marca: ესპანეთი საქართველოს ნაკრებთან ბარბაროსულ წინააღმდეგობას წააწყდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მუნდიალის შესარჩევ ტურნირზე B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა. წილისყრის შედეგები "მარკამ" შეაფასა და "ფურია როხასთან" "ჯვაროსნების" ჩატარებული მატჩები გაიხსენა:

"სწორედ ამ გუნდმა 1:0 დაამარცხა ესპანეთი ხეტაფეში 2016 წელს ევროპირველობაზე გამგზავრების წინ. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ესპანეთი თბილისში ბარბაროსულ წინააღმდეგობას წააწყდა და მხოლოდ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ გატანილი გოლით გაიმარჯვა, ალბასეტეში კი მეორე შეხვედრაში 2:0 სძლია".

გამოცემა აღნიშნავს, რომ არ ესიამოვნათ ერთ ჯგუფში კოსოვოსთან მოხვედრა, რადგან კატალონიის ანალოგიური პრობლემის გამო სერბებს უჭერენ მხარს და
კოსოვოსთან დიპლომატიური ურთიერთობა არა აქვთ. თუმცა, აპრილში სამთავრობო დონეზე ესპანეთსა და კოსოვოს შორის შეხვედრები გაიმართა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
უნდა წავიდნენ ნაკრებიდან:კაშია,კვერკველია, ნავალოვსკი, კანკავა (უდიდესი პატივისცემის მიუხედავად), ანანიძე, ყაზაიშვილი, კაჭარავა, გვილია.
მინდია
11:40 08-12-2020
11
კოსოვოს არაღიარებული რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრებთან რატომ ან როგორ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა?! საერთოდ დავკარგეთ გონება და საღი აზრი რა .
დევკალიონი
02:38 08-12-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული