ესპანეთის ნაკრებთანაც ცარიელი ტრიბუნებით - გულშემატკივრებს სტადიონზე არ შეუშვებენ?!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ისევ მხარდაჭერის გარეშე დარჩა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმის შესახებ ისაუბრა:

"პირველი მარტიდან საქმიანობას განაახლებენ თეატრები, სპორტული კლუბები; პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) - პირველი აპრილიდან".

ასე რომ, სტადიონებზე მაყურებელთა დასწრება 1-ლი აპრილიდან იქნება ნებადართული და შესაბამისად, 28 მარტს საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ საშინაო მატჩს ესპანეთთან გულშემატკივარი ვერ დაესწრება.

თუ რა ტრაგიკული შედეგი
მოიტანა საქართველოს ნაკრებისთვის ცარიელ არენაზე თამაშმა, ამას ჩვენი შეხსენება არ სჭირდება. მხოლოდ იმას გაგახსენებთ, თუ რა განაცხადა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრის წინ ყოფილმა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა:

"დიდი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და ჩვენს ფეხბურთელებს სახლიდან ვუქომაგოთ. დარწმუნებული ვარ, ისინი ჩვენი სახლიდან მხარდაჭერით უარესად არ ითამაშებენ".

ფაქტს აღვნიშნავთ - უარესად ითამაშეს და თან, ძალიან.

მკითხველის კომენტარები / 24 /
მაკედონიასთან წაგება მაყურებლის არყოფნის გამო არ მომხდარა. ნახეთ ჩანაწერი, ჩვენებმა შეტევა ვერ დაალაგეს, ხოლო ისინი პრესინგს თამაშობდნენ და ჩაჭრილი ბურთით იწყებდნენ სწრაფ კონტრშეტევას. ეს ყველაზე ადვილად მისახვედრი ვარიანტი ვაისს აშკარად არ ქონდა გათვალისწინებული (ასე ჩანდა), თორე (თუ გინდათ მლანძღეთ) ჩვენები რომ უკან წამოსულიყვნენ და ბურთი იმათთვის მიეცათ, მინიმუმ პენლები იქნებოდა.
kaira
25 თებერვალი 2021 16:03
0
მაკედონიასთან ფეხბურთელების დანაკლისმა იმოქმედა და ამას დაემატა ისიც რომ ვაისმა აირჩია დამღუპველი ტაქტიკა.
იაგო
25 თებერვალი 2021 10:25
0
ჯარი დააყენონ სტადიონთან, მაინც მივალ და ათასობით თუ მოაწყდა ხალხი სტადიონს ძალით შევალთ. აუცილებლად ახალი თვიდან უნდა დაუშვან? 28 მარტიდან რომ დაუშვან რა მოხდება, სამ დღეში შეიცვლება კოვიდსიტუაცია? თუ გეგმაზომიერად უნდათ ფეხბურთზე არ დაგვიშვან? ყველას მოგიწოდებთ ამთავითვე მოემზადეთ სტადიონზე მოსასვლელად 28 მარტს.
murtalo
25 თებერვალი 2021 02:39
12
რაპონტია პროსტა ვერ ვხვდები ყველაფერს კრძალავენ არჩევნები კარგად ჩაატარეთ და აქ მიდის აკრძალვები არშეიძლება ესე არაააა ხაალხს მიეცით ამოსუნთქვის საშვალება.....
მდიდარაშვილი
25 თებერვალი 2021 11:26
0
ცუდ მოცეკვავეს- რა უშლიდა ხელს?
gela
25 თებერვალი 2021 16:47
0
დაუშვებენ შეზღუდულ რაოდენობას
ამო
25 თებერვალი 2021 09:43
0
rapkot bijo umakureblo pegburti ra pegburtia, umakureblo nakrebs rac mouvida makedoniastan vnaxet televiziit, mag gadackvetileba chesacvlelia, nu mikaravt , is kiara sakartvelos chempionatze unda dauchvat xalxi, marchutkachi tu cheizleba pirbadit chesvla stadionma ra daachava, problemas ver vxedav da nu kmnit zalit problemas.
KUTAISELI
25 თებერვალი 2021 09:15
1
დაოკდით 28 მარტი ჯერ შორსაა.რეგულაციები აუცილებლად შეიცვლება და იმედია უკეთესობისკენ.
დათო
25 თებერვალი 2021 10:29
1
მაყურებლის გარეშე ნამდვილად წააგებენ.
ზურა
25 თებერვალი 2021 13:41
1
აბააა, რა მოგებულ თამაშს გვართმევენ?
eeh
25 თებერვალი 2021 15:58
0
ავტოორ მალე დაბერდები-მოვა 28 და მერე ვინერვიულოთ-იქნებ არცაა სანერვიულო
Lasha
25 თებერვალი 2021 10:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული