საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლი მარცხით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთთან 0:1 დამარცხდა.

მწვრთნელი ახალი, გადახალისებული გუნდი და განახლებული იმედი - ასე შეხვდა საქართველოს ნაკრები მორიგი ციკლის დაწყებას და მისმა ახალმა თავკაცმა სანიოლმა მოედანზე შემადგენლობა გაიყვანა, რომელიც უფრო დაცვითი იყო, ვიდრე შემტევი. „ჯვაროსანთა“ ზოგიერთ ფეხბურთელს ასეთ მაღალ დონეზე და ასეთი მეტოქის წინაშე არასოდეს უასპარეზია და თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ.

ორივე გუნდმა თამაში ფრთხილად დაიწყო, ტემპი მაღალი არ იყო, მე-14 წუთზე კონტრშეტევაზე ქვილითაია ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა და
ბურთს მეკარე დაეუფლა. საპასუხო იერიშისას უკვე ლორიას მოუწია კულუსევსკის დარტყმულის მოგერიება. ჩვენმა გოლკიპერმა 25-ე წუთზეც გვიხსნა, როდესაც ისაკს არ დაანება გატანა. 35-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს - იბრაჰიმოვიჩის პასი კლასონმა მიიღო, ჩაბრაძე ჩამოიცილა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ სანიოლმა ცოტა არ იყოს უცნაური ცვლილება განახორციელა, კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე კიტეიშვილი შეუშვა. მართალია, ხვიჩა ჩვეულად ვერ აქტიურობდა, მაგრამ მოწინააღმდეგე კონტრიერიშებზე სივრცეებს ტოვებდა და თუ რამ სხვა მიზეზი არ იყო, სწრაფი გარემარბის გაყვანა მთლად მართებული არ გახლდათ.

მეორე ტაიმი პირველზე უფრო დუნედ მიმდინარეობდა, მეტოქე თამაშის გამწვავებას არ ცდილობდა, ჩვენი გუნდი კი სახიფათოდ ვერ უტევდა და „ჯვაროსანთა“ თავკაცმა საყრდენების (კანკავა და კვეკვესკირი) ნაცვლად გვილია და შენგელია შეუშვა, რაც შეტევის ხაზის გაძლიერების სურვილით იყო ნაკარნახევი. თუმცა ამით არაფერი შეიცვალა. შვედების პრაგმატული სტრატეგია თვალსაჩინო შეიქნა - იგებდნენ, ჩვენს გუნდს უნდა შეეტია და მშვიდად შანსის მოლოდინში იყვნენ.

კარგად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული ბერიძე, რომლის სახიფათო გარღვევას შედეგი არ მოჰყვა, შემდეგ კი შენგელიას დარტყმული ნორდფელდტმა მოიგერია. მერე მიქაუტაძემ ქვილითაია შეცვალა და ეგ იყო და ეგ.

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი მატჩით ძნელია დასკვნების გამოტანა, მაგრამ დაპირებული რისკიანი თამაში რომ ვერ ვიხილეთ, ფაქტია.

სოლნა.“ფრენდს არენა“
შვედეთი - საქართველო 1:0
გოლი: კლასონი (35)

შვედეთი: ნორდფელდტი, ლუსტიგი (კრაფტი 83) , ლინდელეფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი, კულუსევსკი, ლარსონი, ოლსონი (ეკდალი 68) (სვანბერგი 74) , კლასონი (ფორსბერგი 74), ისაკი, იბრაჰიმოვიჩი (ქუაისონი 83)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა (გვილია 59), კვეკვესკირი (შენგელია 59), აბურჯანია, ლობჟანიძე (ბერიძე 78), კვარაცხელია (კიტეიშვილი 46), ქვილითაია (მიქაუტაძე 84)

მკითხველის კომენტარები / 120 /
დიდი ხანია ნაკრები განახლებას საჭიროებს (ამ ჯგუფიდან გასვლის შანსი არ გვაქვს და ახალი გუნდი მაინც გავაკეთოდ). ახალგაზრდებს მეტი შანსი უნდა მიეცეს, მიქაუტაძეს, კიტეიშვილს, შენგელიას, ბერიძეს, ზივზივაძეს, ჩაკვეტაძე იმედია ფორმაში შევა, ლოჩოშვილს და ნინუასაც უნდა მიეცეთ შანსი... ქვილითაიას რატომ ათამაშებენ ძირითადში გაუგებარია.
ქომაგი
26 მარტი 2021 14:12
1
ისესიმღერით მაინცდამაინც ვერ მღერიან, თუ ყავთ სიმღერის მასწავლებელი და თუ არა რატომ?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
26 მარტი 2021 04:57
1
როგორც ამერიკელები იტყვიან, ვიზოუთ კომენთ
ჰაი
26 მარტი 2021 02:30
2
ხვიჩა რატომ შეცვალა ნუ თუ დაზიანება მიიღო?
ზკ
26 მარტი 2021 02:26
0
კარგად ვიფაფხურეათ მაგრამ წავაგეთ... პასის კულტურა 0 შეთამაშებება 0 მწვრთნელი 0 იმ ბიჭს კიდე თუ მიეცით მოქალაქეობა ათამაშეთ...
912
26 მარტი 2021 01:56
8
ეხლა ამბობენ ტრავმირებულია ხვიჩაო, მე ეს არ მჯერა, მე ვფიქრობ თამაშში კვარაცხელიას სანიოლმა რაღაც შეზღუდვები დაუწესა და სხვა მოთამაშეებთანაც ვერ გამონახა საერთო ენა და ამ წვალებას არჩია მე 2 ტაიმში არ გამოსულიყო ნეტა ვცდებოდე მაგრამ არა მგონი, თუ ვინმე უყურებს რუბინის თამაშს როგორ ურტყამენ ხვიჩას ფეხებში ნახეთ, მაგრამ შეცვლა არ მოუთხოვია იმიტომ, რომ იქ როგორც სახლში ისე გრძნობს თავს და პატივს ცემენ და ესეც უფასებს, მე მეორედ უყურე შვეციასთან თამაშის პირველ ტაიმს და ვერ მოვიძიე სად მიიღო ხვიჩამ ტრავმა
მგელი
26 მარტი 2021 15:26
2
ვერაფრით ვერ გავიგე ხვიჩას შეცვლა... შეიძლება მისი საუკეთესო თამაში არ იყო, მაგრამ II ტაიმში 15 წუთს მაინც იმსახურებდა. რა ვიცით, რას გააკეთებდა???
tngh
26 მარტი 2021 15:11
1
ნუ იცი რააა... :))))
.
26 მარტი 2021 02:24
1
იაშკას და ხიზანას გემოვნებით შერჩეულმა "სასტავმა" მაქსიმალური შედეგი დადო ! სანამ იაშკა ნაკრების კურატორია, არც კი იოცნებოთ რაიმე შედეგზე !
დ.დ.
26 მარტი 2021 15:57
14
ფლანგის მცველებს ყოჩაღ. ბერიძე კარგად შემოვიდა შენგელიაც. კვარას ამბავი მე მგონი ყველას აინტერესებს რატომ შეცვალეს. ესპანეთთან და საბერძნეთთან უნდა გამოიკეთოს ტუ გვინდა რამე. თუ არა ბოლო ადგილს ვინ შეგვეცილება.
ქართველი
26 მარტი 2021 15:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული