ესპანური პრესა: საქართველოს ნაკრების პროგრესი აშკარაა და მათი დამარცხება სულ უფრო რთული ხდება

AutoSharing Option
7 დეკემბერს ციურიხში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა.

ესპანურმა საიტმა canalsur.es-მა წილისყრა შეაფასა და "ფურია როხას" მეტოქეებზე დაწერა. რა თქმა უნდა, მათ არც საქართველოს ნაკრები გამორჩენიათ.

"საქართველოს ნაკრები ჩვენთვის საკმაოდ კარგადაა ცნობილი. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ისინი ორჯერ დავამარცხეთ, 2016 წელს კი საკუთარ მოედანზე სენსაციურად, 0:1 დავმარცხდით.

როგორც კოსოვო, საქართველოს ნაკრებმაც ძალიან მოუმატა და მათი დამარცხება სულ უფრო და უფრო რთული ხდება.

მათ ოცნების ასასრულებლად
ცოტა დააკლდათ, თუმცა ერთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში თბილისში მაკედონიასთან დამარცხდნენ.

ქართველებმა რამდენიმე კვირის წინ დაასრულეს ერთა ლიგის კიდევ ერთი გათამაშებაც, სადაც მათ ხოაკინ კაპაროსის სომხეთის ნაკრებმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ამ ნაკრების ბევრი ფეხბურთელი ესპანეთში თამაშობს. მათ შორის გიორგი აბურჯანია, გიორგი პაპუნაშვილი და ოთარ კაკაბაძე არიან", - წერია საიტზე.

altmarca: ესპანეთი საქართველოს ნაკრებთან ბარბაროსულ წინააღმდეგობას წააწყდა

მკითხველის კომენტარები / 7 /
უკვე ესპანეთშიც გაუგიათ ჩვენი ნაკრების სიძლიერის შესახებ :) გვეკაიფებიან ეს .......
მარადონა
01:44 28-01-2021
0
იუმორისტები, დაცინვას კაცი არ მოუკლავს))
ლაშა
10:23 09-12-2020
2

სიახლეები პოპულარული