წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაშზე პირველი კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
20 წლის ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა, რომ საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიიღოს და "ჯვაროსნებში" ითამაშოს.

"ჯერ ამ თემაზე რაიმეს ლაპარაკის უფლება არ მაქვს. როდესაც კონკრეტიკა იქნება, მაშინ ყველაფერი ცხადი გახდება.

ახლა "ვორსკლას" შემადგენლობაში ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული. ამ გუნდში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. კოლექტივმა და მწვრთნელმა ჩინებულად მიმიღეს. მინდა სტაბილურობას მივაღწიო, მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მქონდეს და კიევის "დინამოში" დასაბრუნებლად თავი წარმოვაჩინო.

ვფიქრობ, ჩვენ "ვორსკლასთან" ერთად ევროტურნირებზე გასვლა ძალგვიძს. ახლა მთავარი პრობლემა მოედნები
და ამინდია. არ მეგონა, თუ მატჩებს არ გადადებდნენ და ისეთ მოედნებზე ვითამაშებთ, რომლებიც სეზონისთვის აშკარად არ არის მზად. ვფიქრობ, ეს ჩვენ, ფეხბურთელებს, ჩვენი ოსტატობის 100%-ით ჩვენებაში ხელს შეგვიშლის. ამას გარდა, ტრავმების მიღების რისკიც გაიზარდა, მით უმეტეს, ნაკრების წევრებისათვის", - ციტირებს წიტაიშვილს ua-football-ი.

მოკლედ, გიორგიმ არ დააკონკრეტა, თუმცა ქვეტექსტიდან იკითხება, რომ საქართველოს ნაკრებში მისი თამაში გადაწყვეტილი ამბავია.

მკითხველის კომენტარები / 27 /
გიორგი დღეს დიდი იმედის მომცემი ფეხბურთელია და მეტი არაფერი, ამიტომ ჯერ უნდა დადგეს საიმედო ფეხბურთელად და არჩევანს მერე გააკეთებს. ალბათ ნაადრევი იყო ამაზე ხმაურის ატეხვა. ბევრი ხმაური ხალხს აღვიძებს და ამ ხმაურით ხომ არ გააღვიძეთ უკრაინელები? ალბათ ამის შემდეგ უფრო ფხიზლად იქნებიან.
ჟორა
15:25 27-02-2021
2
კარგით მორჩით მთავარია რომმიხვდნენ თავის დროზე რამხელა შეცდომა დაუშვეს და დარემუნებულივარ არა ჩაუვრელად ეგრეთწოდებულმა კეთილისმსურველებმა ურჩიეს რა საქართველო აგერ უკრაინა დიდი შესაძლებლობები მეტი ანაზღაურება და პატარა ბიჭს რაც ჩასძახესის გაიმეორა მადლობა ხალხის რეაქციამ დააფქრათ მიხვდნენ და სწორი დასკვნა გამოიტანეს მთავარია თვითონ მოინდომოს ბევრი იშრომოს და ბურკინა ფასოდანაც შეიძლება წარმატების მიღწევა ხოლო გვარი სულ ნდა გახსოვდეს წინაპრებმა დაგვიბარეს გახსოვდეს ვისი გორისა ხარო ცოტა წიგნსაც თუ წაიკითხავთ უფრო გაიოლებთ ცხოვრებას.
კახა
03:20 25-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული