ლევან სალუქვაძე ვეტერან ფეხბურთელებს მიმართავს

AutoSharing Option
გადაცემა "იმედის ფსონის" ეთერში ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ საკმაოდ მწვავე თემები განიხილა.

"პატივს ვცემ ყოველთვის ჩვენს ნებისმიერი თაობის ვეტერან ფეხბურთელებს. სიტყვას ვერ ამოაღებინებ, ყველაფერი კარგად არის, იმის ბრალი არ არის, ამის ბრალი არ არის, მასზე ვერაფერს ვიტყვი, არაკორექტულია. თქვე კაი ხალხო, თქვენ თუ არ თქვით, სპეციალისტები თქვენ ხართ, აბა, მშენებლები მოვიყვანოთ თუ მეხანძრეები და იმათ გავარჩევინო თამაში?

თქვით რამე, ამოიღეთ ხმა. ერთი სიტყვა არ გამიგია ჩვენი სათაყვანებელი ფეხბურთელებისგან, შეაფასეთ და თქვით, ამისა და ამის ბრალია, ეს ასე არ
დაუძახეს და ეს ისე არ გააკეთეს. არაკორექტული რატომ არის ეს?

თქვენს ძველ გულშემატკივრებს და თქვენ ვინც გეთაყვანებოდათ, ვისაც ახარებდით, იმ ხალხთანაა უხერხული, რომ არ ეუბნებით არაფერს. რუმენიგე, კლინსმანი და მათეუსი გამოდიან და თავიანთ მოსაზრებას ამბობენ, ხსნიან თამაშს. აგვიხსენით რაღაცები, გვითხარით თქვენი მოსაზრება, ვიკამათოთ, თქვენ იყავით ის დიდი გამარჯვების მომტანები და გეთქმით ეს სიტყვები, თქვით. ნუ ცდილობთ, ურთიერთობას გაუფრთხილდეთ, არაფერია მოსარიდებელი.

მიბაძეთ გია ჭიაბრიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ გუნდი გადამწვარი და ფსიქოლოგიურად გადამწვარი იყო და ამიტომ წააგო ეს თამაშიო. სწორედ ამიტომ ვაფასებ მას.

თუ არ ილაპარაკეთ, ისევ ასე გაგრძელდება. მოვემზადებით, ვიღაცას მოვუგებთ, ვიწვალებთ და შედეგი არ მოვა. ასე რომ, ყველამ გავარჩიოთ და ვთქვათ, ვისი რა ბრალია და რატომ მივედით ამ შედეგამდე" - განაცხადა ლევან სალუქვაძემ.


მკითხველის კომენტარები / 38 /
სალუქვაძე ხერხემალს ხელი ჩააყოლე აბა...ამ ბოლო დროს რაღაცეებს ურევ
Jordan beli
18 ნოემბერი 2020 16:34
18
ამისმა დასმულმა კუშებმა გაამართლა უკვე და სხვა რამისთვისაც მოიცალა ყოჩაღ ამას თუმცა კომენტატორობა მაინც ვერ ისწავლა არადა უკვე პენსიაც უწევს მალე
კიზინგერი
18 ნოემბერი 2020 16:05
23
Ჯერ 1.2 კუში მაინც დასვი ძმურად და მერე იბაზრე
გიო
18 ნოემბერი 2020 15:50
17
აბსოლუტურად გეთანხმები ლევან... ,, მოყვარეს პირში უძრახე... " რატომ გვავიწყდება, ეს მარტო წასაკითხად კი არ დაგვიწერეს..
კახა
18 ნოემბერი 2020 15:45
4
ფეხბერთი ეს ცოცხალი ორგანიზმია რომელიც სულმუდამ ვითარდება აი ამიტომაც არის ამდენი მიმდინარეობა მასში და რომელი სტილი გუშინ იყო პროგრესული დღეს უკვე მოძველდა ეს კიდევ არაფერია ესარი გუნდი ე. ი.პიროვნებათა კრებული რომლებსაც მწვრთნელმა გასაღები უნდა მოძებნოს და არ თქვას ამ კოტიგენტით მეტის მიღწევა შეუძლებელია დარასმთხოვთ მაშინ რად მოდიხარ?
იბერიელი68
18 ნოემბერი 2020 15:41
1
ხალხო ქეცბაია არ იყო ტრიბუნიდან რო ვეძახდით რას გადაგვაყოლე დვალიშვილს და სირაძესთქო? უკან პასი უკან პასი და 5 მცველით თამაში ქეცბაიას დროს არ იყო? ასე მალე რატო გავიწყდებათ?! ქეცბაიამ კარგი ნაკრებს კვიპროსიდან უფრო გაუკეთა 4 ფეხბურთელის მუდმივ პრაქტიკას ვგულისხმობ, თორე აქედან რო გინება ფურთხებით გააგდეთ დაგავიწყდათ? და მართლებიც იყო მაშინ გულშემატკივარი! ახლა რატო გინდათ დაბრუნდეს რა გაიზარდა? საქართველოს ნაკრებს სჭირდება გამოცდილი და კომუნიკაბელური მწვრთნელი ნერვოზის გარეშე, რომელიც ფეხბურთელების დადანაშაულებით არ ახსნის წაგებას და ვაჟკაცურად თვითონ დაიბრალებს, ფეხბურთელები დადანაშაულებით იყო მუდმივად ქეცბა დაკავებული, რომ მესის თვითონ ვერ დაბადებდა და ნაკრების ფეხბურთელები კიდე არ ვარგოდნენ, შენ მწვრთნელი რო ხარ კომბინაციები უნდა დაამუშაო, კუთხური და ჯარიმა რო ვერ ჩაგვიწოდებია 20 წელია! არავისზე ნაკლებადარ მიყვარს და ვაფასებ ქეცბას მარა ჩვენი ნაკრების მწვრთნელად არ გამოდგება!
სალუქვაძე კიდე ერთ-ერთია იმ ცოტა ჟურნალისტთაგან რომელიც რასაც ფიქრობს იმას ამბობს და ტრ.კს არ ულოკავს ფედერაციას!
ბასკი
18 ნოემბერი 2020 15:04
2
დაგვიანებულია ლევან, ქართულმა ფეხბურთმა გულშემატკივარი დაკარგა, მწვრთნელების, ვეტერანების, ფედერაციის ერთობლივმა, ათწლეულობით ნაჩიჩინებმა ლოზუნგმა - "თქვენ ფეხბურთის არაფერი გესმით" - შედეგი გამოიღო, ხალხმა ქართულ ფეხბურთს კარგა ხანია ზურგი აქცია, მასობრიობა გაქრა. ახალგაზრდების უმრავლესობას ქართული ფეხბურთი კიდია, ისინიც, ვისაც ზოგადად ფეხბურთი უყვარს, ჩვენსას ირონიით უყურებს. ახალგაზრდების მაქსიმუმ 20 პროცენტი და 40-60 წელს გადაცილებული თაობა, ვისაც გული შესტკივა ამინდს ვერ შექმნის. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ხელისუფლებას რომ გულშემატკივარი სტადიონზე არ დაეშვა, ხალხი მთავრობას სასახლეს აგუ-აგურ დაშლიდა, დღეს გავატარეთ, ის უმწეო, ერთეული, თანაც დაგვიანებული პროტესტის წამოკნავლება ნათელი დადასტურებაა იმისა რაც ზევით ვთქვი.
და კიდევ ერთი - ჩვენ ხუთი წელი ვუყურეთ ქეცბაიას ფეხბურთს, ხუთი წელი ვაისისას და რომელ ვეტერანებზეა საუბარი, ამას რომ იტანდნენ? ჩვენ ვეღარც ვხვდებით რა დონეზე გამო...დით, ერთ შსესარჩევ ტურნირს ვარქმევთ მეორე შესარჩევი ტურნირისათვის მზადებას, წარმოგიდგენიათ იდიოტიზმის დონე? კომუნისტებმა შედეგის არ ქონის გამო ახალკაცი მოხსნეს, ნ. ახალკაცი, ხალხო და ქეცბაია-ვაისის მსგავსი მწვრთნელები ვედრა (და არა ვედრო) ლარად წაიღეა და გამოდის, რომ იმ "ბებერ მარაზმატიკებს" უფრო ზუსტი და თანამედროვე ხედვა ქონდათ ფეხბურთზე ვიდრე ჩვენს ახალგაზრდა ჩინოვნიკებს ფედერაციაში. ასე რომ შევეგუოთ, სანამ ეს ჭაობი, რასაც საქართველოს ჩემპიონატი და ფედერაცია ქვია არ დაშრება მუდამ ამ წრეზე ვიტრიალებთ, ფეხბურთს მასობრივად გულშემატკივარი არ ეყოლება, მხოლოდ კინკილა გულშემატკივრების, ფედერაციის, მწვრთნელების, სპეციალისტების და ჟურნალისტების ფეხბურთი ესაა რასაც ვხედავთ.
goga
18 ნოემბერი 2020 14:19
4
სალუქვაძე, შენ ისწავლე ჟურნალისტობა არ ჯობია? ქეცბას სიმართლე არ მოგეწონა და გადაწყვიტე თავის გამოჩენა??
გოგა
18 ნოემბერი 2020 14:17
14
ოო ჭიაბრიშვილმა თუ ასე შეაფასა თამაში მაშინ ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატურებიდან ამოიღეთ.
roma bejanidze
18 ნოემბერი 2020 14:06
9
ქეცბაიას ლანძღვის მერე სულ ოქრო-ვერცხლი რომ ამოყაროს პირიდან, ამ კაცისგან ვერ მივიღებ. კონსტანტინე გამსახურდიას მარტივი ჭეშმარიტებაა: ,,თუ გსურს აღემატებოდე მეფეს, უნდა წარმოადგენდე კიდევაც რაიმეს!"
ცოტნე
18 ნოემბერი 2020 14:01
25

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული