საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ფრანგი სპეციალისტი - ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. 43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი საფეხბურთო კარიერის დროს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006) და კონფედერაციის თასის ორგზის გამარჯვებული გახდა (2001, 2003).

ვილი სანიოლმა მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა
ლიგა (2001) და გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ (2001, 2003, 2005, 2006, 2008) მოიგო. ფრანგი სპეციალისტი 2011-13 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013-14 წლებში საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ვილი სანიოლმა მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა დაიწყო და 2014-16 წლებში ფრანგულ "ბორდოს" ხელმძღვანელობდა.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ისეთი მთავარი მწვრთნელის მოძიება, რომელიც ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ძალიან რთული იყო. აქედან გამომდინარე, მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა.

ვილი სანიოლს ძალიან წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რაც ვფიქრობ, რომ ნაკრების მოთამაშეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენი გუნდის მომავალ მთავარ მწვრთნელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაერთხელ დაუმტკიცებია.

აქტიური საფეხბურთო კარიერის შემდეგ სანიოლი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის პოსტზე მუშაობდა. ასევე მწვრთნელის რანგში წარმატებულად უმუშავია საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში და საფეხბურთო კლუბ "ბორდოში". მიუნხენის "ბაიერნში" კი იგი კარლო ანჩელოტის თანაშემწე გახლდათ.

მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მისი საფეხბურთო ფილოსოფია და თამაშის სტილი ძალიან ახლოს დგას ჩვენს ფეხბურთთან. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ვილი სანიოლი ახალგაზრდა და ამბიციური მწვრთნელია, რომელსაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. მოლაპარაკების პროცესში მომავალი მთავარი მწვრთნელი სრულად გაეცნო ინფორმაციას ჩვენი გუნდის შესახებ. მან ნახა საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობით მატჩები და ამ ყველაფრის საფუძველზე ვილი სანიოლს სჯერა ამ გუნდის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ნაკრების პოტენციალის გაცნობის შემდეგ მიიღო მან თანამშრომლობის გადაწყვეტილება. ბევრი მიმართულებით ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა.

ფეხბურთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავარ მწვრთნელთან შედეგზე ორიენტირებული ხელშეკრულება გაფორმდა. ნაკრებში ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით კონკრეტული მიზნების მიღწევის შემთხვევაში, უკვე არსებულ ორწლიან კონტრაქტს კიდევ ორწლიანი თანამშრომლობა დაემატება".

ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერა

2011-13 | საფრანგეთის ნაკრები (ტექნიკური დირექტორი)
2013-14 | საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი)
2014-16 | "ბორდო" (მთავარი მწვრთნელი)
2017 | მიუნხენის "ბაიერნი" (მწვრთნელის ასისტენტი)

ვილი სანიოლის საფეხბურთო კარიერა


2000-08 | საფრანგეთის ნაკრები (58)

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006), კონფედერაციის თასის ჩემპიონი (2001, 2003).

1995-97 | "სენტ ეტიენი"
1997-2000 | "მონაკო"

საფრანგეთის სუპერთასი (1997), საფრანგეთის ჩემპიონი (2000)

2000-09 | მიუნხენის "ბაიერნი"

უეფას ჩემპიონთა ლიგის მფლობელი (2001), საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (2001), გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონი (2001, 2003, 2005, 2006, 2008), გერმანიის თასის მფლობელი (2003, 2005, 2006, 2008), გერმანიის ლიგის თასი (2001).

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 90 /
საფრანგეთი 21 2013-2014. 21 თამაში, 15 მოგება 2 ფრე 2 წაგება. ამის მერე ბორდო 88 თამაში მთავრი მწვრთნელი, 40 მოგება. შემდეგ ანჩელოტის ასისტეტნი 2 წლის განმავლობაში. ჩემი აზრით ძალიან კაგი გამოცდილება უმაგრებს ამ ადამიანს ზურგს. მშვენიერი კანდიდატია და ძალიან დიდი იმედი მაქვს ნაკრებშიც და ასაკობრივ ნაკრებებშიც გაატარებს თავის ხაზს და სულ სხვა თამაშის სტილს შემოიტანს. მთავარია ბიჭებს ქონდეთ გუნდებში სათამაშო პრაქტიკა და ნელნელა გადავიდნენ ევროპულ ჩემპიონატებში. წარმატებები საქართველოს, წარმატებები ვილის
DAVE
16 თებერვალი 2021 11:01
2
თუ ესეთი კარფგი სპეციალისტია 5 წელი რატო არავინ იწვევდა?სახელი მითუმეტეს როგორც ფეხბურთელს განთქმული აქვს მთელ მსოფლიოში.
bako
16 თებერვალი 2021 12:11
4
97 თამაში: 41 მოგება, 28 ფრე, 26 წაგება
მოგების % - 42.27.ესაა მისი სტატისტიკა როგორც მწვრთნელის.ორი წელი კიდე არ ყოფილა ანჩელოტის თანაშემწე სულ რამდენიმე თვე იმუშავა.
თემო
16 თებერვალი 2021 13:06
1
აქ რამ ჩამოიყვანაო ზოგიერთი წერს 4 წელი უმუშევარი იყო ახლა თუ ჩვენს ნაკრებთან ერთად წარმატებას მიაჰწევს ეს მისი კარიერისთვის დიდი წინ გადაგმული ნაბიჯი იქნება და თუ ვერაფერს გააკეთებს მისი რა მიდის ისედაც უმუშევარი იყოო და არაფერს არ კარგავს
ჯონი
15 თებერვალი 2021 23:10
5
დიდი ფეხბურთელი იყო, დიდი ფხბურთი აქვს ნათამაშები იმედია ყურს დაუგდებენ,მე პირადად კარგი თვალით ვუყურებ.დიდი იმედი მაქვს ოქრიაშვილს კაშიას ყაზაიშვილს არ გამოიძახებს,განსაკუთრებით ოქრიაშვილს.
buxrika
15 თებერვალი 2021 22:26
8
ოქრი ყოველთვის ყველაზე მეტს მუშაობდა...რატომ ასე
ნუგზარ ნუცუბიძე
16 თებერვალი 2021 02:13
0
ლეგენდარული ფეხბურთელი. წარმატებები!!!
ირაკლი
15 თებერვალი 2021 20:15
2
წარმატებები ახალ მწვრთნელს და ნაკრებს. იმედია მისი რეკომენდაციებით საფრანგეთის ჩემპიონატში შეძლებენ ნაკრების ფეხბურთელები თამაშს
David
15 თებერვალი 2021 22:24
3
ყველაფერი მარტივადაა არავინ ისურვა გაეწვრთნა ნაკრები და შერჩათ ეს!! უმაღლეს დონეზე როგორც მთავარ მწვრთნელს არანაირი მიღწევა არ აქვს... იმედია აქ მიაღწევს 2 მოგებას მაინც :))
giorgi
15 თებერვალი 2021 20:21
9
ეს არის გამოცდილი მწვრთნელი და თანაც ნაკრების მწვრთნელობის გამოცდილებით?
sormona
15 თებერვალი 2021 22:34
10
არა მგონია სერიოზულმა მწვრთნელმა თუ ძალიან დიდი ჰონორარი არ შესთავაზეს რაც ჩვენთან გამორიცხულია საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა ისურვოს. სანიოლს რა აქვს დასაკარგი? არსად მუშაობდა ბოლო წლებში და თუ მან წარმატებას მიაღწია მისი კარიერისთვის მაგარია. ვნახოთ რას იზამს ვილი, წარმატებები ვუსურვოთ, ამ შესარჩევში შედეგებს არავინ თხოვს. ნაკრებში მთავარია სწორი სელექცია შეძლოს და მარტო კვარას იმედზე ნუ იქნება კიდეც, იმედია ნაკრები უფრო დალაგებულ ფეხბურთს ითამაშებს.
zaza
15 თებერვალი 2021 21:34
1
რა უბედურება გჭირთ? რას ამთხვევთ საზიზღრობებს? ჩემი აზრით მშვენიერი კანდიდატურაა. სხვა საკითხია რას მიაღწევს. რა თქმა უნდა გაუჭირდება კარგი შედეგის დადება. მაგრამ მე მაინც მაქვს იმედი. წარმატებები ვილის, საქართველოს ნაკრებს.
alexandre
15 თებერვალი 2021 21:41
7
ამასაც გააქცევენ თუ არადა დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა :DDD
გეგი
15 თებერვალი 2021 20:56
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული