20 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ "მეცთან" ხელშეკრულება 2 სეზონით გაახანგრძლივა და ამ კლუბთან 2025 წლის ივნისამდეა დაკავშირებული, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული კლუბი თავისი საიტით ავრცელებს.
მიქაუტაძე "მეცს" ბელგიის "სერენში" ჰყავს განათხოვრებული, რომლის რიგებში მიმდინარე ჩემპიონატის 19 მატჩში 18 გოლი გაიტანა.
"სერენი" მეორე ლიგაში მეორე ადგილზეა და პირველ ლიგაში გადასასვლელად იბრძვის.
შეგახსენებთ, მალე მიქაუტაძემ საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიიღოს და ჩვენს ეროვნულ გუნდში იასპარეზებს.