ვინ შეცვლის ვაისს? - სფფ საქართველოს ნაკრების უცხოელი მწვრთნელის კანდიდატურას განიხილავს

AutoSharing Option
სლოვაკ ვლადიმირ ვაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება დაუსრულდა და ხუთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ პოსტი დატოვა. ფედერაცია ეროვნული გუნდის ახალი თავკაცის ძიებაშია და უკრაინული footballgazeta-ს ცნობით, ერთ-ერთ კანდიდატად იური ვერნიდუბს განიხილავს.

54 წლის ვერნიდუბი ჟიტომირშია დაბადებული, ნახევარმცველი იყო, თამაშობდა ზაპოროჟიეს "მეტალურგსა" და "ზენიტში", წვრთნიდა ზაპოროჟიეს "მეტალურგს", ლუგანსკის "ზორიასა" და ბელარუსის "შახტიორს".

მკითხველის კომენტარები / 45 /
ერთი ნაკრების მწვრთნელი გვაკლია, ამიტომაც გვინიშნავენ არაკვალიფიციურ მწვრთნელს. იქნებ როგორმე შეგვაჩერონ, ამ ქვეყნის მტრებმა. მაგრამ ქართულ ფეხბურთს ეს მოღალატეები უკვე ვეღარაფერს ვეღარ უზავენ. აწი ვინც გინდა დანიშნე.(((
პ.ს. ვაი ჩვენს პატრონს, სუფთა "ცისფერი მთებია."
ჰაჰა
02 დეკემბერი 2020 07:28
2
ვინც ჩაჯდება ფედერაცის სქემაში და არ შექმნის პრობლემებს იმას დანიშნავენ
Gio
02 დეკემბერი 2020 02:19
2
პორტუგალიელი მწვრთნელი თუ გვიშველის!
david gurgenidze
01 დეკემბერი 2020 20:25
4
ერთი ეს გამაგებინეთ ცხადაძეს რას ერჩოდით, კაცმა ფეხბურთის თამაში დააწყებინა ნაკრებს და ეგრევე გამოცვალეთ. რა არ მოგეწონათ აგვიხსენით. ეგრე უცერემონიოდ დაითხოვეთ ადამიანი და განმარტებებიც არ გაგიკეთებიათ. რამე პირადულის გამო გაუშვით თუ რა ხდება? დააბრუნეთ ცხადაძე ან გამოცვალეთ ფედერაციის პრეზი
ქსენია ძალო
02 დეკემბერი 2020 14:14
2
ეს არვიცი როგორი მწვრთნელია, მაგრამ ახალ მწვრთნელს, რომელიც მოვა, სანაკრებო გამოცდილება უნდა ქონდეს ჩემი აზრით.
შოთა
02 დეკემბერი 2020 10:20
2
ვინაიდან ფედერაციას კომპეტენცია არ ყოფნის, საჭიროა სპეციალისტები და გულშემატკივრებიც ჩაერთონ გარკვეული კვოტებით და მონაწილეობით, 33 % ჰქონდეს გულშემატკივრებს, 33% სპეციალისტებს, 33% - ფედერაციას. დასახელდეს რამდენიმე კანდიდატი, საუკეთესო შეირჩეს ვინც მეტ ხმას დააგროვებს
თენგაბი
02 დეკემბერი 2020 10:18
1
იმედია ახალი მწვრთნელი გამოიძახებს დავით თარგამაძეს.
Giorgi kakaladze
01 დეკემბერი 2020 21:13
31
აბა რაა ჭანტურიასაც აბა რაა აბა რაა
შაკო
02 დეკემბერი 2020 11:11
0
წაიკითხეთ კომენტარები და მიხვდებით, რომ ბოტები აქაც მუშაობენ, სადაც ტიკარაძე და გახარიაა ნახსენები, რამდენი დისლაიქია, ,ეს სამარცვინოები ესენი. ბრიყვივით რომ აცეცებს თვალებს უცოდინრობისაგან. რა გახდა ქართველის მოწვევა, ჭიაბრიშვილი მოეყვანათ თუნდაც, თუ ცხადაძეზე გართულება აქვთ. სანამ ვითმინოთ ეს ბიუჯეტის ვირთხები. უეჭველი დიდ ხელფასს დაუნიშნავენ და მერე წილში ჩაუჯდებიან, როგორც ხდება ხოლმე ფულის გათეთრება.
ხხხხ, ტფუუუ რა
02 დეკემბერი 2020 14:56
7
რას უწუნებთ ამ კაცს?ჩვენი დონისთვის ნორმალური მწვრთნელია.აგერ ზარია ევროპა ლიგის ჯგუფში ნორმალურად ათამაშა.პროვინციული შახტიორი ბელორუსის ჩემპიონი გახადა,ბატესთან ჭიდილში.ცხადაძე ყაზახეთშია,არველაძე უზბეკეთში,ქეცბაია კვიპროსში-შეხედეთ რა ქვეყნებია,კარგები რომ იყვნენ ამ ქვეყნებში იქნებოდა ეს ხალხი???უკრაინას რომელიმე შეედრება საფეხბურთო დონით?საქრთველოში მომუშავე ყველა სპეციალისტზე ერთ თავით წინ დგას და სამწუხაროდ ცხადაძე-არველაძეზე ძლიერი სპეციალისტიც ჩანს.გვინდა თუ არა ეს უნდა დავინახოთ.თან უკრაინელია უკეთ მოერგება ქართულ მენტალობას და რეალობას.ზოგიერთისგან განსხვავებით საქართველოში ცხოვრებას და ერონულ ჩემპიონატზე სიარულსაც არ იუკადრისებს.აბა ვინ გინდათ მწვრთნელად,ძვირიან და სახელოვან სპეციალისტს ვერ ჩამოიყვანს ფედერაცია,დიდი აზრი არც ექნება ამას.ჭიაბრიშვილ,ნემსაძე ცხადაძეზე უკეთესი მწვრთნელი კი არის მგონი.
master
02 დეკემბერი 2020 09:12
10
ისიც ნახე მეგობარო,რა ფეხბურთს თამაშობენ ეს გუნდები.უკრაინა ფიზიკურ მომზადებასა და ჯანზე დგას ფეხბურთში.ვერც ქართველები ირბენენ მათ ტოლას და ვერც ის გვათამაშებს ტექნიკურ ფეხბურთს.თუ მაინც და მაინც ევროპელი გვინდა,მაშინ შესაძლოა,ყოფილმა იუგოსლავიელმა აჯობოს სხვებს.სამხრეთელები არიან და ტექნიკური ფეხბურთი უყვართ,ავათ თუ კარგად,მაინც სოციალისტური ბანაკის ქვეყანა იყო და მენტალიტეტი,მაინც უფრო მსგავსი გვექნება და თანაც ევროპასთან, უმჭიდროესი კავშირი აქვთ და იქაური ფეხბურთი,მათთვის საიდუმლო არ არის.იქაური მწვრთნელები,ევროპაშიც გამოირჩევიან,გუნდებისაგან მაქსიმუმის ამოქაჩვის უნარით...საკითხავი ის არის,ტექნიკური ფეხბურთის მოყვარულ მწვრთნელს,საიდან მოვუყვანოთ ტექნიკური ფეხბურთელები?
სოსო
02 დეკემბერი 2020 15:09
0
გეთანხმები სოსო.ხორვატი მწვრთნელი საუკეთესო ვარიანტი მგონია მე პირადად.თუმცა თუ ეროვნული ჩემპიონატის დონემ არ აიწია ძნელია ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს
Master
02 დეკემბერი 2020 17:27
0
Omar tetradze sheidzleboda tu qartveli(berdzeni) gvinda qartuladac laparakobs,chven fexburtelebsac icnobs,avtoritetic aqvs,normaluri kacia..ravici
Levani
02 დეკემბერი 2020 01:58
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული