სერხიო ბატისტა: მზად ვარ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გავხდე

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა და მოგვიანებით, მწვრთნელმა სერხიო ბატისტამ სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მზად არის საქართველოს ნაკრების ჩასაბარებლად.

"ჯგუფში, რომელიშიც საქართველოს ნაკრები მოხვდა, ყველაზე ძლიერი მეტოქე, რა თქმა უნდა, ესპანეთია, ხოლო დანარჩენები ერთი დონის გუნდები არიან.

საქართველო რთულ ჯგუფში მოხვდა, მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია.

მზად ვარ ჩამოვიდე საქართველოში და ეროვნული ნაკრები მაღალი დონის შემტევ, სანახაობრივი ფეხბურთის მიმდევარ და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოვაყალიბო,"- განაცხადა ბატისტამ.

58 წლის ბატისტამ სამწვრთნელო კარიერა 2000 წელს ურუგვაულ კლუბ "ბელა ვისტაში" დაიწყო.
შემდეგ იყო "არგენტინოს ხუნიორსი", "გოდოი კრუსი", არგენტინის ოლიმპიური ნაკრები, რომელთან ერთადაც 2008 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვა(ერთადერთი ტიტული სამწვრთნელო დონეზე), არგენტინის ნაკრები, "შანხაი შენხუა" და ბოლოს საფეხბურთო კლუბი "ყატარი".






მკითხველის კომენტარები / 82 /
"მზად ვარ ჩამოვიდე საქართველოში და ეროვნული ნაკრები მაღალი დონის შემტევ, სანახაობრივი ფეხბურთის მიმდევარ და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოვაყალიბო,"- განაცხადა ბატისტამ"- აფერისტი ხარ შენ!
Irakli
17 იანვარი 2021 14:40
3
საზღვარგარეთაც არიან აფერისტები? მეგონა, მარტო საქართველოში იყვნენ.
გიორგი
17 იანვარი 2021 23:45
0
იცი ვინ არის პესიმისტი?-კარგად ინფორმირებული ოპტიმისტია,პესიმისტი.მაგან, ჯერ კიდევ არ იცის ჩვენი ამბავი.აი როცა გაიგებს,მაშინ ვნახოთ.ჯერ კი,ნუ დავაბრალებთ აფერისტობას.ჩავთვალოთ,რომ ცუდად ინფორმირებული ოპტიმისტია.
სოსო
17 იანვარი 2021 14:59
4
ესეიგი მოლაპარაკებები მიმდინარეობს მასთან?
ბაჩი
17 იანვარი 2021 14:32
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული