"უნდა გავრისკოთ, შევუტიოთ, კარგი ახალგაზრდები გვყავს" - ვრცელი ინტერვიუ ვილი სანიოლთან

AutoSharing Option
Fifa-ს ოფიციალურმა საიტმა საქართველოს ნაკრების ახალ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ინტერვიუ ჩაწერა.

- როგორ მოხვდით საქართველოს ნაკრებში?

- უფრო მეტად ნაკრებში მინდოდა მუშაობა, ვიდრე კლუბში. სფფ-ის ხელმძღვანელები არიან ადამიანები, რომლებსაც გერმანიიდან საკმაოდ კარგად ვიცნობდი.

მათ საკმაოდ ამბიციური გეგმები და სამსახური შემომთავაზეს, რასაც დაუფიქრებლად დავთანხმდი.

- რატომ გსურდათ, რომ კარიერა კვლავ სანაკრებო დონეზე გაგეგრძელებინათ?

- საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობა ყოველთვის დადებითად მახსენდება. ვარ ქვეყანაში, რომელსაც განვითარება სურს და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

ჩვენ გვაქვს შედგენილი პროექტი, რომელსაც უნდა მივყვეთ... ძალიან მინდა,
რომ ამ საქმეში საქართველოს ნაკრებს გამოვადგე...

- როგორი განწყობით შეგხვდათ ქვეყანა და ეროვნული ნაკრები, როდესაც თბილისში ჩახვედით?

- თავიდანვე მივხვდი, რომ გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ვერგასვლის გამო დიდი სტრესი და იმედგაცრუება გამოიარა. ამასთან ერთად, მინდა აღვნიშნო, რომ ამ გუნდს პოტენციალი ნამდვილად აქვს, რადგან როდესაც ამ დონეს აღწევ და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის კანდიდატი ხარ, პოტენციალი ნამდვილად გაქვს.

ამ ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩნდება, რომლებიც ძალიან პერსპექტიულები არიან და დარწმუნებული ვარ, რომ მათ დიდი მომავალი ექნებათ.

ეს რეალისტური გამოწვევა და პროექტია, რომელშიც მე ჩავერთე. აქ ყველამ კარგად იცის, რომ მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოვიგებთ, მაგრამ უბრალოდ ყველას უნდა, რომ პროგრესი თვალსაჩინო იყოს.

- რა კონკრეტული მიზნები დაგისახათ სფფ-მ მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე?

- რაიმე მიზანზე საუბარი ზედმეტი იქნებოდა, რადგან ჯგუფში ისეთი მაღალი დონის ნაკრებები გვყავს, როგორებიც, მაგალითად, ესპანეთი და შვედეთი არიან.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ ქვეჯგუფში სხვა გუნდებს საქმე მაქსიმალურად გავურთულოთ. საკუთარ თავს შეზღუდვები არ უნდა დავუწესოთ, რადგან გვყავს ახალგაზრდა და ამბიციური ფეხბურთელები.

გვინდა, რომ გვქონდეს ჩვენი სათამაშო სტილი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ნაკრების წინააღმდეგ უწევს საქართველოს თამაში.

ეროვნული ნაკრების მიზანია თანამედროვე ფეხბურთთან ადაპტაცია. მოთამაშეები უნდა იყვნენ თვითდაჯერებულები და სჯეროდეთ თავიანთი ძალების, რაც ნებისმიერ თამაშში რისკზე წასვლაში შეგვიწყობს ხელს.

ჩვენ მარტო დაცვა არ უნდა ვითამაშოთ. ისეთი გუნდი, როგორიც საქართველოა, უშანსოდ იქნება, თუ არ გარისკავს.

შენ უნდა გამოიწვიო მეტოქე და შემდეგ მას შეცდომები დააშვებინო. მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩავედი, ვგრძნობ, რომ ყველას აქვს სურვილი, კურსი შეიცვალოს.

ქართველებს დიდი სიამაყე აქვთ და მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც ევროპულ ასპარეზზე ნელ-ნელა გამოჩენას იწყებენ.

- თქვენი აზრით, რა იქნება კარგი შედეგი მომავალ შესარჩევ ციკლში?

- ვფიქრობ, კარგ შედეგად უნდა ჩაითვალოს მესამე ადგილზე გასვლა. რა თქმა უნდა, ბრწყინვალე იქნება, თუ ჯგუფიდან გასასვლელად ვიბრძოლებთ, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ.

ახლანდელ პერიოდში ხელს ბევრი ფაქტორი გიშლის. მაგალითად, სტადიონზე არ არის გულშემატკივარი, კოვიდის გამო უფრო რთული გახდა მგზავრობა და ა.შ.

- ვინ არის თქვენი კერპი და გაიხსენეთ თქვენი ფავორიტი შეხვედრა მუნდიალიდან...

- ჩემი კერპი როჟე მილაა, რომელმაც 40 წლის ასაკში კამერუნის ნაკრების მაისურით გოლი გაიტანა და შემდეგ მოედანზე იცეკვა! რაც შეეხება ფავორიტ შეხვედრას, ის 1986 წლის ბრაზილია-საფრანგეთია. მაშინ მხოლოდ 9 წლის ვიყავი და მატჩს მამასთან ერთად ვუყურებდი.

ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად კი პელეს ვთვლი, რომელიც უბრალოდ ყველას აღფრთოვანებას იწვევდა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
Ჩვენი შეტევის მეიმედებაა.აუ წიტაიშვილიც გვყოლოდა დაგლიჯავდაა
buxrika
18:20 24-03-2021
3
შამილის შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს ჩვენი ნაკრების მოთამაშეებს საფრანგეთსა და გერმანიაში,მაგალითად ასეთ გუნდებში (აბურჯანია ,კიტეიშვილი,ლობჟანიძე,შენგელია,კანკავა ალბათ ისედაც ვფიქრობ ლიგა1 გუნდში გადავა ამ ზაფხულს,კვირკველია,კაკაბაძე?ბორდო,მარსელი,სენტეტიენი,ვერდერი,ახლა შალკე ვარდება და კობისაც შეუძლია შალკეზსი მოაწყოს ვინმე ნაკრების ფეხბურთელი ან ჰერტაში,თუ როგორ გამოიყენებენ ამ შანსს ფეხბურთელები ეს მათზეა დამოკიდებული.
ბაჩი
14:31 24-03-2021
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული