"სამარცხვინო, დაბეჩავებული, გაუბედურებული" - ნიკა გვარამიამ ქართული ფეხბურთი წლის სირცხვილად დაასახელა

AutoSharing Option
"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა 2020 წელი შეაჯამა. 10 ნომინაცია და 10 გამარჯვებული გადაცემა "მთავარი აქცენტების" სპეციალურ ეთერში დასახელდა.

წლის დამარცხებულის ნომინაციაში გვარამიამ ქართული ფეხბურთი დაასახელა.

"წლის დამარცხებული პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით არის ქართული ფეხბურთი. წლის სამარცხვინო, დაბეჩავებული და გაუბედურებული, რომელმაც წააგო ყველაფერი და ყველასთან.

ჩვენ წავაგეთ ყველაფერი და ყველასთან და გავუშვით ისტორიული შანსი. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება სთხოვდეს პასუხს, ქართული ფეხბურთის ჩინოვნიკები სცემენ გულშემატკივრებს.

წლის დამარცხებული და დაბეჩავებული ქართული ფეხბურთია", - თქვა გვარამიამ.
მკითხველის კომენტარები / 74 /
სანამ უფასო საფეხბურთო სკოლები არ გაიხსნება მასიურად, არაფერი არ ეშველება ფეხბურთს
ioseb martiashvili
01 იანვარი 2021 20:17
5
გვარამია რომ ვინმეს სირცხვილზე დაიწყებს ლაპარაკს?!გეგონება მე გავანადგურე, უამრავი სტადიონი და სპორტის აკადემია.ახალ წელს გილოცავთ,ძვირფასო სპორტის მოყვარულებო
სოსო
01 იანვარი 2021 19:48
34
სამაგიეროდ, ლაშა ტალახაძემ მოიგო ყველაფერი, რის მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ რად გინდა, შენი გული მაინც მოუგებელი დაურჩა... ეგრე არ არის, ცუნცულ?!...
მ.ტ.
01 იანვარი 2021 19:46
23
ეგ ტალაᲮაძე და მისი წარმატებაა ამის ბოღმა გულის განმგმირავი. ამას სპორტი სულ არ ანაღვლებს, ბოღმის ნახევარ ცხოვრების წესი
: )))))))
02 იანვარი 2021 06:25
7
ლოოლ, 1-2 უქმეებია და 1 კომენტარი არ დაუწერა არავინ სალანძღავი ან პირიქით.
ბოტებიც ხალხია :D :D მაგათაც უნდათ დასვებება.
წმინდანი
01 იანვარი 2021 19:43
5
არ მევასება ეს ტიპი მაგრამ ვეთანხმები
თემო
01 იანვარი 2021 19:27
12
ატყდება ახლა ლანძღვა და ფურთხება, არადა 100% სიმართლეა.
არა თავზე გადაუსვით ხელი ჩვენ ფედერაციას და კობიაშვილს, რადგან ნაცი არაა ყველაფერზე თვალი დახუჭეთ
კახა
01 იანვარი 2021 16:32
17
ეს ის ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ნიკა გვარამიას რაიმეში ვეთანხმები
შაკო
01 იანვარი 2021 15:52
15
პარტიული ტელევიზიის ქრონიკა პლიუსის დონეზე დაყვანა უფრო სამარცხინოა მე მგონი.
mmm
01 იანვარი 2021 15:40
29
უდიდესი სირცხვილი თავად გვარამიაა და ეგ ტელევიზია საიდანაც იგინება.
ზურაბ
01 იანვარი 2021 14:46
33
საუკუნის სირცხვილი წლის სირცხვილს ასახელებს.
w
01 იანვარი 2021 14:30
25
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული