სფფ-მ მოკლე ვადაში წარმატებით მოახერხა 20 წლის თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხის გადაწყვეტა, ჩვენი ეროვნული გუნდის ახალმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კი სამი უახლოესი მატჩისთვის უხმო.
მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის "მეცის" საკუთრებაა, ბელგიის "სერენში" იჯარის წესით თამაშობს, რომლის რიგებში მიმდინარე ჩემპიონატის 19 მატჩში 18 გოლი გაიტანა.
"სერენმა" მიქაუტაძეს საქართველოს ნაკრებში გამოძახება კლუბის "ტვიტერით" მიულოცა და წარმატებები უსურვა.