დავით მუჯირი: ნაკრებში დროებითი მწვრთნელის დანიშვნა გამორიცხული არაა

AutoSharing Option
ტელეკომპანია "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის საკითხზე ისაუბრა.

"ოფიციალურ მატჩებამდე ორი თვეა დარჩენილი, მაგრამ ასევე ორი თვე გავიდა, რაც მთავარი მწვრთნელი არ გვყავს. ყველაზე მეტად ჩვენ ვართ დაინტერესებულები, რომ ახალი მწვრთნელი დავნიშნოთ.

ეპიდმდგომარეობა პროცესს კიდევ უფრო ართულებს. კანდიდატების გაფართოებული სია გვქონდა, როგორც უცხოელების, ასევე ქართველების. ხელს ისიც გვიშლის, რომ ოფიციალურ მატჩამდე საკონტროლო შეხვედრის გამართვაც ვერ ხერხდება. კანდიდატთა სია შემცირდა. შევეცდებით, ახალი მთავარი მწვრთნელი საზოგადოებას მალე წარვუდგინოთ.
ამ საკითხზე 24 საათი ვმუშაობთ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ იმის გამო, რომ ნაკრებს მწვრთნელი ჰყავდეს, ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ვერიდებით.

დღევანდელი მოცემულობით, დროებითი მწვრთნელის დანიშვნაც არ არის გამორიცხული. ახალ ციკლამდე საკონტროლო მატჩის ჩატარება ვერ მოესწრება. მწვრთნელს ამისთვის დრო ევროპის ჩემპიონატამდე ექნება. ამაზე ვმუშაობთ და გვინდა, ერთი ამხანაგური შეხვედრა შინ გავმართოთ და ერთი გასვლაზე, სადაც ის გუნდთან დაახლოებასა და გაცნობას მოახერხებს. მაისის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე პერიოდს ვგულისხმობ.

პირველი მატჩი შინ გვინდა, რომ სრულფასოვანი შეკრება გამოვიდეს. შესაბამის მოწინააღმდეგესაც ვეძებთ. იდეალურ შემთხვევაში წარმოდგენილი გვაქვს მწვრთნელის ყველა კრიტერიუმი – სანაკრებო გამოცდილება, იცნობს თუ არა ქართულ ფეხბურთს, ვითვალისწინებთ მის ინტერესსა და მოტივაციას, ყველა ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია. სია შევიწროვდა, ზოგიერთმა უარი თქვა. არჩევანი ამ კრიტერიუმებიდან და ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე გაკეთდება", - განაცხადა დავით მუჯირმა.


მკითხველის კომენტარები / 53 /
მეტი რა გევალებათ თქვე მუქთახორებო? მწვრთნელიც ვერ მოძებნეთ
11
28 იანვარი 2021 10:09
5
დანიშნეთ დევდარიანი ან ცეცაძე, ან ორივე ერთად. აღარაა ძებნის დრო, გააკეთეთ არჩევანი და ეს ციკლი ანდეთ რომელიმეს. იმ პირობით, რომ მათ მუშაობაში არ ჩაერევით.
emigranti
28 იანვარი 2021 01:53
7
თამაშის წინ ჩაიცუცქეთ ფეხბურთელებთან ერთად და ტაქტიკა შეიმუშავეთ, რა საჭიროა მწვრთნელი, ხელფასებიც თავად დაინიშნეთ და ატკატებზე აღარ იფიქრებთ, მაინც არავინ არის მომკითხავი
kaxa
27 იანვარი 2021 22:53
9
განტევების ვაცს ეძებენ ვინც პირველ სამ თამაშს წააგებს და წავა... მაგარი სასაცილო ფედერაცია გვყავს.
ტეტე
27 იანვარი 2021 22:49
7
ბიძინიე დანიშნეთ, ატკატიც არ გაგიჭირდებათ, ისედაც ტეტიებით ხართ სავსე მანდ
gori
27 იანვარი 2021 22:48
15
კომენტარებში გაიჟღერა ხიზანიშვილის გვარმა, რა ხიზანიშვილი ხალხო კაცმა პრო ლიცენზია არ მაქვსო და ფედერაციას რომ უნდოდეს მაინც ვერ დანიშნავენ.
ცოტნე
27 იანვარი 2021 22:43
0
რაფაელ ბენიტესი გათავისუფლდა ეხლა ხანს, იქნებ დაუკავშირდეთ და დაელაპარაკოთ, პარტია ოცნებას ფულის მეტი რა აქ, უი გამახსენდა სად სცალიათ ფეხბურთისთვის ხალხზე ზრუნავენ და ფეხბურთისთვის დრო არ რჩებათ
lechxumeli
27 იანვარი 2021 22:07
8
ბენიტესი კრიტერიუმებში ვერ ჯდება, სანაკრებო გამოცდილება არ აქვს:)))))
ვაი ჩვენ, რომ ნერვები გვაწუხებს:(((
ზურა
28 იანვარი 2021 09:00
0
რაფაელ ბენიტესი გათავისუფლდა ეხლა ხანს, იქნებ დაუკავშირდეთ და დაელაპარაკოთ, პარტია ოცნებას ფულის მეტი რა აქ, უი გამახსენდა სად სცალიათ ფეხბურთისთვის ხალხზე ზრუნავენ და ფეხბურთისთვის დრო არ რჩებათ
lechxumeli
27 იანვარი 2021 22:07
7
მძინე სურათია.ფეხბურთელებიც არ არიან ფორმაში.ზოგიც უგუნდოდ..ისევ კვარას იმედზე ვართ მგონი.
ელდარი
27 იანვარი 2021 21:46
0
რაც თავი მახსოვს სულ მძიმე სურათია
პაპა
28 იანვარი 2021 10:10
1
კვარა დანარჩენი 10 ფეხბურთელის პოზიციაზეც უნდა ათამაშონ?ფიგარო კი არᲐა)))
კეკე
28 იანვარი 2021 01:28
1
კობიაშვილს სად ცალია მწვრთნელის მოსაძებნად, პარლამენტში კანონები აქვს დასაწერი.

პ.ს. სადაც სნიკიძე, კაჭარავა, კობიაშვილი და ყაველაშვილი პარლამენტარები არიან, იქ არ გამიკვირდება ვინმე პარლამენტარი რო დაგვინიშნონ ნაკრების მწვრთნელად
გიგა
27 იანვარი 2021 21:33
4
აბა, რა ნაკრები დაგვინგრია?! ხო იყო დომენტას დროს საქმე აჟურში!!!
ჰაჰა
27 იანვარი 2021 22:37
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული