ხვიჩა არ ჩერდება - გოლი და საგოლე პასი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რუბინმა" რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში გასვლაზე "უფა" 3:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი ყაზანელებმა 2:0 მოიგეს და ორივე გოლში მონაწილეობა ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო – ჯერ საგოლე გადაცემა დენის მაკაროვს გაუკეთა, რომელმაც ულამაზესი გოლი შეაგდო.

მალე კი თავად ხვიჩამ მოახერხა გატანა და ანგარიში 2:0 გახდა.

მეორე ტაიმში, 83-ე წუთზე ხვიჩა იგნატიევმა შეცვალა. "უფას" რიგებში კი ჯიმი ტაბიძემ სრული მატჩი ჩაატარა და უნდა ითქვას, რომ "რუბინის" სერბ ფორვარდ ჯორჯე დესპოტოვიჩს გასაქანი არ მისცა.

"რუბინმა" ამ გამარჯვებით 37 ქულა დააგროვა ("სოჭის" მსგავსად) და სატურნირო ცხრილში
მე-5 ადგილზე აინაცვლა. "უფა" კი ბოლოს წინა, მე-15 ადგილზეა 14 ქულით.
მკითხველის კომენტარები / 25 /
მგონი ხვიჩამ დიხანიაზე მეტი უნდა იმუშაოს, ზოგადად მაგარი მშრომელი ბიჭია, გაიხარე .......
???????????????
14:14 16-03-2021
0
ხვიჩა არ ჩერდებაო მერე მანდ არავინაა ისეთი ვინც გააჩერებს რაღას უყურებთ.
gogia
20:08 15-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული