eurohoops-ის ცნობით, "მურსიას" 25 წლის ამერიკელმა გამთამაშებელმა კონერ ფრენკამპმა (სიმაღლე 185 სმ) ქართული პასპორტი მიიღო და საქართველოს ნაკრებში ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირზე თებერვლის მატჩებში სერბეთთან და ფინეთთან ითამაშებს.
კონერი ამერიკის 17-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონია, 2019 წელს "ლოს-ანჯელეს ლეიკერსში" საზაფხულო ლიგაში 3 მატჩი ჩაატარა, მაგრამ კონტრაქტი არ შესთავაზეს.
ფრენკამპი ევროპაში ბულგარეთის "ბეროეში" და საბერძნეთის "რეტიმონში" თამაშობდა, შემდეგ კი "მურსიაში" გადავიდა.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში მისი საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელია: 16.5 ქულა, 2.4 მოხსნა და 3.8 პასი.
ახლა საფეხბურთოში მოვიწვიოთ ბერგკამპი;)