ვილი სანიოლი: თითოეულ ქართველ ფეხბურთელს უნდა ეამაყებოდეს ეროვნული ნაკრების მაისურის ჩაცმა

AutoSharing Option
სფფ-ის "Facebook-გვერდი" საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ინტერვიუდან ნაწყვეტს აქვეყნებს.

როგორც მათ დააანონსეს, სრული ინტერვიუ 19:00 საათზე დაიდება, 1-წუთიან ნაწყვეტში კი სანიოლი ამბობს:

"ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დისციპლინის გარეშე მე ვერაფერს შევცვლი.

ფეხბურთელებს უნდა ეამაყებოდეთ ნაკრებში თამაში და მათ თავიანთი ეროვნული ნაკრების მაისურს პატივი უნდა სცენ.

თუ ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვექნება, წარმატების მიღწევას შევძლებთ. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აქ ჩამოვედი, სწორედ ეს არის. აქ წარმატების პოტენციალს ვხედავ.

ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გავზარდოთ.
ფეხბურთში ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული. 99%-ით დახარჯვა საკმარისი არასდროს არის, 100%-ით დახარჯვას კი წარმატება ყოველთვის მოაქვს", - ამბობს სანიოლი.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ვილი კამიკაძე!
ბაბუაწვერა
22 თებერვალი 2021 14:58
2
ორი სიაფანტი.
მახა
22 თებერვალი 2021 14:47
11
გუშინდელი თამაშის, განსაკუთრებით ჩემპიონის შემხედვარე, არაა გამორიცზული რომ კომპენსაციის გარეშე წავიდეს! ის კი იძახის "მზად ვართო"! სარგებლობს მაყურებლის გარეშე რომაა თამაში, ვერ გაიგონებს თავის"ხოტბას"! თქვი მაინც რო არ გამოგდის, რაღაცას შეცვლი, დაზვეწავ, არა "კარგადაა ყველაფერიო". სხვა თუ არაფერი ამ ქვეყანაში ფეხბურთი მაინც გვესმის ცოტა და თავმოყვარეობაც გვაქვს!
რატი
22 თებერვალი 2021 14:34
1
თეორიულად არ არის გამორიცხული, რომ მოხდება სასწაული და ახალ შესარჩევ ციკლს მოგებით დავიწყებთ. ეს არ იქნება კობიაშვილის დამსახურება. მაგრამ რეალურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, შესარჩევ ციკლს დავიწყებთ სამი წაგებით. კობიაშვილი სასწრაფოდ გასაგდებია.
ქ. გ.
22 თებერვალი 2021 14:03
8
არავის არაფერს ვერჩი, პესიმისტი არა ვარ, უბრალოდ ადამიანების სახით ამოცნობა მეხერხება ძალიან კარგად და პირდაპირ გეტყვით, სანიოლი ისეთ "წარმატებებს მიაღწევს" რომ ვაისისათვის ძეგლის დადგმას მოითხოვს ხალხი და 10 მილიონ ევროს მოაგროვებენ ქართველები ვლადიმირის ძეგლისათვის.
ფედერაციამ უსასტიკესი შეცდომა დაუშვა სანიოლის მოყვანით.
კაკო
22 თებერვალი 2021 13:59
18
რადგან შენი ინტუაცია ამბოობს უეჭველი ეგრე იქნება
ლშა
22 თებერვალი 2021 14:47
3
უმრავლესობას ვინც აქამდე ნაკრწგში იყო, სიამაყის გრძნობა მინიმალური ჰქონდა, რაც გამოიხატებოდა ძირითადათ დაბალი დონის კლუბებში და იქაც კი მოედანზე გასვლის უპერსპექტივობით, მათ შესახებ კი მიამიტი გულშემატკივარი შეკვეთილი სტატიებით ამაყობდა.არაა გამორიცხული რომ სწორედ რომ მედიის დამსახურებაა მთელი რიგი ფეხბურთელების ნაკრებში გამოძახება.აბა რას უნდა მივაწეროთ სრულიად ფორმადაკარგული და უთამაშებელი კონტიგენტი.
gela
22 თებერვალი 2021 13:54
2
ცოტა მსუბუქად მოექეცი თორე ასე ნახევარი ნაკრები გაგექცევა
შოკირებული გულშემატკივარი
22 თებერვალი 2021 13:09
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული