"სამარცხვინო, დაბეჩავებული, გაუბედურებული" - ნიკა გვარამიამ ქართული ფეხბურთი წლის სირცხვილად დაასახელა

AutoSharing Option
"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა 2020 წელი შეაჯამა. 10 ნომინაცია და 10 გამარჯვებული გადაცემა "მთავარი აქცენტების" სპეციალურ ეთერში დასახელდა.

წლის დამარცხებულის ნომინაციაში გვარამიამ ქართული ფეხბურთი დაასახელა.

"წლის დამარცხებული პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით არის ქართული ფეხბურთი. წლის სამარცხვინო, დაბეჩავებული და გაუბედურებული, რომელმაც წააგო ყველაფერი და ყველასთან.

ჩვენ წავაგეთ ყველაფერი და ყველასთან და გავუშვით ისტორიული შანსი. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება სთხოვდეს პასუხს, ქართული ფეხბურთის ჩინოვნიკები სცემენ გულშემატკივრებს.

წლის დამარცხებული და დაბეჩავებული ქართული ფეხბურთია", - თქვა გვარამიამ.
მკითხველის კომენტარები / 74 /
ჰო, უკარით ტაში - ვერ ხვდებით, ხო, რატო ამბობს ამას? ქართული ფეხბურთის გულმოკლული ჭირისუფალია, ბებიამისისისამ.
ვვვ
04 იანვარი 2021 18:01
7
შენ კობიაშვილს უკარი ტაში და წინ წავალთ უფრო სწორედ გავფრინდებით დდ
ლევან
08 იანვარი 2021 10:20
1
ნიკა მართალი ხარ 1000% ით.ფეხბურთი შეაზიზღეს ხალხს.
ახალგორსკი.
04 იანვარი 2021 14:56
14
და რო გაიძახით მართალს იძახის და მართალს იძახისო, რა ეგ ამბობს გამოსავალი რაშია,გამოსავალს კი არა დაცინის ქართულ ფეხბურთს და ქართველ ხალხს მასხარა ტიპია ერთი,პრობლემები ქართულ ფეხბურთში გუშინ არ დაწყებულა, სწორედ გვარამიას დროს დაიწყო პრობლემები მაგრამ მაშინ ამის გამოსვლა არავის ახსოვს,ალბათ არც გამოვიდოდა,როცა მის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძვირად ღირებული მწვრთნელები ჩამოყავდათ მაგალითად კუპერი, რომელმაც ერთი თამაში ვერ მოიგო და სტადიონებს კი ანგრევდნენ ფოთში, ზგდიდში, ბათუმში, აღარ მახსენდება კიდევ სად და სად, ახლა ატკივდა ამას ქართული ფეხბურთი დავიჯერო მე არ მჯერა ამის.ამის ნათქვამები კი სულ სხვა კონტექსტიდან ითარგმნება მიმხვედრი მიხვდება,ფეხბურთის პრობლემებზე ვეტრანებმა და ფეხბურთში კარგად ჩახედულმა ხალხმა უნდა ილაპარაკოს და რამე გამოსავალი უნდა მიძებნოს.
imereli
04 იანვარი 2021 13:42
4
აქ ვიღაცამ აიჩემა ტალახაძე,ტალახაძე გვარამია ტალახაძის გადაკვეთა იყო ჩვენი ,,სასახელო" პრეზიდენტის არჩევნები.უბრალოდ თქვა ამას აქ რა უნდაო! თუ გახსოვთ რეკლამა ორმოცდარვა
ზვიო
04 იანვარი 2021 12:35
5
მიდი გვარამ! ჯიგარი ხარ, რონ კიდევ ერთხელ ააყიყინე ეს ვითომ ფეხბურთის ზნატაკები, ხომ ხედავ ერთი არგუმენტიც არ აქვთ გარდა წინა ხელისუფლების გაცვეთილი კლიშეებით ლანძღვისა,ისე მართლა მაინტერესებს რა არის გვარამიასეული ქართული ფეხბურთის შეფასებაში საკამათო,გარდა იმისა რომ გვარამიამ გაახმოვანა შეულამაზებად.
mees
04 იანვარი 2021 12:23
5
ერთადერთი კაცი ვინც სიმართლეს ამბობს.......საქოცეთში რა ფეხბურთი უნდა იყოს,აქ მთავარია "მადლობა ბატონ ბიძინას"
ტრეი
04 იანვარი 2021 11:54
7
ხალხნო, რად გვინდა ეს ნაჩუქარი, არასამართლიანი, სამარცხვინო წაგებებზე განწირული მიღწევა?
დავფიქრდეთ:
საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ლიგის 16 გუნდი ასევე გავყოთ 4 ჯგუფად, ვათამაშოთ ერთმანეთტან, და მერე მოვაწყოთ ნახევარფინალები და ფინალი უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ, ან ევროპა-ლიგაზე საასპარეზოდ.
სად მიგვიყვანს ეს დაუფიქრებელი სისულელე? წარმატებებისკენ? საეჭვოა.
ასეთივე სისულელე თავში მოუვიდა UEFA-საც, როცა დაუშვა ევროპის უდაბლესი ეშელონის გუნდი უმაღლეს დონეზე სათამაშოდ. არა მგონია, რომ ამ უსამსრთლობამ დასჯის სახით კორონავირუსი გამოიწვია, მაგრამ UEFA დროზე გამოფხიზლდა და ამ წლიდან მეოთხე ეშელონის გუნდს უკვე აღარ დაუშვებს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე.
ასე რომ, ჯერ გავიზარდოთ, რომ მომავალში ღირსეულად გავიდეთ ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე და მოგებისთვის ვიბრძოლოთ.
კონსტანტინე
03 იანვარი 2021 22:31
2
ზევით ვიღაც წერს რომელი ფეხბურთის ექსპერტი ეს არისო:):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):)ქართულ ფეხბურთს რომ არც დედა ყავს და არც მამა(მამები უფრო პოლიტიკისკენ)ამას რათ უნდა ექსპერტობა.
lasha
03 იანვარი 2021 14:33
9
თემოს........ ამასაც ეს უნდა თუ აქ გულშემატკივრები ერთმანეთს დაერევიან და საერთოდ სადაც ეს ჩნდება იქ ყოველთვის ქაოსია და ვინმე თემოს მინდა უთხრა რა ქოცებზე ლაპარაკობს სად ფეხბურთი ბიჭო და სად გვარამია,რასაც ფეხბურთზე ეს ფიქრობს ის თვითონ არი,კაცს მაინც გავდეს ვის დაეკარგა ვის ამოუვარდა შარვლიდან და საერთოდ რა უნდა ეგ არი გასარკვევი ხო ბაია პატარაია არ დაგავიწყდეს კიდე.
ziko
03 იანვარი 2021 13:45
14
შენ ხო შეგტკივა გული ფეხბურთზე შე დალოცვილო. ამოიღე ხმა.
კმაყოფილი ხარ უმწეო ნაკრებით და გასაცოდავებული ჩემპიონატით?
oceola
03 იანვარი 2021 21:54
1
არ მომისმენია, არც ვუყურებ, მაგრამ ალბათ ერთადერთი სიმართლე თქვა ბოლო ერთ წელიწადში. საოცარი შანსი ჰქონდა დინამოსაც და ნაკრებსაც, პლეი ოფის გარდა, ც ლიგაშიც ძალიან გაუხარდა და თუკი სადმე შეგვეძლო, ყველგან ჩავფლავდით. ასეთი სამარცხვინო წელი ალბათ სხვა არც ერთ სფეროში არ გვქონია.
Lasha
02 იანვარი 2021 22:28
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული