დავით მუჯირი: ნაკრებში დროებითი მწვრთნელის დანიშვნა გამორიცხული არაა

AutoSharing Option
ტელეკომპანია "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის საკითხზე ისაუბრა.

"ოფიციალურ მატჩებამდე ორი თვეა დარჩენილი, მაგრამ ასევე ორი თვე გავიდა, რაც მთავარი მწვრთნელი არ გვყავს. ყველაზე მეტად ჩვენ ვართ დაინტერესებულები, რომ ახალი მწვრთნელი დავნიშნოთ.

ეპიდმდგომარეობა პროცესს კიდევ უფრო ართულებს. კანდიდატების გაფართოებული სია გვქონდა, როგორც უცხოელების, ასევე ქართველების. ხელს ისიც გვიშლის, რომ ოფიციალურ მატჩამდე საკონტროლო შეხვედრის გამართვაც ვერ ხერხდება. კანდიდატთა სია შემცირდა. შევეცდებით, ახალი მთავარი მწვრთნელი საზოგადოებას მალე წარვუდგინოთ.
ამ საკითხზე 24 საათი ვმუშაობთ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ იმის გამო, რომ ნაკრებს მწვრთნელი ჰყავდეს, ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ვერიდებით.

დღევანდელი მოცემულობით, დროებითი მწვრთნელის დანიშვნაც არ არის გამორიცხული. ახალ ციკლამდე საკონტროლო მატჩის ჩატარება ვერ მოესწრება. მწვრთნელს ამისთვის დრო ევროპის ჩემპიონატამდე ექნება. ამაზე ვმუშაობთ და გვინდა, ერთი ამხანაგური შეხვედრა შინ გავმართოთ და ერთი გასვლაზე, სადაც ის გუნდთან დაახლოებასა და გაცნობას მოახერხებს. მაისის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე პერიოდს ვგულისხმობ.

პირველი მატჩი შინ გვინდა, რომ სრულფასოვანი შეკრება გამოვიდეს. შესაბამის მოწინააღმდეგესაც ვეძებთ. იდეალურ შემთხვევაში წარმოდგენილი გვაქვს მწვრთნელის ყველა კრიტერიუმი – სანაკრებო გამოცდილება, იცნობს თუ არა ქართულ ფეხბურთს, ვითვალისწინებთ მის ინტერესსა და მოტივაციას, ყველა ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია. სია შევიწროვდა, ზოგიერთმა უარი თქვა. არჩევანი ამ კრიტერიუმებიდან და ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე გაკეთდება", - განაცხადა დავით მუჯირმა.


მკითხველის კომენტარები / 53 /
ასე დაღუპავთ ნაკრებს თუ თქვენ ხელში უკვე დაღუპული არარის
ასევე
27 იანვარი 2021 21:30
4
დაღუპული როგორ უნდა დაღუპო???
ჰაჰა
27 იანვარი 2021 22:41
5
რას ერჩით ცხადაძეს.... დანიშნეთ და აცალეთ მინიმუმ 3 წელი.
kkk
27 იანვარი 2021 19:51
12
დანიშნეთ ქართველი გამოცდილი მწვრთნელი (გვყავს ასეთები). თანხაც დაიზოგება, საქართველოშიც უკეთ დააკვირდებიან სიტუაციას და საბოლოო ჯამში შეიძლება საქმეც უკეთ შესრულდეს
ლევან
28 იანვარი 2021 10:21
1
ამათ რო ხიზანიშვილი დანიშნოოონ აი მართლა უნდა გაუქმდეს მერე ამ ქვეყანაში ფეხბურთი
wbc
27 იანვარი 2021 21:03
1
ნეტა თუ მომასწრებს ღმერთი იმ დღეს და იმ ფედერაციას გაფუჭებულ საქმეზე პასუხისმგებლობა რო ეკისრებოდეს ვინმეს და მინიმუმ დაკავებული თანამდებობიდან ათავისუფლებდნენ??
ეჰჰ
28 იანვარი 2021 13:54
0
გეუბნებით, დავნიშნოთ შორენა ბეგაშვილი, თუ ვერ მოვიგებთ, მის სილამაზეს მაინც გულს გადავაყოლებთ..
ქუთაისელი 2
27 იანვარი 2021 20:13
7
ბიძინიე დანიშნეთ, ატკატიც არ გაგიჭირდებათ, ისედაც ტეტიებით ხართ სავსე მანდ
gori
27 იანვარი 2021 22:48
15
რაფაელ ბენიტესი გათავისუფლდა ეხლა ხანს, იქნებ დაუკავშირდეთ და დაელაპარაკოთ, პარტია ოცნებას ფულის მეტი რა აქ, უი გამახსენდა სად სცალიათ ფეხბურთისთვის ხალხზე ზრუნავენ და ფეხბურთისთვის დრო არ რჩებათ
lechxumeli
27 იანვარი 2021 22:07
7
თქვენც დროებით უნდა დაენიშნეთ,აი მაგი იქნებოდა კარგი.Აჩვენებდით შედეგს--დარჩებოდით,არადა-- სახლში
კახა ქ.
28 იანვარი 2021 17:50
0
რა იყო, შეგიჭამათ საარჩევნოდ ფული კობიაშვილმა?!
მუმუ-ს
28 იანვარი 2021 15:22
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული