გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
ua-football-ი ჟურნალისტ იგორ ციგანიკის ინფორმაციას ავრცელებს, რომ კიევის "დინამოდან" "ვორსკლაში" იჯარით გაშვებულმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

"არცთუ კარგი სიახლე უკრაინული ფეხბურთისთვის. გიორგი წიტაიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, მომავალში საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღოს და საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. აი, ასეთი პოზიცია აქვს ფეხბურთელს.

რამდენიმე თვის წინ წიტაიშვილს ბაბუა გარდაეცვალა, რომელიც ძალიან უყვარდა. როდესაც ფეხბურთელი ბაბუის დაკრძალვაზე მივიდა, ნათესავებმა უთხრეს, რომ ბაბუის სურვილი იყო, საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. ახლა წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში საასპარეზოდ ემზადება".

გიორგი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონია და აქამდე ორჭოფობდა,
თუ რომელ ნაკრებში ეთამაშა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეობა "სერენის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ უნდა მიიღოს და მალე ახალი მწვრთნელის, ვილი სანიოლის განკარგულებაში გადახალისებული შეტევის ხაზი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 83 /
არაა სწორი ასეთ დროს აკრიტიკო ახალგაზრდა კაცი. მიიღო პატრიოტული
გადაწყვეტილება და მორჩა. აღარ უნდა ეხლა ამას ბოდიალი - უკრაინაში არ ათამაშებდნენ და ამიტომო. მოდის და მორჩა ! შენი შვილია
და მოეფერე საქართველო. მკვდარია მანდ სხვა ბაზარი.
ჯეკო
02:59 23-02-2021
0
ხოოო, კარგია, სწორეა, ყველა ქართველი საქართველოსთვის უნდა იხარჯებოდეს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცოტა სკეპტიკურად (უფრო სწორედ გაბრაზებულად) ვარ განწყობილი, სანამ კიევის დინამოში იყო და უკრაინელები მის პერსპექტიულობაზე ლაპარაკობდნენ, საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარს ამბობდა და უკრაინისკენ იხრებოდა, ეხლა როდესაც ვერ გამოიჩინა თავი და დინამოდან ვორსლაში გაუშვეს საქართველოს ნაკრებშიც მოუნდა, თან ცოტა არ იყოს სასაცილო მიზეზით, ბაბუას უნდოდა თურმე :) მთავარია შენ გინდოდეს მეგობარო!
გისურვებ დაიმსახურო საქართველოს ნაკრებში თამაში, როგორც სათამაშო ფორმით, ისე პიროვნულად!
წარმატებები და კეთილი სურვილები
გიორგი
22:52 22-02-2021
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული