ლევან სალუქვაძე ვეტერან ფეხბურთელებს მიმართავს

AutoSharing Option
გადაცემა "იმედის ფსონის" ეთერში ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ საკმაოდ მწვავე თემები განიხილა.

"პატივს ვცემ ყოველთვის ჩვენს ნებისმიერი თაობის ვეტერან ფეხბურთელებს. სიტყვას ვერ ამოაღებინებ, ყველაფერი კარგად არის, იმის ბრალი არ არის, ამის ბრალი არ არის, მასზე ვერაფერს ვიტყვი, არაკორექტულია. თქვე კაი ხალხო, თქვენ თუ არ თქვით, სპეციალისტები თქვენ ხართ, აბა, მშენებლები მოვიყვანოთ თუ მეხანძრეები და იმათ გავარჩევინო თამაში?

თქვით რამე, ამოიღეთ ხმა. ერთი სიტყვა არ გამიგია ჩვენი სათაყვანებელი ფეხბურთელებისგან, შეაფასეთ და თქვით, ამისა და ამის ბრალია, ეს ასე არ
დაუძახეს და ეს ისე არ გააკეთეს. არაკორექტული რატომ არის ეს?

თქვენს ძველ გულშემატკივრებს და თქვენ ვინც გეთაყვანებოდათ, ვისაც ახარებდით, იმ ხალხთანაა უხერხული, რომ არ ეუბნებით არაფერს. რუმენიგე, კლინსმანი და მათეუსი გამოდიან და თავიანთ მოსაზრებას ამბობენ, ხსნიან თამაშს. აგვიხსენით რაღაცები, გვითხარით თქვენი მოსაზრება, ვიკამათოთ, თქვენ იყავით ის დიდი გამარჯვების მომტანები და გეთქმით ეს სიტყვები, თქვით. ნუ ცდილობთ, ურთიერთობას გაუფრთხილდეთ, არაფერია მოსარიდებელი.

მიბაძეთ გია ჭიაბრიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ გუნდი გადამწვარი და ფსიქოლოგიურად გადამწვარი იყო და ამიტომ წააგო ეს თამაშიო. სწორედ ამიტომ ვაფასებ მას.

თუ არ ილაპარაკეთ, ისევ ასე გაგრძელდება. მოვემზადებით, ვიღაცას მოვუგებთ, ვიწვალებთ და შედეგი არ მოვა. ასე რომ, ყველამ გავარჩიოთ და ვთქვათ, ვისი რა ბრალია და რატომ მივედით ამ შედეგამდე" - განაცხადა ლევან სალუქვაძემ.


მკითხველის კომენტარები / 38 /
ფეხბერთი ეს ცოცხალი ორგანიზმია რომელიც სულმუდამ ვითარდება აი ამიტომაც არის ამდენი მიმდინარეობა მასში და რომელი სტილი გუშინ იყო პროგრესული დღეს უკვე მოძველდა ეს კიდევ არაფერია ესარი გუნდი ე. ი.პიროვნებათა კრებული რომლებსაც მწვრთნელმა გასაღები უნდა მოძებნოს და არ თქვას ამ კოტიგენტით მეტის მიღწევა შეუძლებელია დარასმთხოვთ მაშინ რად მოდიხარ?
იბერიელი68
18 ნოემბერი 2020 15:41
1
ორი ფრაზა ავიღოთ აქედან. პირველი - "სპეციალისტები თქვენ ხართ" (ვეტერანებს მიმართავს და უპირატესობას ანიჭებს). მეორე - "ვიკამათოთ".
დასკვნა: სპეციალისტს რატომ უნდა ეკამათო? მარკა აიწიო? გადაცემა გააპიარო? ან კიდევ არის რაღაც უარესი ვერსიები.
კიდევ ერთი დასკვნა: სალუქვაძე რაღაც ძაან ატ..კებს ამ ბოლო დროს.
SL
18 ნოემბერი 2020 18:12
13
ამ დღეში ვიქნებით სულ , სანამ ბანაკებად ყოფნასა და კლანურ აზროვნებას არ შევეშვებით . ჟურნალისტმა უნდა დასვას კრიტიკული კითხვები აუცილებლად , მაგრამ ამავე დროს , ბავშვებს აუ უნდა ექაჩებოდეს პირდაპირი ეთერიდან ეშმაკის ხახაში . ამორალურმა არ შეიძლება მორალი სხვას უკითხოს . თუ ეგრე შეგტკივა გული ქართული ფეხბურთის ბედზე , მიდი აბა და თუ მაგარი ბიჭი ხარ ჩაატარე ჟურნალისტური გამოძიება და დამოუკიდებლობის შემდეგ , ვინ რა წილებში იჯდა ნაკრების ფეხბურთელების ტრანსფერებში , რამდენს იხდიდა ხალხი , გამოძახებაში , თუნდაც საქართველოს ჩემპიონატშიი რამდენი უნდოდა ძირითადში დგომას და დღესაც ბავშთა სპორტში ზოგადად როგორი ნეპოტიზმით ხდება განვითარება მომავალი თაობის , იმაზე ისაუბრე , თუ ერთი ადგილი გაქვს . სწორედ ეს გითხრათ თემურმა და ეგ არ მოგეწონად , რადგან ყველანი ერთი ქვაბიდან ჭამთ და არ გინდა აქ მენტორის როლიდან საუბარი , ადამიანები რომ გენდობოდნენ , ჯერ შენ უნდა მისცე შენი მოქმედებით მაგალითი . ამიტომაც , ნურასოდეს ვიოცნებებთ ევროპელობაზე , სანამ პოლოტიკიდან დაწყებული , ხმაკაცობა-მეგობრობით მიაზროვნებთ . ნემსაძემ თქვა გუშინ , პასუხისმგებელი ვიქნებიო : მეზობელთანო , ძმაკაცთანო და ასე შემდეგ , არა აქვს ამ ხალხს სახელმწიფოს განცდა , პირველი შენი ქვეყნის წინაშე ხარ პასუხისმგებელი , მასე რომ ფიქრობდით , იმიტომაც ვერაფერს მიაღწიეთ მაშინდელმა თაობამ . დაამთავრეეთ ეს კლანურ ძმაკაცური მმართველობა და თუ გული შეგტკივათ და არა სკამები , ყველამ ერთად უშველეთ ფეხბურთს , სანამ საწრთოდ რეფერენდუმი არ მოგვითხოვია მის გასაუქმებლად .
ATP 16
19 ნოემბერი 2020 09:32
0
ის ორი მარცხი რაც ნაკრებმა განიცადა,პირველ რიგში თქვენი ჟურნალისტების არაკომპეტენტურობის ბრალია,მერე იმ გულშემატკივრის სტადიონზე რომ არ მივიდნენ,განსაკუთრებით იმ გულშემატკივრის თამაშის წინ ჩირაღდნებით რომ დახდენ ფეხბურთელებს და გულები გაუხეთქეს, და ჩემი რათქმაუნდა. არც ფედერაცია არც მწვრთნელი და არც ფეხბურთელები ამ მარცხში იოტისოდენადაც არ არიან დამნაშავეები. მე, ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა წავაგეთ ის 2 თამაში და ჩვენ საერთოდ ახლოს არ უნდა გაგვაკარონ ქართულ ფეხბურთს.ნუ კაი ჯურნალისტებს და გულშემატკივრებს დავანებოთ თავი და მე დამაბრალეთ ,მაგით ტუ ეშველება ნაკრებს
ჩემი ბრალია?!
18 ნოემბერი 2020 13:30
10
ქვეყანა ავგიას თავლას დაემსგავსა , ჰერკულესიც ვერ გამოგვის, ყველა სფეროში ჩავისვარეთ, მოდის ჩემდედის მაგინებელი თაობა , ძველები კი სამშობლოს საზღვრებს ჰყიდიან, აქეთ ქოცმაცები იქით ნაცმაცები, შუაში არაფრის მაქნისები, უცოდინრობა, გულგრილობა , უმუშევრობა, სიღარიბე და უზნეობა და მექრთამეობა ,ნარკომანია. ლოთობა და მრუშობა, იმედი არაფრის, მომავალი ბუნდოვანი, მოშლილი ინფრასტრუქტურა, მრეწველობის ,სოფლის მეურნეობის.... მადაგახსნილი გამორჩენას გამოკიდებული ფუნქციონერები ,ვაი პოლიტიკოსები, აქ მაგარ ბიჭად ის ითვლება ვინც მეტს მოიპარავს,წაგლეჯს თანამემამულეებს, ხეგლეჯია ,პარანოიდალური მმართველი, დორბლიანი, არაადეკვატური ოპოზიცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ....და ახლა ამ ქვეყანაში სადაც ნორმალურად ადგილობრივი ჩემპიონატიც ვერ ჩაგიტარებიათ გინდათ ფეხბურთმა აგაყვავოთ ?? ხო ავყვავდებით აბა რა !აყვავყრანტალების მეტი რა დაგვრჩენია ? აქ ამ ქვეყანაში ხომ ყველაფერი იყიდება და ყველაფერი მოსულა, საკუთარ კარში გატანილი გოლების ჩათვლით?
ბაბაია
19 ნოემბერი 2020 12:18
1
ლევან სალუქვაძეს მივმართოთ ახლა აქედან ჩვენ რომ, თითონ გამოფხიზლდეს როგორც ჟურნალისტი, ვეტერანმა ფეხბურთელებმა ფეხბურთი რომ გაარჩიონ, როგორც რუმენიგე და კლინსმანი, Იქ თქვენი კოლეგები კი არ განიხილავენ ფსონებს, ვინ რამდენი მოიგო, ვის რამდენმა გაუსხა)) არამედ მართავენ საინტერესო გადაცემებს და იწვევენ ექსპერტებად, უსვამენ კითხვებს, განიხილავენ ერთად. ლევან სალუქვაძე ვითომ რომ პროფესიონალობს. თავისი საქმე აკეთოს, რუსეთის ჩემპიონატის დონე ჟურნალისტებმა წამოწიეს. და ისინი იწვევენ ზუსტად ვეტერანებს. განიხილავენ ყველა თამაშს.და ასე შემდეგ.. იმედია გამოქვეყნდება და ტყუილად არ ვწერე..
გულშემატკივარი
18 ნოემბერი 2020 23:51
8
ლევან, 100%-ით გეთანხმები. მაგრამ... მე მთელი ცხოვრება ასე ვიცხოვრე: ახლობლების რაიმე თუ არ მომეწონებოდა, პირადად ვეუბნებოდი. უმეტესობა სწორად იგებდა - ხვდებოდა, რომ კარგი მინდა მისთვის, ზოგი კი ნაწყენი რჩებოდა. მეც მეტი აღარ ვერეოდი მასთან ურთიერთობაში. მე ასე ვთვლი, თუ ვინმე ჩემი მეგობარია, ჩემთვის კარგი უნდა, შენიშვნაც უნდა მომცეს. ბევრი მიმიღია, ბევრი არასწორად ჩამითვლია. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ვთვლიდი მათ ჩემთვის კეთილმსურველებად. აბა ვინც არ მადარდებს, მას რა შენიშვნა უნდა მივცე?! სამწუხაროდ ძალიან ბევრს არ ესმის ეს, მტრად ჩაგთვლის. აი ამის ეშინიათ ამ ჩვენ ვეტერანებს. მაგრამ 1 ავიწყდებათ! ეს ვიღაცის პრობლემა კი არ არის! ეს ქვეყნის პრობლემაა. ამიტომაც მოვთხოვოდ, წყალს ნუ ჩაიგუბებენ პირში, ილაპარაკონ. იქნებ რამე ეშველოს ჩვენ ფეხბურთს!
alexandre
19 ნოემბერი 2020 11:21
1
აუუ კიდევ პოლიტიკა ტო გეყოთ რა რითვეღარ მოიღალეთ ამდენი იდიოტიზმით ვერ ვხვდები
Gio
19 ნოემბერი 2020 06:32
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული