რა მიზანი დაუსახა სანიოლს სფფ-იმ და რა ანაზღაურება ექნება მას - ალექსანდრე იაშვილის პასუხი

AutoSharing Option
სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ნაკრების ახალ მწვრთნელ ვილი სანიოლის შესახებ ტელეკომპანია "არგოს" ეთერში ისაუბრა.

მან განმარტება კონტრაქტზე გააკეთა და აღნიშნა, რა შემთხვევაში ჩაითვლება ფრანგი სპეციალისტის მუშაობა წარმატებულად.

"ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი 2+2 სისტემით გაფორმდა. მას დავუსახეთ კონკრეტული მიზანი - შესარჩევ ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილი უნდა დავიკავოთ და უნდა მოვიგოთ ერთა ლიგის ჯგუფი! თუკი ეს არ შესრულდება, ხელშეკრულება არ გახანგრძლივდება. რაც შეეხება ანაზღაურებას, ისიც შედეგებზე იქნება დამოკიდებული", - თქვა იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 25 მარტს შვედეთთან საგარეო
მატჩით დაიწყებს.

ჩვენი ნაკრების ჯგუფში ასევე ესპანეთი, საბერძნეთი და კოსოვო იასპარეზებენ.


მკითხველის კომენტარები / 28 /
რომელი მწვრთნელის ან რომელი პოლიტიკოსის ან დეპუტატის ხელფასი ყოფილა ჩვენს ქვეყანაში საჯარო?არარსებობს პრეცედენტი გარდა გამსახურდიას ხელისუფლებისა ეს რომ ცნობილი ყოფილიყო,თვითონ პრეზიდენტი გამსახურდია უხელფასოდ მართავდა(ვინ აცალა მართვა)ქვეყანას,მერე რაღაც მიზერული დაენიშნა კანონმდებლობით აუცილებელი და უმალ ბავშვთა სახლს ერიცხებოდა მისივე მოთხოვნით აი მოკლედ როგორ შეიძლება უახლოესი 30 წლის ისტორიის დაწერა,სულ ეს არის ჩვენი ფსევდო დამოუკიდებლობის ისტორია...
ბაჩი
17:10 20-02-2021
9
მე ხელფასის კონტრაქტმა უფრო გამაოცა! რამდენი ექნება ანაზღაურება ? ისმის კითხვა და პასუხი არის ასეთი! თუ წარმატებას მიახწევს კიდე უფრო მეტი! ანუ რა გავიგოო ? ეხლა აქ 2 მილიონი და თუ ერთა ლიგა მოიგო და მესამე ადგილზე გავედით მერე მიცემ დამატებით 2 მილიონს? თუ რა გავიგოთ?/ სანიოლთან არაფერი აგრესია არ მაქ, პირიქით რაღაცნაირად მეცოდებასავით უკვე წინასწარ, უბრალოდ ქართული პაკაზუკობა და პათხალიმობა მიშლის ნერვებს, როცა ქართველია მწვრთნელი ეგრევე ჯიბეში უყურებთ, ესო ხალხის ფულიაო და რატო არ უნდა ვიცოდეთო და ფრანგი როა ან გერმანელი იმის ხელფასის დასახელბა ტეხავს ხომ? ანუ მაგ შემთხვევაში ხალხის ფული არ არიიის?
Vasili
14:33 20-02-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული