გურამ კაშია: მაქსიმუმი გავაკეთეთ, მაგრამ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ ესტონეთთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.

"საბოლოო ჯამში, ძალიან რთული შეკრება გამოგვივიდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმ მიზანს, რაც დასახული გვქონდა და რისთვისაც ორი წელი ვითამაშეთ და ვიბრძოლეთ. სამწუხაროა, რომ ვერ გავედით. გულდაწყვეტილები ვართ ფეხბურთელები, იმედგაცრუებულები.

მაქსიმუმი გავაკეთეთ, მაგრამ არ იყო საკმარისი. პირველი თამაშის შემდეგ, ალბათ, რთული იყო ფსიქოლოგიურად შემდეგი თამაშისთვის მომზადება, იმიტომ, რომ დიდი თამაში იყო თითოეული ფეხბურთელისთვის, ფსიქოლოგიურად ძალიან გაგვირთულა შემდეგ შეხვედრებზე თამაში.

დღევანდელ თამაშში მოწინააღმდეგეს ვაჯობეთ. სამწუხაროდ,
გოლი ვერ გავიტანეთ, მაგრამ საერთო ჯამში, უკეთესი გუნდი ჩვენ ვიყავით. რამდენიმე მომენტი შევქმენით და ვერ გამოვიყენეთ, რაც სამწუხაროა. უნდა მოგვეგო აუცილებლად ეს თამაში, მაგრამ არ გამოგვივიდა", - აღნიშნა გურამმა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
რას მიედ მოედება მოწინააღმდეგეს ვაჯობეთო სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს
leo
20 ნოემბერი 2020 00:19
1
თქვენ ხართ ფეხბურთის იმპოტენტები.
Status quo
20 ნოემბერი 2020 00:37
2
თქვენი თამაში თუ მაქსიმუმია,მინიმუმი რაღაა?!
ელგუჯა
19 ნოემბერი 2020 22:00
2
მაქსიმუმს როცა აკეთებ იგებ !!!!
wdf
19 ნოემბერი 2020 21:05
2
ასაკობრივ ნაკრებებს უნდა მიექცეს მეტი ყურადღება U17-U19 და ასევე 21-წლიანები.ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ვინმე უნდა ზრუნავდეს.ასაკობრივ ნაკრებებზე ჟურნალისტებმა უნდა მიაწოდონ ხალხს ინფორმაცია იქ მოთამაშე წამყვანი ფეხბურთელების გვარები უნდა იცოდნენ გულშემატკივრებმა, რადგან ისინი ქართული ფეხბურთის მომავლები არიან.კაშიამ კი და ალბათ სხვა ასაკოვანმა ფეხბურთელებმა თავისი რესურსი ამოწურეს, მათ მადლობა და ახალგაზრდებმა უნდა შეცვალონ ისინი, ეს რაც უფრო მალე მოხდება კარგი იქნება ნაკრებისთვის.
ziko
19 ნოემბერი 2020 17:20
1
რამდენ ასეთ ახალგაზრდას გაუხსნეს გზა და რამდენმა ივარგა?კონკურენციის გარეშე,ვერც ის ახალგაზრდა გაიზრდება.გაიოზ დარსაძემ დააყენა პატარა ბიჭები ნაკრებში და ისეთი ფაიქოლოგიური ტრავმა მიიღეს,თითქმის ყველა,რამდენიმე წელი დაიკარგა.
სოსო
20 ნოემბერი 2020 15:59
0
ცისარტყელასგან სხვას რას ელოდით?

P.S ახლა ამასაც დაბლოკავენ :DDD
გეგი
20 ნოემბერი 2020 15:15
2
გურამ, ხომ ხედავ რაც ის სამკლავური გაიკეთე ფეხებიც აგებლანდა და საფეხბურთო იღბალმაც ზურგი გაქცია! დროა აღიარო შეცდომა და ღმერთს პატიება სთხოვო!
aburjga
20 ნოემბერი 2020 19:57
1
ხო, და, მართლა, წყენების და შეურაცხყოფის გარეშე ძმურად -ავაშენოთ ახალი ნაკრები კვარაცხელიას და ჩაკვეტაძის ირგვლივ. ტამდნეიმე კაცი დავტოვოთ. ჩემი აზრით ესენი: ხოჭოლავა, კაკაბაძე, კანკავა, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, შენგელია, კაჭარავა, ქვილითაია+ 2 უკვე ნქხსენები ქვაკუთედი
ზურაბ
19 ნოემბერი 2020 17:29
9
22 წლის ზემოთ ყველა უნდა"მოშორდეს" ( მოშორდეს ) ნაკრებს აუცილებლად
ლოგიკა
19 ნოემბერი 2020 23:06
2
კაშო დეხბურთელების იმ იშვიათ კატეგორიას განეკუთვნება რომლებიც ფაქტიურად ნებისმიერ მდგომარეობაში (ტრავმა, დაღლილობა, უთამაშებლობა და ა შ) განუზომელ ძალას წარმოადგენს გუნდისთვის. ის ნამდვილი ლიდერი და კაპიტნად დაბადებული პიროვნებაა. განსაკუთრებით იმ პირობებში როდესაც გუნდში ბევრი ახალგაზრდას კაშოს ყოფნა არა მხოლოდ მოედანზე არამედ შეკრებაზე ბიჭების გვერდით უდიდეს ძალას წარმოადგენს. მას შეუძლია მართოს კონკრეტული თამაშის ფსიქოლოგია. მას შეუძლია თამაშის დროს გუნდის უმტკივნეულოდ გადაწყობა. კაშო მართლაც რომ შეუცვლელი ფეხბურთელია ჩვენ გუნდში და კუდევ ბევრი წელი ითავებს ამ მისიას. ის მეორე მწვრთნელია მოედანზე და საუკეთესო ფსიქოკიგი მის მიღმა. როდესაც მოედანზე გავდივართ და გვერდს კაშო გვიმაგრებს მთელი გუნდი თავდაჯერებული ხდება. ღმერთმა დიდხანს კარგად გვინყოფოს ჯაბა კანკავა მაგრამ როდესაც მოვა ის სამწუხარო დღე როდესაც ჯაბა ნაკრებს დატოვებს კაშოს სახით სტულფასოვანი შემცვლელი გვყავს კაპიტნის პოზიციაზე. იმედია სწორედ კაშო გახდება იმ გუნდის წინამძღოლი რომელიც სანუკვარ დიდ გამარჯვებებს მოგვიტანს და მიუხედავად ამ ჩაგდებული კვირისა და შედეგან სამარცხვინო ფინიშისა წინ დიდი დღეები გველოდება. 50 წელია ფეხბურთს ვიყურებ და ერთის თქმა შემიძლია. თუ გიორგი ჩაკვეტაძე არ აღმოჩნდება ტრავმებისაკენ მიდრეკილი და ლევანი ყენიას ბედს არ გაიზიარებს, თუ ხვიჩა კვარაცხელია არ მოუკლებს და პროგრესს განაგრძობს, თუ კიტეიშვილი ცოტასაც მოუმატებს და ბუნდესლიგის დონეს მიაღწევს (რაც სავსებით რეალურია). თუ ზურიკო დავითაშვილი დაიხვეწება და თავის ლიგაში და გუნდში ლიდერად იქცევა (პირველ ეტაპზე). თუ კაშო, საბა და ხოჭოლავა სტაბილურად მაღალ დონეს შეინარჩუნებენ, დამიჯერეთ მხოლოდ 1 დეტალი დააკლდება ამ “მექანიზმს” რომ ევროპა აალაპარაკოს. ამაზე უკვე ფეხბურთის ყველა სპეციალისტი წერს მსოფლიო მასშტაბით. ამ მექანიზმს აკლია შეტევების დამგვირგვინებელი. ფორვარდი რომელსაც საგოლე მომენტის რესლუზების მაღალი მაჩვენებელი ექნება და ასეთი ადამიანი, თან ქართველი, თან ახალგაზრდა, და თან უსაზღვროდ ნიჭიერი არსებობს ჟორჟ მიქუტაძის სახით. რაც სფფ-მ და მთავრობის “ფეხბურთელებმა” გაგვიკეტეს მაკედონიასთან თამაშზე ეს ღალატია და მეტი არაფერი. ერთადერთი რაც ამ სადვილიშვილო ცოდვას გამოისყიდის ამ ბიჭის გადმობირება იქნება და გარწმუნებთ კიდევ გველოდება ფლეი ოფები და დიდი ფორუმები!
ზაზა
20 ნოემბერი 2020 02:19
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული