ახალი სახეებით - ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 25 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის, დებიუტი შედგება.

შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს; საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მიმდინარე თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება. ვილი სანიოლმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში
რამდენიმე დებიუტანტია: საფრანგეთში დაბადებული, ბელგიური "სერენის" 20 წლის თავდამსხმელი - გიორგი მიქაუტაძე; თბილისის "ლოკომოტივის" 20 წლის მეკარე - გიორგი მამარდაშვილი; ბათუმის "დინამოს" 24 წლის მარჯვენა მცველი - გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული "ვოლფსბერგის" მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

მკითხველის კომენტარები / 123 /
საკითხავი ის არის თუ როგორ მოასწრებენ ტრამვირებული ფეხბურთელები გამოჯანმრთელობას და ფორმის აღდგენას, პრესასთან თხოვნა იქნება მეტი და დამაზუსტებელი ინფორმაცია მოგვაწოდონ ტრამვირებულებთან დაკავშირებით.პრობლემა განსაკუთრებით დაცვაში ჩანს.წარმატებები ბიჭებს.
gio gio
16 მარტი 2021 13:39
1
ეუფ! მალადეც! დასალევდ მიყავს თუ?
რატი
16 მარტი 2021 12:48
3
მაკარიძეს ტრამვა აქვს?
გიორგიპირველი
16 მარტი 2021 12:41
5
თავდასხმა კატასტროფა, ზოგადად ფეხბურთელების დიდი რაოდენობა კატასტროფა შედეგიც შესაბამისად კატასტროფა იქნება. ფედერაცია მალადეც :(((
ვილი სანიოლი არა იხვის ტოლმა
16 მარტი 2021 20:17
21
იმის ფონზე,რომ შვედეთთან გუნდს ჭირდება ფიზიკურად ძლიერი და ტანმაღალი მცველები ძალიან გამიკვირდა ლოჩოშვილის და კვირკველიას არგამოძახება,მითუმეტეს იმის ფონზე,რომ უთამაშებელი ხოჭოლავა მოხდა განაცხადში,ხოჭოლავა რომელსაც თავად არ ახსოვს როდის ითამაშა ბოლოს შახტარში. ლოჩოშვილი ფიზიკურად ძლიერია,ვოლფსბერგერის ძირითადის მცველია,სათამაშო პრაქტიკა აქვს,პლუს კვირკველია,რომელმაც რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ტურშიც ითამაშა როტორის სასტარტოში,თან კარგადაც ითამაშა.მათი არ გამოძახებით გამოდის ის რომ გრიგალავა-დვალის ტანდემი ითამაშებს შვედეთთან,ესპანეთთან და საბერძნეთთან. მარჯვნივ კაკაბაძე დადგება,ცენტრში გრიგალავა-დვალი და მარცხვნივ ტაბიძეს დააყენებენ დიდი ალბათობით. უსერიოზულესი დაცვის ხაზი იქნება....ნახევარდაცვას და შეტევას არაუშავს,მეტნაკლებად კარგადაა აქ საქმე,თუ არ ცავთვლით ლეხის სუპერსათადარიგო კვეკვესკირს და კიტეიშვილს,რომელიც როგორ მოხდა განაცხადში ვერ ვხდები.ახალ ტრამვა მოშუშული,უპრაქტიკო ეგრევე განაცხადში შეიყვანეს??რავიცი ... წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!
გიორგი-ბათუმი 97
16 მარტი 2021 16:28
4
მაკარიძე რეალში უნდა გადავიდეს რო გამოიძახონ?
მეგრელი
16 მარტი 2021 13:26
7
ჩემი აზრით შვედეთთან ეს შემადგენლობა იქნება: ლორია, უშიკაშვილი, კაკაბაძე, ეძგვერაძე, დვალი, კანკავა, კვარაცხელია, შუბითიძე, ასპინძელაშვილი.
მეორე ტაიმში შემოიყვანს მიქაუტაძეს და შათირიშვილს.
16 მარტი 2021 22:29
12
რა თქმა უნდა ამ ეტაპზე ეს სია სფფ ეკუთვნის და გასაგებია, მაგრამ გაუგებარია თუ წინა ხაზს აახალგაზრდავებ, უკან სვლას არა ცართ თუ როგორ.
ოთარი
17 მარტი 2021 09:51
0
მითქვამს და ვიმეორებ, მარტო ის ფაქტი რო "როტორ"-ში ხარ, უკვე უარყოფითად აისახება კარიერაზე. არი მაგაზე ქვევით კლუბები, მაგრამ იქ თამაში ისე დამღუპველი არაა, გირჩევთ "როტორს" თავი დააღწიოთ და სანამ ახალგაზრდები ხართ იმიჯს მიხედოთ. ეს იციან ევროპაში და თქვენ თანაზიარად აღიქმებით კორუფციული სქემებში.
kaxi
16 მარტი 2021 18:27
7
Კაია რო ყაზაიშვილი არაა.კაშიამ და კვირკველია უნდა წავიდნეენ.ხარაიშვილი და ლოჩოშვილი აკლია გუნდს.
buxrika
16 მარტი 2021 15:33
6
და მაკარიძის არყფნაც გასაკვირია
გიონატ
16 მარტი 2021 13:15
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული