ვილი სანიოლი: თითოეულ ქართველ ფეხბურთელს უნდა ეამაყებოდეს ეროვნული ნაკრების მაისურის ჩაცმა

AutoSharing Option
სფფ-ის "Facebook-გვერდი" საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ინტერვიუდან ნაწყვეტს აქვეყნებს.

როგორც მათ დააანონსეს, სრული ინტერვიუ 19:00 საათზე დაიდება, 1-წუთიან ნაწყვეტში კი სანიოლი ამბობს:

"ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დისციპლინის გარეშე მე ვერაფერს შევცვლი.

ფეხბურთელებს უნდა ეამაყებოდეთ ნაკრებში თამაში და მათ თავიანთი ეროვნული ნაკრების მაისურს პატივი უნდა სცენ.

თუ ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვექნება, წარმატების მიღწევას შევძლებთ. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აქ ჩამოვედი, სწორედ ეს არის. აქ წარმატების პოტენციალს ვხედავ.

ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გავზარდოთ.
ფეხბურთში ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული. 99%-ით დახარჯვა საკმარისი არასდროს არის, 100%-ით დახარჯვას კი წარმატება ყოველთვის მოაქვს", - ამბობს სანიოლი.

მკითხველის კომენტარები / 24 /
მიდი ვილი,დაიხარჯე და უდისციპლინოები არ გააკარო ნაკრებს,არ გააკარო ნაკრებს აგრეთვე ისეთი ძუნწი ფეხბურთელებიც რომლებსაც არ შეუძლიათ,მეგობარს,ბომბარდირ თანაგუნდელს პენალტის დარტყმა არ დაანებონ.წარმატებები...
ბაჩი
16:21 22-02-2021
0
წინასწარ პროგნოზებისგან თავს შევიკავებ, უბრალოდ წარმატებები ვუსურვოთ ვილი სანიოლის ეროვნულ ნაკრებთან ერთად. მხოლოდ გაგვიხარდება მათი წარმატება.
ფეხბურთი
16:12 22-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული