დაუძლურებულმა საქართველოს ნაკრებმა ესტონეთსაც ვერ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის უკანასკნელ ტურში საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.

ამ შეხვედრას არც ერთი გუნდისთვის უკვე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და საქართველოს ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ვლადიმირ ვაისის ტაქტიკური სქემა არ შეცვალა. პრინციპში, რაიმეს მკვეთრად შესაცვლელად დიდი არჩევანი არც გააჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და შეუტია, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-11 წუთზე კანკავას შორიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ჰეინი დაეუფლა. მეტოქე კი დაცვაში იდგა, ზონები გადაკეტილი ჰქონდა და კონტრიერიშებზე საერთოდ არ გადადიოდა. 26-ე წუთზე
ყაზაიშვილს შეექმნა შანსი, მაგრამ მოწინააღმდეგის შეცდომით ვერ ისარგებლა, კარს ოდნავ ააცილა ბურთი.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, არავის შეეძლო სწრაფი გარღვევის განხორციელება და სტუმრები მშვიდად უმკლავდებოდნენ. დავითაშვილის ნაცვლად შეცვლაზე შესულ პაპუნაშვილს გოლკიპერმა არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ვერ უწია მიზანს. ეგ იყო და ეგ.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებს ცდა არ დაუკლია, თუმცა ამ შემადგენლობით შესაძლებლობებში ძალიან შეზღუდულია, მეტი აშკარად არ ძალუძს. შეიძლება კიდევ რამდენიმე მატჩი ათამაშო და გოლი ვერ გაიტანოს.

თბილისი."დინამო არენა"
საქართველო - ესტონეთი 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (გრიგალავა 46), ტაბიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ლობჟანიძე (მიქელთაძე 86), დავითაშვილი (პაპუნაშვილი 66), კაჭარავა (ლობჯანიძე 78)

ესტონეთი: ჰეინი, კუუსკი, პიკი, ტამი, კრეიდა, სოომეტსი (მილერი 78), ზენიოვი (მარინი 78), ვასილიევი, საპინენი, სინიავსკი (ანიერი 86), ტენისტე (ლილანდერი 81)


მკითხველის კომენტარები / 84 /
ყველამ გააკეთა თავისი საქმე, მაკედონია ევროპაზე გავიდა, სომხეთი B დივიზიონში აღზევდა, მხოლოდ ჩვენ ვყარვართ იქ სადაც ნამდვილად ჩვენი ადგილია. რატომ? ფეხბურთი არ უყვარს პასუხიმგებელ ხალხს იმდენად რომ მას ფულის სიყვარული ანაცვალონ, ჰოდა აქვთ ფული და არ გვაქვს ჩვენ ფეხბურთი. სანამ ფედერაციის პრეზიდენტობა პოლიტიკური პარტიების ერთგულებასა და მთავრობების ცვლილებებზეა დამოკიდებული და არა მათ მიერ გაკეთებულ საქმეზე, ნაჩვენებ შედეგებსა და პროფესიონალიზმზე მანამდე ვიტრიალებთ ერთ ჩაკეტილ წრეზე. დღეს სტადიონის ბანერზე ეწერა ასეთი ფრაზა "30 წელი ერთად". მხოლოდ ერთ სიტყვას ჩავამატებდი "30 წელი ერთად ნეხვში".
ირაკლი
18 ნოემბერი 2020 23:04
3
დედა რა იყო ეს აა?
მამუკა
18 ნოემბერი 2020 23:02
3
დარწმუნებული ვარ საქართველოს ჩემპიონატიდან შერჩეული 11 ფეხბურთელი ამათ აჯობებს
ზურა
18 ნოემბერი 2020 23:01
7
სამარცხვინოები ჩვენს იმედებს ამართღლებენ.ბურთს აწვალებენ და მეტი არაფერი.ბურთის შეურაწყოფაა ამათი მასზე შეხება.
gia
18 ნოემბერი 2020 23:01
2
სომხეთი ჯგუფის გამარჯვებული!)
John Wick
18 ნოემბერი 2020 23:00
6
ნაკრების მწვრთნელებს კი არა, ფეხბურთის ფედერაციას უნდა მოეკითხოს პასუხი იმ საშინელებაზე, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება!!!
პატრიოტი
18 ნოემბერი 2020 22:58
3
ლავრენტი ბერია უნდათ ამათ მწვრთნელად.
ILIA
18 ნოემბერი 2020 22:58
3
ყავდათ ქეცბაია მაგრამ მაინც არ ეშველა ამათ. სანამ ნორმალურ გუნდებში არ ითამაშებენ ჩვენი ფეხბურთელები, ვერავინ და ვერაფერი ვერ გვიშველის!
შოთა
19 ნოემბერი 2020 09:23
0
ან ქეცბაია, აგინებდა მაინც!
ქერ
19 ნოემბერი 2020 09:15
0
პირველი ტაიმის მერე სვარკაზე გადავრთე და გამისწორდა
შაკო
18 ნოემბერი 2020 22:58
2
ამაზე რა პასუხი უნდა გავცე .... რაო ეხლა რა გამართლება გვაქ?
Me
18 ნოემბერი 2020 22:57
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული