რა მიზანი დაუსახა სანიოლს სფფ-იმ და რა ანაზღაურება ექნება მას - ალექსანდრე იაშვილის პასუხი

AutoSharing Option
სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ნაკრების ახალ მწვრთნელ ვილი სანიოლის შესახებ ტელეკომპანია "არგოს" ეთერში ისაუბრა.

მან განმარტება კონტრაქტზე გააკეთა და აღნიშნა, რა შემთხვევაში ჩაითვლება ფრანგი სპეციალისტის მუშაობა წარმატებულად.

"ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი 2+2 სისტემით გაფორმდა. მას დავუსახეთ კონკრეტული მიზანი - შესარჩევ ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილი უნდა დავიკავოთ და უნდა მოვიგოთ ერთა ლიგის ჯგუფი! თუკი ეს არ შესრულდება, ხელშეკრულება არ გახანგრძლივდება. რაც შეეხება ანაზღაურებას, ისიც შედეგებზე იქნება დამოკიდებული", - თქვა იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 25 მარტს შვედეთთან საგარეო
მატჩით დაიწყებს.

ჩვენი ნაკრების ჯგუფში ასევე ესპანეთი, საბერძნეთი და კოსოვო იასპარეზებენ.


მკითხველის კომენტარები / 28 /
გამომუშავებით ყოფილა ხელფასი?! ყველა დებილია თქვენს მეტი, არა?
ტოტო
18:23 05-03-2021
0
ეს ვერ გამიგია, ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილი წარმატებაა? ვერ გადიხარ ხო მესამე ადგილით, სხვა კალათაში მოხვედრა არ ნიშნავს შემდეგ შესარჩევში ავტომატურად გამარჯვებას, ანუ კიდევ ერთი ციკლი მინიმუმ უნდა ველოდოთ და ამის შემდეგ დავუსახოთ ჯგუფიდან გასვლა?
გელა
10:20 26-02-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული