გუნდი შევკარით და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენს ჯგუფს თუ გადავხედავთ, ძნელია თამაშის შედეგის წინასწარმეტყველება.

43 წლის ვარ, 20 წლიდან ვმუშაობ მწვრთნელად. მითამაშია გერმანელების, ნიდერლანდელების წინააღმდეგ. ამიტომ ვერ გეტყვით, რომ ვინმესი მეშინია. ხვალ მინდა, რომ მოედანზე უძლიერეს შემადგენლობას დავუპირისპირდეთ, ოქრიაშვილს, კანკავას. თქვენი კაპიტანი განსაკუთრებული ფეხბურთელია, ამ ასაკში ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს და იმედი მაქვს, ხვალ თქვენი ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელები ითამაშებენ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
სპორტულ ჟურნალისტებს ორიოდე სიტყვას ვეტყვი: თავი დაანებეთ ახლად გამოჩენილი ქართველი ტალანტების გადამეტებულ ქებას( ჩაკვეტაძე და კვარაცხელია ლამის ცაზე აიყვანეთ). უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელები არიან და ბევრი სხვა კარგი ფეხბურთელებიც გვყავს საბედნიეროდ.გაწონასწორებულად შეაქეთ ,იეფორიაში ნუ ხართ ბატონებო.ჩემი აზრით ჟურნალისტებიც ქმნით გარკვეულ ფსიქოლოგიურ ამინდს.რაც შეეხება მაკედონიასთან ფინალურ შეხვედრას სწორე დ რომ ფსიქოლორად წავაგეთ.ხვიჩა და ლევანი რომ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებდით.მე მჯერა საქართველოს ნაკრებს უახლოეს მომავალში დიდი წარმატებები ელის.სულ მალე ევროპის გრანდებსაც დავამარცხებთ.დიდი ზეიმები იქნება საქართველოში.წარმატებები ბიჭებო .მე თქვენი მჯერა !
თემო
10:42 18-11-2020
1
ორივე ერთმანეთზე მკვდრები ვართ,1-1 გავაგოროთ და მშვიდობიანად დავიშალოთო რაა..
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული