საქართველოს ნაკრები მუნდიალის შესარჩევ ციკლს შვედეთით იწყებს და ამთავრებს

AutoSharing Option
ცნობილი გახდა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე B ჯგუფის კალენდარი, სადაც საქართველოს ნაკრები ითამაშებს.

I ტური. 25 მარტი
შვედეთი - საქართველო

II ტური. 28 მარტი
საქართველო - ესპანეთი

III ტური. 31 მარტი
საბერძნეთი - საქართველო

IV ტური. 2 სექტებერი
საქართველო - კოსოვო

V ტური. 5 სექტემბერი
ესპანეთი - საქართველო

VI ტური. 9 ოქტომბერი
საქართველო - საბერძნეთი

VII ტური. 12 ოქტომბერი
კოსოვო - საქართველო

VIII ტური. 11 ნოემბერი
საქართველო - შვედეთი

მკითხველის კომენტარები / 24 /
ერთ კვირაში 3 თამაში, საინტერესოა რომელი ჩვენი ფეხბურთელი არის მზად ასეთი დატვირთვისთვის
მამუკა
09 დეკემბერი 2020 00:49
0
ამას ფრენებიც დავამატოთ და როდისღა უნდა ივარჯიშონ ან დაისვენონ. ორი ერთად ყოფილიყო გასვლაზე და მერე ასევე წყვილად სახლში არ შეიძლებოდა?
emigranti
10 დეკემბერი 2020 05:13
0
დიდი იმედი მაქვს რომ ამ ციკლისთვის ყველა ჩვენი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი იქნება ჯამრთელად და ახალი მწვრთნელიც გამოყენებს როტაცისთვსი და ახალი გუნდის გასაკეთებლად ფაქტია ვაისის ფორმაცის ნაკრებმა არ გამართლა და ახლა ახალი გუნდია გასაკეთებელი და ყველაფერი თავიდან დასაწყები ამისთვის ეს ჯგუფი კარგია სპარინგისთვის და ახალგაზრდა ფეხბურთელების გასინჯისთვის ვინც ნაკრების წევრებათ მოიაზრებიან.
გიო
09 დეკემბერი 2020 01:01
1
ვერ ვიხსენებ როდესმე საჩვენო კალენდარო ყოფილიყოს, როგორც ყოველთვის სამი თამაშის მერე აზრი აღარ ექნება
A
09 დეკემბერი 2020 02:01
1
პირველი ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოდ სისხლის ბოლო წვეთამდე! ამ მოტივაციით უნდა გავიდეს შესარჩევზე ნაკრები და ეს ახალგაზდა მებრძოლი ბიჭები, იმსახურებენ წნეხის და მახინჯი მიზნების გარეშე(მეორე მესამე ადგილი) ნამდვილი ფეხბურთის თამაშს ღმერთმა ინებოს რომ მწყობში იყვნენ..
პ.ს: იმედია ფედერაციას შესწევს ძალა იპოვოს მაღალი ამბიციების მკონე კარგი სპეციალისტი, მოტივატორი და უბრალოდ მწვრთნელი.!
ჩორნა
09 დეკემბერი 2020 03:27
2
სანამ თამაშს არ ისწავლიან კალენდარს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.პერსპექტივა ნული.
temo
09 დეკემბერი 2020 01:59
1
ეს რა უბედურებაა! ორი მატჩიც არაა ან შინ ან გასვლაზე. მუდამ ფრენაში იქნებიან
ვანჩოპე
09 დეკემბერი 2020 01:06
2
რა მწვრთნელი რაზე ლაპარაკობთ ჯერ ისეაც და ამ კალენდრის გადამკიდე ჩვენი ნაკრები ისე განადგურდება და შრცხვება თუმცა სირცხვილი იქით იყოს შჩვეულები არიან . შანსს ველოდით 30 წელი და გავანიავეთ ეხლა გავჩერდეთ კიდე ალბათ ერთი 30 წელი მწვრთნელი კი არა ამ საქმეს არ უშველის არაფერი.
dato
09 დეკემბერი 2020 11:14
3
აუჰ რთული ყოფილა რა-მნიშვნელობააქ კალენდარს ან ჩვენთვის უკეთესი როგორი უნდა ყოფილიყო მაინტერესებს :D სირბილი ყველასთან საჭიროა.ჩვენს ჭკუაზე როიყო ვქენიით რამეე?! ????
beqa
09 დეკემბერი 2020 10:08
0
ახლა რო ჩვენი ნაკრების მწვრთნელობას კაცი დათანხმდება,ე მალადეც ბიძია იმას.
gogka
09 დეკემბერი 2020 09:23
0
მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ - თუ რაღაც შედეგის მიღება მაინც გვინდა სამწვრთნელო შტაბი საჭიროა ეცადოს მაინც იმ 4 ძირითადი პრობლემის მოგვარებას, რომელიც თამაშის ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას მოგვცემს:
1) ყველაზე დიდი პრობლემა თამაშის შემდგომი აღდგენაა. სამწვრთნელო შტაბს სჭირდება შესაბამისი კვალიფიკაციის მწვრთნელი, რომელიც ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს ამას ადგილზევე ასწავლის;
2) ჩვენი ფეხბურთელები დაბალ ტემპში კარგად თამაშობენ, მაგრამ მაღალ ტემპს ვერ უძლებენ. ამის სწავლებაც ადგილზევე იქნება საჭირო, რადგან კლუბიდან ჩამოსული ფიზიკურად კარგად მომზადებული ქართველი ფეხბურთელი თითქმის არ არსებობს. შესაძლოა პურველი და მეორე პრობლემის მოგვარება ერთმა მწვრთნელმა შესძლოს... წინააღმდეგ შემთხვევაში 2 მწვრთნელის დამატება გახდება საჭირო;
3) ამის შემდეგ იწყება იმ შედეგისათვის მუშაობა, რასაც გულშემატკივარი წლებია ელოდება და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ფეხბურთის მენტალური მომზადების მწვრთნელის მოძიება არის აუცილებელი;
4) ბოლო ეტაპი იქნება სამწრთნელო შტაბში ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მომზადების მწვრთნელის ჩართვა.
25 მარტამდე ოთხივე პრობლემის მოგვარება არის შესაძლებელი თუ შესაბამისი კვალიფიკაციის მწვრთნელებს დაამატებენ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში.
რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს - ვფიქრობ ახალგაზრდა, ქართველი და ძალიან ამბიციური უნდა იყოს, რომელსაც სიახლეების მოსინჯვის არ შეეშინდება და შედეგის დანახვის შემთხვევაში ნაკრებში დანერგავს!
გუჯა კახაძე
09 დეკემბერი 2020 12:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული