სერხიო ბატისტა: მზად ვარ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გავხდე

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა და მოგვიანებით, მწვრთნელმა სერხიო ბატისტამ სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მზად არის საქართველოს ნაკრების ჩასაბარებლად.

"ჯგუფში, რომელიშიც საქართველოს ნაკრები მოხვდა, ყველაზე ძლიერი მეტოქე, რა თქმა უნდა, ესპანეთია, ხოლო დანარჩენები ერთი დონის გუნდები არიან.

საქართველო რთულ ჯგუფში მოხვდა, მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია.

მზად ვარ ჩამოვიდე საქართველოში და ეროვნული ნაკრები მაღალი დონის შემტევ, სანახაობრივი ფეხბურთის მიმდევარ და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოვაყალიბო,"- განაცხადა ბატისტამ.

58 წლის ბატისტამ სამწვრთნელო კარიერა 2000 წელს ურუგვაულ კლუბ "ბელა ვისტაში" დაიწყო.
შემდეგ იყო "არგენტინოს ხუნიორსი", "გოდოი კრუსი", არგენტინის ოლიმპიური ნაკრები, რომელთან ერთადაც 2008 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვა(ერთადერთი ტიტული სამწვრთნელო დონეზე), არგენტინის ნაკრები, "შანხაი შენხუა" და ბოლოს საფეხბურთო კლუბი "ყატარი".






მკითხველის კომენტარები / 82 /
უცხოელი თუ ჩამოგყავს უნდა ჩამოიყვანო სერიოზული მწვრთნელი, ასეთებს კი ისევ ქართველი მწვრთნელი ჯობია
gio
17 იანვარი 2021 15:15
6
ქართველები მოდაში არ არის.
ფეხბურთის გულშემატკივარი.
17 იანვარი 2021 23:47
0
"მზად ვარ ჩამოვიდე საქართველოში და ეროვნული ნაკრები მაღალი დონის შემტევ, სანახაობრივი ფეხბურთის მიმდევარ და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოვაყალიბო,"- განაცხადა ბატისტამ"- აფერისტი ხარ შენ!
Irakli
17 იანვარი 2021 14:40
3
იცი ვინ არის პესიმისტი?-კარგად ინფორმირებული ოპტიმისტია,პესიმისტი.მაგან, ჯერ კიდევ არ იცის ჩვენი ამბავი.აი როცა გაიგებს,მაშინ ვნახოთ.ჯერ კი,ნუ დავაბრალებთ აფერისტობას.ჩავთვალოთ,რომ ცუდად ინფორმირებული ოპტიმისტია.
სოსო
17 იანვარი 2021 14:59
4
საზღვარგარეთაც არიან აფერისტები? მეგონა, მარტო საქართველოში იყვნენ.
გიორგი
17 იანვარი 2021 23:45
0
რის ბატისტა, რა ბატისტა.როდის ეგ " ქართულს" ისწავლის. არგენტინიდან იფრენს ყოველდღე.საქართველოს ჩემპიონატს დაესწრება თუ არგენტინაში სავსეა ქართველები და იქ დააკვირდება და ა.შ. არაპროფესიონალების და უცოდინარობის დოღია. ერთი ვაისი გაერკვა ქართულ მენტალიტეტში და მეორე ეგ გაერკვევა
გრიგოლი1408
17 იანვარი 2021 15:24
4
მენტალიტეტში გასარკვევად კი არ ჩამოდის, ფულის გასაკეთებლად ჩამოდის.
ფეხბურთის გულშემატკივარი.
17 იანვარი 2021 23:49
0
მწვრთნელი უნდა იყოს იაპონელი, ვინმე კამიკაძის შთამომავალი.. ;)
ქუთაისელი
17 იანვარი 2021 16:13
2
ვაახ რა დღეში ვართ ხალხს ბატისტა ბატისტუტა ჰგონით.
jjj
17 იანვარი 2021 19:41
1
ბატისტა, ბატში არ აერიოთ, თორემ ბატისტუტაში, არაუშავს, კიდევ მოსულა.
გიორგი
18 იანვარი 2021 00:12
0
ფეხბურთელები ჩვენ არ გვყავს და ვის გაწვრთნაზეა თანახმა, იცის მაინც? თუ მხოლოდ ხელფასის ციფრი იცის და თანახმაა, მაშინ ოოოო.
....კობიაშვილი! შენ პირველს მოგიწევს ბიძოს ხეზე ჩამოკონწიალება, ძალიან მალე!
კ ო მ ბ ლ ე
17 იანვარი 2021 17:21
6
აბა, ყაზბეგში ხე არ ხარობს და რაზე ჩამოაკონწიალებენ.
გიორგი
18 იანვარი 2021 00:01
0
ეს ვინ ჯანდაბა? არგენტინაში ნორმალური მწვრთნელი ვერ იპოვეს რომ მესის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახადონ და ჩვენ რათ გვინდა?
dat
17 იანვარი 2021 15:28
6
მთავარ მწვრთნელს უნდა ქონდეს მაქსიმუმ 10 ათასი ხელფასი (სხვანაირად ისედაც არ გამოვა). თუ მიაღწევს შედეგს მაშინ უნდა იყოს ძალიან დიდი ბონუსები. აძლევენ მილიონებს და შედეგი იგივეა რასაც საერთოდ უმწვრთნელო გუნდი იზამდა
ზვიადი
17 იანვარი 2021 15:54
1
ბატისტას ფოლკერ ფინკე ჯობია
gogia
17 იანვარი 2021 16:06
1
სერხიო ბრატ ჩევენ ფული ბევრი არ გვაქ და რას ითხოვ ? რა მიზანი გაქ საქართველოში ? ფულის მოჭრა ? აბა მეტი შანსი არაფრისაა.
dato
17 იანვარი 2021 15:09
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული